FM97.5 / LIVE

აბასთუმნის შემოვლით გზაზე სკოპინგის დასკვნა გაიცა - გარემოსდამცველები ასაჩივრებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.03.2020
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტზე, გარემოს დაცვის სამინისტრომ სკოპინგის დასკვნა გასცა. რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ეტაპზე, კომპანიამ უწყებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა წარუდგინოს. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას გარემოსდაცვითი ორგანიზაციები სასამართლოში გაასაჩივრებენ.

აბასთუმნის შემოვლით გზაზე სკოპინგის დასკვნა გაიცა - გარემოსდამცველები ასაჩივრებენ

აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სამინისტრომ დადებითი პასუხი დღეს, ცხრა მარტს გასცა.

რაც იმას ნიშნავს, რომ გარემოსდამცველების პროტესტის მიუხედავად, აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტი არ შეჩერებულა და პროცედურები კვლავ გრძელდება: „სკოპინგი ნიშნავს იმას, რომ ეს პროექტი საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. სკოპინგის დასკვნა კი იმას ნიშნავს იმას, რომ კომპანიას ევალება, შენიშვნების გათვალისწინებით, წარმოადგინოს გზშ. შემდეგ უკვე მოხდება გზშ-ს შესწავლა და თუ მისცემენ დადებით დასკვნას, მაშინ ნიშნავს, რომ ჩვენგან აქვთ დადებითი პასუხი“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინიტროში.

გარემოს დაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ სასამართლოში გაასაჩივრებს. გარემოსდამცველების თქმით, ეს პროექტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის ტერიტორიაზე გადის, რასაც კანონი კრძალავს.

„ამ ეტაპზევე არსებობდა იმის საფუძველი, რომ სამინისტროს უარი ეთქვა პროექტის განხორციელებაზე, ვინაიდან დაგეგმილია პროექტის გატარება დაცულ ტერიტორიაზე და კანონი კრძალავს ასეთ საქმიანობას დაცული ტეროტორიის ფარგლებში. მისი განხორციელება საფრთხეს უქმნის გარემოს. უარი არის, როგორც ნებართვის მაძიებლისთვის, ასევე გარემოსთვის სწორი გადაწყვეტილებაა. ასე რომ ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და უკვე სასამართლოს ვთხოვთ გადაწყვიტოს ვისი პოზიციაა სწორი“, - ამბობს „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე.

პროექტის მიხედვით, გზა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს 9.2 კილომეტრზე კვეთს, მისი პროექტირებისთვის კი 1 975 000 ლარი დაიხარჯება.

„აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის გაყვანა მოხდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-14) ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი–აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ 82-კმ 95 მონაკვეთის ფარგლებში. გზა აკავშირებს ქვეყნის სამხრეთ რეგიონს დასავლეთ საქართველოს ძირითად ნაწილთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ტურისტულ მაგისტრალს წლის ყველა დროისათვის. ამასთან, ახალციხე-ბაღდათი-ქუთაისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა სამხედრო თვალსაზრისით წარმოადგენს ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში განიხილება პირადი შემადგენლობის გადაყვანისა და სამხედრო ტვირთების გადაზიდვისათვის. შესაბამისად გზის არსებობას, წლის თორმეტი თვის განმავლობაში, ქვეყნის თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა“, - წერია დასკვნაში.

შემოვლითი გზის პროექტისათვის წინაწარი კვლევის ანგარიშის, იგივე სკოპინგის განხილვა საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გარემოსდაცვის მიმართულების სამსახურმა 16 სექტემბერს მოაწყო.

მას შემდეგ გარემოსდამცველმა ორგანიზაციებმა სამინისტროს წერილით მიმართეს. ისინი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის ტერიტორიაზე მსგავსი შემოვლითი გზის გაჭრას ეწინააღმდეგებიან.

გარემოსდამცველებს სამინისტროსგან პასუხი არ მიუღიათ, თუმცა დღეს გამოქვეყნებულ სკოპინგის დასკვნაში ვკითხულობთ - „ასოციაცია მწვანე ალტერნატივას” აღნიშნული მოსაზრება უსაფუძვლობის გამო მხედველობაში არ იქნა მიღებული“.

„სკოპინგის დასკვნაში წერია პასუხი თითქოს ჩვენს შენიშვნაზე, რომ ჩვენი შენიშვნა არ არის სამართლებრივად სწორი და მათი გადაწყვეტილებაა სწორი, თუმცა დასაბუთებაში მგავსი არაფერია, ანუ რა აქტებიც არის მოხმობილი გასამტკიცებლად, ესენი ჩვენი შენიშვნის საწინააღმდეგოდ არგუმენტად არ გამოდგება“.

„მწვანე ალტერნატივაში“ ეჭვობენ, რომ აბასთუმნის შემოსავლელი გზის პროექტს სახელმწიფო ზეწოლის შედეგად ახოციელებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გარკვეული ზეწოლის შედეგია, ვინაიდან, როგორც ცნობილია, აბასთუმნის შემოვლითი გზა ბიძინა ივანიშვილის პირადი ინიციატივის პროდუქტია, ამიტომ ერთი მხრივ საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მეორეს მხრივ, გარემოს დაცვის სამინისტორო, ცდილობენ, რომ ეს მისი ინიციატივა კანონის ფარგლებში მოაქციონ და საბედნიეროდ არ გამოსდით“.

აბასთუმანი–ბაღდათის გზას, პირველი პროექტის მიხედვით, კურორტზე უნდა გაევლო, თუმცას ბიძინა ივანიშვილის ექსპერიმენტული პროექტის შემდეგ, რომლის მიხედვითაც კურორტზე მხოლოდ ელექტრომობილებმა უნდა იმოძრაონ და სხვა ტრანსპორტი აქ ვეღარ გაივლის, გეგმა შეიცვალა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა პასუხი მიიღეს გარემოსდამცველებმა აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის შეჩერებაზე
‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე
‘ივანიშვილის გამო სამინისტრომ კანონი დაარღვია’ – აბასთუმნის შემოვლითი გზის საქმე სასამართლოშია
საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი
აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა ახალი პროექტით
აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა