FM97.5 / LIVE

‘ასპინძის მერმა მომატყუა’ - უსახლკაროდ დარჩენილი ადგილობრივი

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.03.2020
ასპინძის სოფელ ტოლოშში მცხოვრები თეა ხარაიშვილი ამბობს, რომ მერიამ საცხოვრებლიდან მოტყუებით გამოიყვანა და ახალა უსახლკაროდ დარჩა. 43 წლის მარტოხელა ქალი ითხოვს, სადმე ერთი ოთახი გამოუყონ. ასპინძის მერი კი ირწმუნება, რომ მასზე ინფორმაცია არ აქვს.

‘ასპინძის მერმა მომატყუა’ - უსახლკაროდ დარჩენილი ადგილობრივი

თეა ხარაიშვილის თქმით, იგი მეუღლესთან და შვილთან ერთად ტოლოშის საბავშვო ბაღის შენობაში 25 წლის წინ შესახლდა. ამ შენობაში მათ ერთი საძინებელი, სამზარეულო და დერეფანი ჰქონდათ დაკავებული. მას შემდეგ კი, რაც მერიამ საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები დაიწყო, ოთახი დაატოვებინეს, იმ პირობით, რომ ალტერნატიულ ფართს ამავე შენობაში მისცემდნენ.

„აქ შესახლებამდე ტოლოშში დედამთილის ოჯახში ვცხოვრობდით, იქაც ორი ოთახია დანგრეული. მყავს მაზლი. მოგვივიდა კონფლიქტი და წამოვედით ბაღის შენობაში მეუღლესთან და ჩემს შვილთან ერთად. ოთხი წელია ქმარი თურქეთში წავიდა და დაიკარგა. დავრჩით ჩვენ. ოთხი თვის წინ მერიიდან მოვიდნენ, მითხრეს, დაგვითმე ეგ ერთი ოთახი, რომ აქედან შესასვლელი გავაკეთოთ და ჩვენ სანაცვლოდ ამავე შენობაში ორ ოთახს მოგცემთო. დავთანხმდი“, - ამბობს თეა ხარაიშვილი.

ხარაიშვილმა ფართი დაცალა და ავეჯი მეზობლის სარდაფში შეიტანა. ამის შემდეგ მერიამ საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები დაიწყო, თუმცა ხარაიშვილს მისთვის გამოყოფილი ორი ოთახის გასაღები არ მისცეს.

„მერმა მითხრა, ჩაგისვამთ ორ კარებს, ერთ ფანჯარას და დანარჩენი თქვენ გააკეთეთო. მაგაზეც დავთანხმდი. გააკეთეს მთლიანი შენობა, მე ამ ოთახის გასაღები მომცეს, ასპინძიდან ავიყვანე ხელოსანი და დავათვლევინე რა დამჭირდებოდა შესაკეთებლად. მერე გასაღები დედამთილის სახლში დავტოვე და ასპინძაში წავედი. მერიიდან ასულან და დედამთილისთვის წაურთმევიათ გასაღები. სანამ არ დაიმტკიცებთ ამ შენობებს, იქამდე არ გეკუთვნითო. დამტოვეს ასე, იმის მერე დავდივარ ყოველ დღე მერიაში და პასუხი იგივეა“.

ხარაიშვილი ირწმუნება, რომ იგი ასპინძის მერიაში ხშირად დადის, პრობლემის შესახებ მერს, როსტომ მაგრაქველიძეს ესაუბრა და დაპირებაც მიიღო. თუმცა საწინააღმდეგოს ამბობს მაგრაქველიძე. „სამხრეთის კარიბჭესთან“ იგი აცხადებს, რომ ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„არ ვიცი, ჩემთან არავინ ყოფილა, პირველად მესმის თქვენგან ეგრეთი რამე. იქ არავინ ცხოვრობს. ჩვენ ბაღი გავარემონტეთ და ბიუჯეტის თანხებით არც არავის ვურემონტებთ სახლებს და ვერც ვერავის შევპირდებით, რომ გავურემონტებთ. არ ვიცი მსგავსი ინფორმაცია, რაც გინდათ ის დაწერეთ“, - განაცხადა ასპინძის მერმა.

„სამხრეთის კარიბჭემ“ ინფორმაციის გადამოწმება სცადა მერის მოადგილესთანაც, თუმცა მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

იმ ფაქტს, რომ ახლანდელ ბაღის შენობაში ხარაიშვილი ოჯახთან ერთად წლები ცხოვრობდა, სოფელ ტოლოშის ყოფილი რწმუნებულიც ადასტურებს. გოდერძი ველიჯანაშვილი, რომელიც რწმუნებულის თანამდებობაზე ორი თვეა აღარ მუშაობს, ამბობს, რომ ხარაიშვილს ორი ოთახი ნამდვილად შესთავაზეს.

„როცა მაგ ქალმა მანდ ცხოვრება დაიწყო, მაშინ ბაღის შენობა არ იყო, ბაღი ახლა მოაწყეს. როგორც ვიცი, მას სანაცვლოდ ორი ოთახი შესთავაზეს და მერე დაობდა“, - ამბობს ველიჯანაშვილი.

თავად ხარაიშვილი კი ამბობს, რომ ამავე შენობაში მეორე ოჯახიც ცხოვრობს, რომელიც არ გამოუსახლებიათ: „იმ მეორე ოჯახს არაფერს ეუბნებიან, აბანოც მიაშენა, მეტალოებიც ჩასვა და არავის გამოუსახლებია. მე კიდევ ლარიანი არ მაქვს და სხვის ოჯახში ვცხოვრობ“, - ამბობს ხარაიშვილი და ამატებს, რომ ამ დროისთვის ასპინძაში ავადმყოფს უვლის და თვეში 100 ლარს იღებს, რომელიც გზაში არ ყოფნის. მას არც სოციალური დახმარება აქვს.

‘ასპინძის მერმა მომატყუა’ - უსახლკაროდ დარჩენილი ადგილობრივი

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ასპინძის მერსაც ვუჩივლებ და მოადგილესაც’ -  თეა ხარაიშვილი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს
ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება
დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
ასპინძაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის  სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება
ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს
სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ადიგენში საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა