FM97.5 / LIVE

თიბისი ხელოვნების სასახლესთან ერთად ქართული ქსოვილის პროექტს იწყებს ®

მთავარისიახლე, რეკლამა 10.03.2020
ქართული დამწერლობისა და ქართული მხატვრობის პოპულარიზაციის კამპანიების შემდეგ, თიბისი კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პროექტს იწყებს, რომელიც ტრადიციულ ქართულ ქსოვილსა და ტექსტილს უკავშირდება.

თიბისი ხელოვნების სასახლესთან ერთად ქართული ქსოვილის პროექტს იწყებს ®

პროექტი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან ერთად ხორციელდება და მისი მიზანი ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა, ტრადიციების აღდგენა და მათი თანამედროვე, ყოფით კულტურაში დამკვიდრებაა.

ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენისა და შესწავლის პროექტი მუზეუმმა 2016 წელს დაიწყო. 2 წლის განმავლობაში მხატვრებისა და მკვლევარების ჯგუფმა საქართველოს ეკლესიები მოიარეს. ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსი მაქსიმალური სიზუსტით გადმოხატეს და მათი შესწავლა დაიწყეს.

2018 წელს გამოიცა წიგნი - „ქსოვილები საქართველოდან“, სადაც 200-ზე მეტი ფრესკიდან, 300-მდე პატერნია თავმოყრილი. წიგნში შეკრებილი მასალა კარგად ასახავს, თუ რამდენად ფერადი, თანამედროვე და მრავალფეროვანი იყო საუკუნეების წინანდელი საერო, თუ სადღესასწაულო სამოსი. ასევე, როგორი იყო სხვადასხვა პერიოდში ჩაცმის კულტურა ქვეყანაში და რა ახდენდა მასზე გავლენას.

მემკვიდრეობა და ახალი თაობა თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტებია, სწორედ ამიტომ, პროექტის მიზანი ქართული ტრადიციული ქსოვილის ყოველდღიურობაში გადმოტანა, მისთვის ახალი სიცოცხლისა და დანიშნულების მიცემაა.

იმისთვის, რომ ქართული ქსოვილის პატერნები ყოველდღიურობაში ინტეგრირდეს და თანამედროვე სახე და გამოყენება მიეცეს, თიბისი დიზაინერებსა და სტარტაპერებს შესაძლებლობას აძლევს წიგნში თავმოყრილ პატერნებზე დაყრდნობით, ყოველდღიური სამოსი, თუ პროდუქცია შექმნან.

აღნიშნული კოლაბორაციის ფარგლებში ქართული ქსოვილის შთაგონებით შექმნილ კოლექციებზე უკვე მუშაობს რამდენიმე დიზაინერი, კომპანია თუ სტარტაპი: დარაია, მუზარადი, Side Size, კერამიკ სტუდია, ლაკოიაჟ, Spilow, Why not gallery.

შექმნილი პროდუქცია და Ready to wear კოლექციები სულ მალე ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდება და მათი შეძენა სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
შრიფტების კონკურსი 'ქართული - ა' იწყება [R]
ახალციხეში ფესტივალი ”ქართული სული 2013” იმართება
ახალციხეში "თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოების" გამოფენა მოეწყო
თიბისიმ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები შეაჯამა ®
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
მასტერკლასი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის