FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტი დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 12.03.2020
რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში მუშაობის რეჟიმი იცვლება. თვითმმართველობებს მოქალაქეებთან დისტანციური ურთიერთობა ექნებათ. თანამშომლების ნაწილი სახლიდან, ნაწილი კი ადმინისტრაციული შენობებიდან იმუშვებს

სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტი დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს

12 მარტიდან, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, მუშაობას დისტანციურ რეჟმში დაიწყებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.

„მერიაში სხვადასხვა მომსახურების მიღების მიზნით მოსულ მოქალაქეებს, შიდა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაეწევათ შესაბამისი მომსახურება და დახმარება. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი, თანამშრომლები სპეციალური აღჭურვილობით განახორციელებენ სამსახურეობრივ ფუნქციებს. ეს განსაკუთრებით შეეხება ჯანდაცვისა და სოციალურ განყოფილებებს, სადაც მოსახლეობის მხრიდან ყველაზე მეტი მიმართვიანობაა“, -განაცხადეს ახალციხის მერიაში.

მათივე თქმით, შენობაში არსებულ, სამუშაო კაბინეტებსა და მოქალაქეთა მისაღებ ოთახებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ამუშავებენ. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კი, განთავსდება შესაბამისი აღჭურვილობა და დისპანსერები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.

მერიის შენობაში არსებულ „სათნოების სახლში“ კი ყოველდღიურად მომზადდება სადილი და ბენეფიციარებს კონტეინერებით შეეძლებათ კუთვნილი ულუფების სახლში წაღება.

ახალციხის გარდა, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაც: „დისტანციურად ვიმუშავებთ სპეციალისტები, თუმცა ხელმძღვანელობა და სამსახურის უფროსები ივლიან სამსახურში ყოველდღიურად“.

მსგავი სამუშაო რეჟიმი იქნება ასპინძისა და ახალქალაქის თვითმმართველობებშიც.

დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე რეგიონში პირველად ბორჯომისა და ნინოწმინდის მერიები გადავიდნენ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახლციხე]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.08.2020 ახალციხეში ტაძრის გახსნის ცერემონიას გიორგი გახარია ესწრება

09.08.2020 ‘არის რამდენიმე დაშავებული, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ’ – შს მინისტრის მოადგილე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 'ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ' – ადგილობრივები ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 ახალციხეში შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი გაიხსნა [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბორჯომისა და ნინოწმინდის მერიები დისტანციურად იმუშავებენ
საფეხური: სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის [აუდიო]
სამცხე-ჯავახეთში ომბუდსმენის ოფისი საგანგებო რეჟიმზე გადადის
შსს-ს მომსახურების სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის
სამთავრობო უწყებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან
შსს–ს მომსახურების სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის
სადეზინფექციო სამუშაოები ახალციხეში ®