FM97.5 / LIVE

ახალციხეში სპექტაკლების ჩვენება დროებით შეწყდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.03.2020
კორონავირუსის პანდემიის გამო, მესხეთის სახელმწიფო თეატრსა და ახალციხის თოჯინების თეატრში სპექტაკლებს დროებით აღარ აჩვენებენ. მაყურებელს წარმოდგენებზე დასწრება აპრილიდან შეეძლება.

ახალციხეში სპექტაკლების ჩვენება დროებით შეწყდა

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლები ერთი თვით, 13 აპრილამდე შეწყდება.

„მესხეთის თეატრი ითვალისწინებს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციას და დროებით წყვეტს წარმოდგენების ჩვენებას“, – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელის, ლია სულუაშვილის თქმით, წარმოდგენები დროებით შეჩერდა, მაგრამ რეპეტიციები მაინც მიმდინარეობს: „რეპეტიცები არ შეწყდება, ვაგრძელებთ მუშაობას სპექტაკლზე, როგორც კი მოგვცემენ ნებართვას, რომ მაყურებელი შემოვუშვათ და სპექტაკლები გავმართოთ, დავიწყებთ ჩვენებას“.

ახალციხის თოჯინების პროფესიულ თეატრში, სპექტაკლების ჩვენება ორი კვირის წინ გააუქმეს: „მაშინ შევაჩერეთ, როგორც კი პირველი შემთხვევა დაფიქსირდა კორონავირუსთან დაკავშირებით. წერილობითაც მივიღეთ შეტყობინება სპექტაკლების არჩატარების თაობაზე.

დაახლოებით ორი კვირაა, არც სპექტაკლები და არც რეპეტიციები აღარ გვქონია“, – ამბობს ახალციხის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ ქორიძე.

მისივე თქმით, მუშაობას მაშინ განაგრძობენ, როცა სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი ოფიციალურად განახლდება.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში სეზონი იხურება
‘ახალი წლის მოლოდინში’ - სპექტაკლები მესხეთის თეატრში
ახალციხეში თეატრების ხელმძღვანელები შეირჩა
სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება
ვინ იქნება ახალციხის თოჯინების თეატრის დირექტორი
„თოვლის დედოფალი“– თოჯინების თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა შედგა
თოჯინების თეატრი ახალ სეზონზე ხუთ პრემიერას გამართავს