FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში შენობების დეზინფექციისთვის ორგანიზაციებს რიგში დგომა უწევთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.03.2020
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, კვალიფიციურ სადეზინფექციო სამუშაოებს მხოლოდ ერთი კომპანია ასრულებს. კორონავირუსის პრევენციის მიზნით კი, რეკომენდაციების შესაბამისად, დაწესებულებების დეზინფექციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. კერძო ორგანიზაციების ნაწილს, კვალიფიციური კომპანიის მოძიება გაუჭირდათ.

სამცხე-ჯავახეთში შენობების დეზინფექციისთვის ორგანიზაციებს რიგში დგომა უწევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სამუშაო ადგილებისა და საჯარო სივრცეების დეზინფექცია უნდა მოხდეს. შენობები სპეციალური საშულებებით უნდა დამუშავდეს, რომელსაც უმჯობესია თუ კვალიფიციური პერსონალი განახორციელებს.

ახალციხეში ორგანზიაცია-დაწესებულებების ნაწილმა ამაზე ზრუნვა უკვე დაიწყო, თუმცა იმის გამო, რომ დეზინფექციაზე, რეგიონში მხოლოდ ერთი, ბორჯომში არსებული შპს „პროფდეზი“ მუშაობს, შენობების დეზინფექცია დროულად ვერ ხდება. კომპანიას ბევრი შემოთავაზება აქვს.

კერძო ორგანიზაციები


ახალციხეში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია „პროფდეზს“ ამ დრომდე ელოდება. მათი თქმით, დეზინფექციის მომსახურების მიღება 1 კვ. მეტრზე 0.40 თეთრი ღირს. შესაბამისად, ფართის ოდენობის გასაერთიანებლად, რამდენიმე არასამთავრობომ გაერთიანება და კომპანიის დაქირავება ერთდროულად გადაწყვიტა.

„დემოკრატ მესხთა კავშირი“, „ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კომპანიას უკვე დაუკავშირდა: „მივაკითხე ახალციხის საზოგადოების ჯანდაცვის ცენტრს, მითხრეს, რომ არ იყო ასეთი სამსახური, შემდეგ ჩემი კონტაქტებით მოვიძიე ეს კომპანია. რადგან რეგიონში მხოლოდ ესენი არიან, ძალიან ბევრი შეკვეთა აქვთ, თან მცირე ფართობისთვის ვერ ჩამოვლენ, კვადრატულ მეტრზე იხდი 40 თეთრს და ამიტომ უნდა იყოს დიდი ტერიტორია“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი თამუნა უჩიძე.

„პროფდეზმა“ უკვე გააკეთა დეზინფექცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პროესიულ კოლეჯ „ოპიზარში“.

„ძალიან დაკავებულები იყვნენ, მაგრამ თანადგომა გაგვიწიეს, ამოვიდნენ და ჩაატარეს. მთლიან შენობას გაუკეთდა დეზინფექცია. თითქმის სამი საათი დასჭირდა და დაახლოებით 600 ლარი დაგვიჯდა. სადეზინფექციო საშუალებები თვითონ მოიტანეს და ხსნარიც დაგვიტოვეს, პატარა ტექნიკის დასამუშავებლად. შეიძლებოდა ჩვენ თვითონ დაგვემუშავებინა, მაგრამ ვერ გავრისკე, რომ თანამშრომლებს გაეკეთებინათ. სრულიად შესაძლებელია, რომ ვიღაცას ალერგია ჰქონდეს“, - ამბობს „ოპიზარის“ დირექტორი ბელა ავალიშვილი.

მუნიციპალური შენობები და საბავშვო ბაღები


ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობების დეზინფექციისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ორი თანამშრომელი ერთთვიანი ხელშეკრულებით აიყვანა. სპეციალური დასუფთავების საშუალებები კი მერიამ შეიძინა.

„ავიყვანე ორი თანამშრომელი კონტრაქტით, გამოციდლები არიან და ამ საქმეზე წლებია მუშაობენ. ისინი ჩაუტარებენ დეზინფექციას მუნიციპალიტეტში ყველა შენობას, რომელიც საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტია: ადმინისტრაციული შენობები, საბავშვო ბაღები, კულტურის სახლები და ა.შ.“, - ამბობს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ფატი ხაბულიანი.
საჯარო და კერძო სკოლები

ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ 38 საჯარო და ერთ კერძო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „დეზინფექციის , დეზინსექციის, დერატიზაციისა და სტერლიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი“ ახორციელებს. ისინი სკოლებმა თბილისიდან ჩამოიყვანეს. როგორც ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე ამბობს, კომპანია სკოლებმა მოიძიეს და ყველა მათგანმა ხელშეკრულება ინდივიდუალურად გააფორმა.

„ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს დეზინფექციის გამოცდილება. სკოლებმა შეარჩიეს, თბილისში აქვთ ოფისი. ფასზე სკოლები შეუთანხმდნენ, მათ ინდივიდუალურად დაუდეს ხელშეკრულება. ახლაც მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, გუშინაც მთელი დღე მიმდინარეობდა და ხვალაც გააკეთებენ“, - ამბობს ხათუნა ხმალაძე.

რა სახის სადეზინფექციო საშუალებები გამოვიყენოთ სახლის პირობებში


სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული სტრუქტურებისათვის შენობების დეზინფექსიის რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა პირველ მარტს გასცა.

„ამ ვირუსის გარემოში გამძლეობა ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა სხვა კორონავირუსების გარემოში სტაბილურობის შესაფასებლად ჩატარებული კვლევების თანახმად, მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის კორონავირუსი გარემოში ძლებს რამდენიმე დღის განმავლობაში, ხოლო შუა აღმოსავლეთის რესპირაციულ სინდრომთან დაკავშირებული კორონავირუსი 48 საათზე მეტხანს ოთახის საშუალო ტემპერატურაზე (20 °C) სხვადასხვა ზედაპირებზე“, - წერია რეკომენდაციაში.

ვირუსის გარემოში სიცოცხლისუნარიანობა შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში, პოტენციურად დაბინძურებული ოთახები, ზონები, სათავსები მათ ხელახლა გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიწმინდოს, ანტიმიკრობული (სადეზინფექციო) საშუალებებით რომლებიც, ეფექტურია კორონავირუსების წინააღმდეგ.

რამდენიმე ანტიმიკრობული საშლებების ეფექტურობის შესაფასებლად, კვლევები ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ პროფილაქტიკური დასუფთავება შემდეგი საშუალებებით უნდა მოხდეს:

სამცხე-ჯავახეთში შენობების დეზინფექციისთვის ორგანიზაციებს რიგში დგომა უწევთ

მიზანშეწონილია ნატრიუმის ჰიპოქლორიტის (სარეცხი საშუალება) გამოყენება ზედაპირების დამუშავებისთვის.
იმ ზედაპირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს სარეცხი საშულების შედეგად, შესაძლოა 70% კონცენტრაციის სამედიცინო სპირტის გამოყენება.

დაბინძურებული ობიექტების დასუფთავებისთვის რეკომენდებულია:

• ფილტრის მქონე ნიღაბი (FFP) რესპირატორები, კლასი 2 ან 3 (FFP2 ან FFP3);
• სათვალე ან სახის დამცავი ფარი;
• ერთჯერადი/მრავალჯერადი გრძელმკლავიანი წყალგაუმტარი ტანსაცმელი;
• ერთჯერადი ხელთათმანები.

განსაკუთრებით კარგად უნდა გაიწმინდოს ისეთი ზედაპირები, რომლებთანაც ხშირად ხდება შეხება (კედლები, კარებები, სახელურები, საჭე, ფანჯრები, უნიტაზი, აბაზანის ზედაპირები). ყველა ქსოვილი (მაგალითად, თეთრეული, ფარდები და ა.შ.) უნდა გაირეცხოს ცხელი წყლის ციკლის გამოყენებით (90°C) და სარეცხი საშუალების დამატებით.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როგორ ჩავუტაროთ სახლს დეზინფექცია
ახალციხეში მოქმედ რელიგიურ სალოცავებს დეზინფექცია უტარდება
კორონავირუსთან დაკავშირებით ახალციხეში მიკროავტობუსებს დეზინფექციას ჩაუტარებენ
რა დავალება მიიღეს მერებმა გუბერნატორისგან - საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა
საქართველოს რკინიგზა პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს პერმანენტულ რეჟიმში ატარებს ®
ახალციხეში მიკროავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდათ
სადეზინფექციო სამუშაოები ახალციხეში ®