FM97.5 / LIVE

ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, SK TV, რეპორტაჟი 12.03.2020
ადიგენში, მესხეთის ფერდობების სამხრეთ ნაწილში არჩვის, ირმის, მურა დათვისა და სხვა საკვანძო სახეობები შემცირდა. მათ გადასარჩენად მოსახლეობა თავად გაერთიანდა. იცავენ ბუნებას, ცდილობენ აღკვეთონ ბრაკონიერობა და ზრუნავენ იმისთვის, რომ შინაურმა და გარეულმა პირუტყვმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს - სათემო კავშირები ადიგენიდან.

ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაწილი, ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეს არის ეკოსისტემა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს აჭარის რეგიონთან აკავშირებს და რომლის საშულებითაც გარეული ცხოველების მიმოსვლა ხდება. სწორედ ასეთი ფუნქციის გამო, ტერიტორია ეკო-დერეფანს წარმოადგენს. ექსპერტების მიერ მისი შესწავლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ამ ადგილებში არჩვის, ირმის, მურა დათვისა და სხვა საკვანძო სახეობების მიგრირება ხდება და პერიოდულად მათი რიცხვი იკლებს.

ბუნების გადასარჩენად მომზადებულ პროექტში გარემოსდამცველებმა იმ სოფლების მცხოვრებლები ჩართეს, რომლებიც ეკო-დერეფნის გასწვრივ მდებარეობს. „ეკო-კორიდორის“ ფონდის (ECF) ინიციატივით, ადიგენის მუნიციპალიტეტში ათი სათემო კავშირი შეიქმნა და ხელი მოეწერა ათწლიან საკონსერვაციო შეთანხმებას. დოკუმენტის მიხევით, სოფლების მიმდებარედ არსებული ტყის მასივი „მშვიდ ზონებად“ დასახელდა, სადაც აკრძალულია ნადირობა, თიბვა და სხვა აქტივობა.

პროექტის ფარგლებში, სოფლების დერცელის, მოხის, ნამინაურისა და ციხისუბნის სათემო კავშირებისთვის ათი წლის მანძილზე 751 000 ევრო გამოიყო. ბოლაჯურის, ჩორჩნის, ზანავის, ხევაშენის, ფხეროს და კიკიბოს სათემო კავშირებისთვის კი, 400 000 ევრო.

ნამინაურის სათემო კავშირი


ადიგენის სოფელ ნამინაურში მცხოვრები 140 ადამიანიდან სათემო კავშირში 122 გაწევრიანდა. კავშირი ოფიციალურად დაარეგისტრირეს, კრებაზე გამეგეობის ოთხი წევრი და თავმჯდომარე აირჩიეს და მიზნად მათი დასახლების ტერიტორიაზე არსებული ეკო სისტემის გადარჩენა დაისახეს.

„თავიდან იყო სკეპტიკური განწყობა ხალხში. ვფიქრობდით, რამდენად შევძლებდით რომ ბუნება დაგვეცვა. მუშაობენ სახელმწიფო რეინჯერები, რომლებსაც კანონით შეუძლიათ ჯარიმა დაწერონ, გაატარონ დამსჯელობითი პროცედურები, ჩვენ ეს არ შეგვიძლია და რისკი იყო, მაგრამ ბოლოს დაინტერესდა მოსახლეობა, თან მიმდებარე სოფლებშიც არის ჩამოყალიბებული ასეთი კავშირები და ყველა სოფელი ერთმანეთთან შეკრულად მუშაობს“, - ამბობს ნამინაურის სათემო კავშირის თავმჯდომარე ბადრი ვაშაყმაძე.



ნამინაურის სათემო კავშირის გასაკონტროლებელ ტერიტორიას 27 ჰექტარი წარმოადგენს. ეს ე.წ. მშვიდი ზონაა, რომელიც ბრაკონიერებისგან, მონადირეებისგან და სხვა სახის საფრთხისგან კავშირის წევრებმა უნდა დაიცვან. ამისთვის მათ ორი "ბუნების ქომაგი" აირჩიეს, და ოთხი მეველე.

"ბუნები ქომაგის" მოვალეობა ზონის კონტროლი, დათვლიერებაა, რეინჟერული საქმიანობაა, ხოლო მეველეები მწყემსებად მუშაობენ და შინაურ პირუტყვს იქ აძოვებენ, სადაც ტერიტორიის ათვისება ბუნებისდამცველების მიერ ნებადართულია.

„ჩამოვაყალიბეთ მეველის ჯგუფი, რომელიც მორიგეობს იმის გამო, რომ შინაური პირუტყვი არ გადავიდეს გარეული პირუტყვის ტერიტორიაზე, გარდა ამისა, გვყავს რეინჯერები. ისინი ათვალიერებენ „მშვიდი ზონის“ არეალს, რომელიც გათვალისწინებულია გარეული ცხოველებისთვის, კერძოდ, ირმისთვის, შველისთვის, არჩვისთვის, კურდღლისთვის და ა.შ. განრიგი გვაქვს: მარტში, აპრილში, მაისში სად შეიძლება ვაძოვოთ პირუტყვი“, - ამბობს ვაშაყმაძე.

ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

„მშვიდ ზონაში“ ბუნების დამცველების შემოვლა დილიდან იწყება. პროექტის ფარგლებში მათ გადასაადგილებლად „სუზუკის“ მარკის, მაღალი გამავლობის მანქანა ეხმარებათ.

„გავდივართ დილის 9 საათზე, ადვილ რელიეფზე მანქანით, ხოლო რთულ რელიეფზე ფეხით. ჩვენი ძირითადი მიზანია, ადგილზე ბრაკონიერი არ იყოს, თუ რამე იქნება, შეგვიძლია ოქმი დავუწეროთ. იყო შემთხვევა ბრაკონიერობის, გაფრთხილება მივეცით და მას მერე აღარ მოსულა“, - ამბობს ნამინაურის სათემო კავშირის რეინჯერი ნოდარ შავაძე.

სათემო ორგანიზაციის მართვისთვის თითოეულ კავშირს გარკვეული თანხა ერიცხება. თავმჯდომარის თქმით, ეს ფული ორგანიზაციის მართვისთვის არის განსაზღვრული. კავშირში ხელფასს მხოლოდ რეინჯერები და მეველეები იღებენ: „გამგეობის მართვისთვის უნდა გადანაწილდეს ეს თანხა. მიმოსვლის ხარჯი, სათემო ხარჯი, გამგეობის წევრებისთვის, ვინც სამუშაო გაწია, მანქანის მოძრაობისთვის და ა.შ“.



სოფელ ნამინაურის მცხოვრებლები პროექტის ორგანიზატორებთან მანამდეც თანამშრომლობდნენ. მცირე პროექტების ფარგლებში, 2018 წელს შეიძინეს მაღალი გამავლობს ტრაქტორი, წრეხამკრები, სათემო ორგანზიისთვის ფოცხი, ააშენეს 30 კვ.მ ფართის მქონე შენობა შეხვედრებისთვის, ასევე ელექტროსასწორი, რომლითაც იგებენ რამდენად მოიმატა წონაში პირუტყვმა, იქიდან გამომდინარე, რომ საძოვრის ადგილები შემცირდა.

კონკრეტულად სათემო კავშირი კი 2019 წლის აპრილში ჩამოყალიბდა.

„ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი ერთ წლიანი მუშაობის შემდეგ, განსაკუთრერებულად გაიზარდა გადაშენების პირას მყოფი სახეობები, მაგრამ შესამჩნევია რომ მოიმატა კურდღელმა, ირემმა, ნაწილობრივ დათვმა და შველმა. არჩვს, ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავთ. გვაქვს ფოტოხაფანგებიც, სადაც ძირითადად მოხვედრილია, შეველი, მგელი, კურდღელი, დათვი და მცირე რაოდენობით ირემი”.

ზანავის სათემო კავშირი


ზანავის სათემო კავშირის შემადგენლობაში არსებული ე.წ მშვიდი ზონა „ოქროს ციხის“ ტერიტორიიდან იწყება და ფერსატის მთისკენ გრძელდება. მონაკვეთის სიგრძე 40 კილომეტრია. ზამთარში აქ "ბუნები ქომაგები" და მეველეები არ დადიან, რადგან ტყეში დიდი თოვლია და ბრაკონიერობის შემთხვევები არ არის. მარტიდან კონტროლი გამკაცრდება.

„მარტიდან დაიწყება მეველეებისა და "რეინჯერების" ჩაბმა. ახლა, ფაქტობრივად, დაკეტილია გზები და მხოლოდ გარე პერიმეტრს ვაკვირდებით, ნაკვალევი არ არის, არავინ მოძრაობს და შიგ შესვლას აზრი არ აქვს. თუმცა კვირაში ერთხელ ვამოწმებთ. თუ ნაკვალევია, უკვე ბოლომდე გვიწევს ფეხით ასვლა“, - ამბობს კავშირის თავმჯდომარე ჯემალ ბოლქვაძე.

ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

ზანავის კავშირში 35 კომლია გაწევრიანებული. მათგან ოთხი გამგეობის წევრი, ორი "ბუნების ქომაგი", ოთხი მათი დამხმარე და სამი მეველეა.

„თავიდან სოფელს არ სჯეროდა, რომ გვეუბნებოდნენ ფართობებს იჯარით მოგცემთ, ტყეებს დავიცავთო, ხალხი ფიქრობდა, თავიანთთვის უნდათ, ასე დაიწყებენ და ბოლოს იყიდიან და წაგვართმევენო. მერე, როცა ფანჩატურები, ექვს კილომეტრიანი გზა, სადაც „ურალი“ და „უაზი“ძლივს დადიოდა და მერე მსუბუქი მანქანებით ავიდნენ მთაში, შემოტრიალდა ხალხი და ახლა ყველას უნდა გაწევრიანება“.

ბოლქვაძის თქმით, ირგვლივ არსებული პერიმეტრის გაკონტროლებას მოსახლეობა მიეჩვია. ისინი ცდილობენ შინაური პირუტყვი მხოლოდ მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე აბალახონ.

„მთაში დადის საქონელი ზაფხულობით და უპატრონოდ რომ იყვნენ გაშვებულები, ახლა მეველეები ჰყავთ და თავად მოსახლეობაც აკონტროლებს თავიანთ პერიმეტრს, რომ ტყეში არ შევიდნენ და არ დააფრთხონ გარეული ცხოველი. ამ დაცვამ მოსახლეობას ხელი შეუწყო, სოფელში სეზონზე 500 ტონა თივა შემოდის მთიდან, მანამდე ამ ბალახს საქონელი ძოვდა და ზამთარში მოსახლეობა თივას ყიდულობდა“.



სოფელში ამბობენ, რომ სათემო კავშირების მუშაობის შედეგი გარეულ ცხოველთა სახეობების გამრავლებაში ჩანს.

„ძირითადად იქ ვმუშაობთ, სადაც არჩვის, დათვის, ირმისა და შველის არსებობა ვიცით. რა თქმა უნდა, ჩვენ დამსჯელი ორგანო არ ვართ, მაგრამ გაფრთხილებას ვაძლევთ. რაც დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი სათემოს თხოვნით, თოფი არ გავარდნილა. ვეუბნებით, რომ არ ინადირონ იმ ზონებში, სადაც შველი, ირემი, არჩვი ბუდობს. სხვათაშორის, ცხოველების კვალი უკვე გამრავლდა, შველი ბევრი იყო, ძალიან“, - ამბობს ჯემალ ბოლქვაძე.

ორგანიზატორები


ადიგენის მუნიციპალიტეტში შექმნილი ათივე სათემო კავშირის მუშაობის სპეციფიკა იდენტურია. მათი ძირითადი დანიშნულება ეკო-დერეფნის დაცვა და ეკოსისტემის გადარჩენაა.

ათივე სათემო კავშირი ეკო-კორიდორების ფონდის (ECF) ფარგლებში მოეწყო. პროგრამა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), ასევე გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ადგილობრივ დონეზე სათემო კავშირების მხარდამჭერი ასოციაცია „ტოლერანტია“.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობის მჭიდრო თანამშრომლობით, მდგრადი ტყით და მიწათსარგებლობის პრაქტიკა დაინერგოს.

ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში არსებულ ეკო–დერეფანს ადგილობრივები დაიცავენ
კვირის აქცენტი: სათემო კავშირები გარემოს დაცვისთვის [ვიდეო]

ეკოკორიდორების მოსაწყობად ადიგენის სოფლების სათემო კავშირებთან შეთანხმება გაფორმდა[R]
სათემო ცენტრი, რომელიც ქალებმა ქალებისთვის, თანაც სოფელში დაარსეს [Video]
სათემო კავშირები და მათი როლი სოფლის განვითარებაში [R]

'მთის ამბები' იწვევს ახალგაზრდებს სათემო ორგანიზაციების დასაფუძნებლად
თექის ნამუშევრების გამოფენა