FM97.5 / LIVE

'შეთანხმება კრიტიკული ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის აღდგენისკენ - ამერიკელი სენატორები

მთავარისიახლე, პოლიტიკა 11.03.2020
აშშ–ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე - სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აკეთებენ.

'შეთანხმება კრიტიკული ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის აღდგენისკენ - ამერიკელი სენატორები

სენატორი ჯიმ რიში აცხადებს, რომ მოხარულია იმ შეთანხმებით, რომელსაც ამ უქმეებზე საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარემ მიაღწია. აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

„წლის დასაწყისში, მე და სენატორმა შაჰინმა პრემიერ-მინისტრ გახარიას [წერილი] მივწერეთ ჩვენი შეშფოთების გამოხატვის მიზნით, საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობას ვურჩიეთ დაესრულებინა დემოკრატიული უკუსვლა. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ეს შეთანხმება კრიტიკული ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის აღდგენისკენ. იმ ფონზე, როცა საქართველო, წელს, მოგვიანებით საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეთანხმებული ცვლილებები სწრაფად დაინერგოს და ისინი ყველა მხარემ დაიცვას” - ნათქვამია სენატორ რიშის განცხადებაში.

სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, მას ეიმედება "ის, რომ საქართველოს მთავრობამ პირველი ნაბიჯი გადადგა საარჩევნო რეფორმის დაპირების შესრულებისკენ. ეს კრიტიკულად აუცილებელია მათი ქვეყნის დემოკრატიისთვის".

„2012 წლის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველო ფრთხილად მუშაობდა დემოკრატიული ტრანზიციის წარმატებისთვის და მათ ბოლო რვა წლის განმავლობაში, ამ მიზნისკენ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ასევე ვაფასებ საქართველოს მიერ ჩემი და სენატორ რიშის შეშფოთებების გათვალისწინებას, სამოქალაქო ჩართულობისა და ქართველი ხალხის ხმების პატივისცემასთან დაკავშირებით, რაც დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი პრინციპია. იმედით ვუყურებ იმას, რომ საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას და დარჩება საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ერთგული” - ნათქვამია სენატორ შაჰინის განცხადებაში.

სენატორებმა მიმდინარე წლის იანვარში გიორგი გახარიას წერილი მიწერეს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის და პროტესტის ჩახშობის თაობაზე.

რვა მარტს ოპოზიცია და მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. რაც იმას გულისხმობს, რომ 2020 წლის არჩევნებში პროპორციული სიით 120 დეპუტატი აირჩევა, მაჟორიტარულით კი — 30.

ასევე გირჩევთ:

რას შეცვლის ახალი საარჩევნო მოდელი და როგორ გადანაწილდება მანდატები სამცხე-ჯავახეთში



[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.03.2020 რომის პაპმა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა

27.03.2020 პენსიის გაცემის წესი იცვლება

27.03.2020 სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი პირველ მაისამდე ვერ შედგება – სამინისტრო

27.03.2020 ‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აშშ–ს სენატის საგარეო კომიტეტების წევრები საქართველოს  მთავრობას აფრთხილებენ
მმართველი გუნდი და ოპოზიცია საარჩევნო მოდელზე შეთანხმდნენ
ამერიკელი კონგრესმენი: შოკირებული ვართ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნით
ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება
რას შეცვლის ახალი საარჩევნო მოდელი და როგორ გადანაწილდება მანდატები სამცხე-ჯავახეთში
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება
25 არასამთავრობო მთავრობას მოუწოდებს არ შეაფერხოს თვითმმართველობის რეფორმა