FM97.5 / LIVE

რა ქონებას ფლობს სამცხე-ჯავახეთის ოლქის ახალი პროკურორი

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.03.2020
მალხაზ გეწაძეს სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორად დანიშვნამდე, ძველი თბილისის რაიონული პროკურორის პოზიცია ეკავა. მის სახელზეა რეგისტრირებული სახლი თბილისში, თერჯოლაში კი მიწის ნაკვეთები.

რა ქონებას ფლობს სამცხე-ჯავახეთის ოლქის ახალი პროკურორი

მალხაზ გეწაძემ 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2001 წელს იყო თერჯოლის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი (2001-2002 წ.წ.), ხოლო 2002-დან 2006 წლამდე მუშაობდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნად.

2006 წელს ასევე იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სტაჟიორი და ამავე წელს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორი; 2006-2007 წლებში კი ეკავა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობა.

2007-2009 წლებში მუშაობდა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორად; 2009-2012 წლებში იყო სს „ხვისტანი და კომპანიაში“ ადვოკატი, 2012-2013 წლებში კი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი. 2013-2015 წლებში მან კარიერა განაგრძო საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე, ზედამხედველობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში და ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოში პროკურორად;

2015-2016 წლებში ეკავა საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის პოზიცია; 2016-2018 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონულ პროკურორად. 2018 წლის 4 ივნისიდან თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურორის პოსტი ეკავა;

2019 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მალხაზ გეწაძის მეუღლე მაია დევაძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლაში ფლობს ერთ საცხოვრებელ სახლს, ერთ სათავსოს და ოთხ მიწის ნაკვეთს, ამავე სოფელში 25%–იანი წლის მფლობელია შვიდ ნაკვეთის და ერთი სახლის.

თავად მალხაზ გეწაძე თბილისში, სოფელ დიღომში ფლობს სახლს (115.16 კვ.მ) და მიწის ნაკვეთს(500 კვ.მ), რომელიც 2015 წელს 73 591 ლარად შეიძინა. გეწაძეს პირად ანგარიშზე დანაზოგიც აქვს 13 000 დოლარის ოდენობით. მას ძველი თბილისის რაიონული პროკურორის პოზიციაზე გასულ წელს ხელფასის სახით დაერიცხა 43 272 ლარი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა
საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში
შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი იქნება
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი პროკურორი
სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გია ბერაია დაინიშნა
ვინ არიან და რას საქმიანობენ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები