FM97.5 / LIVE

რას შეცვლის ახალი საარჩევნო მოდელი და როგორ გადანაწილდება მანდატები სამცხე-ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება, არჩევნები 09.03.2020
120/30 საარჩევნო მოდელის მიხედვით, სამცხე-ჯავხეთში, სავარაუდოდ, ორი საარჩევნო ოლქი იქნება და რეგიონისთვის ამდენივე საპარლამენტო მანდატი განისაზღვრება. ახალ მოდელზე ოპოზიცია და ხელისუფლება უკვე შეთანხმდნენ. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილისთვის შეთანხმება მისაღებია, ნაწილი კი მაჟორიტარების რაოდენობის შემცირებას არ ეთანხმება.

რას შეცვლის ახალი საარჩევნო მოდელი და როგორ გადანაწილდება მანდატები სამცხე-ჯავახეთში

რვა მარტს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ხელი „ურთიერთგაგების მემორანდუმს“ მოაწერეს. ამ დოკუმენტით ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მხარს უჭერს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში შესატან ცვლლილებებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ახალი მოდელით ჩატარებასთან დაკავშირებით.

რას გულისხმობს 120/30 მოდელი


შეთანხმების თანახმად, 2020 წლის ოქტომბერში არჩევნების 120/30 მოდელით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში უნდა შევიდეს: პროპორციული სიით 120 დეპუტატი, ხოლო მაჟორიტარული წესით 30.

ამ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით, პარალამენტი დაკომპლექტებულია პროპორციული წესით არჩეული 77 და მაჟორიტარულით წესით არჩეული 73 დეპუტატისგან.

მემორანდუმის მიხედვით, დაიწია საარჩევნო ბარიერმაც, თუ აქამდე პარტიებს პარლამენტში შესვლის უფლება 5%-იანი ბარიერის გადალახვის შემდეგ შეეძლოთ, ახლა მაჩვენებელი 1% გახდა, რაც საშუალებას იძლევა, რომ პარლამენტი მრავალპარტიული გახდეს.

ამასთანავე, დოკუმენტი ითვალისწინებს ჩამკეტ სისტემასაც - თუ პარტია ამომრჩეველთა 40%-იან მხარდხაჭერას ვერ მოიპოვებს, იგი მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

რა შეიცვლება სამცხე-ჯავახეთში 2020 წლის არჩევნებზე


2020 წლის არჩევნებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 30 საარჩევნო ოლქი იქნება. მათი საზღვრები ამ დროისათვის ცნობილი არ არის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად დადგინდება.

თუმცა იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც ამავე კომისიისგან სახელმწიფომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მიიღო, ოლქებში ამომრჩევლეთა თანაფარდობა უნდა იყოს.

ამის გათვალისწინებით, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, კოტე კანდელაკი ამბობს, რომ სავარაუდოდ, 2020 წლის არჩევნებზე სამცხე-ჯავახეთში ორი მაჟორიტარული ოლქი იქნება და რეგიონიდან პარლამენტშიც ორი მაჟორიტარი დეპუტატი შევა.

მისივე თქმით, 2018 წლის ამომრჩეველთა რაოდენობის მაჩვენებლის მიხედვით, თითოეულ მაჟორიტარულ ოლქში საშუალოდ 120 000 ამომრჩეველი უნდა იყოს: „თუ გავითვალისწინებთ 2018 წლის მონაცემებს, რამდენი ამომრჩეველი იყო თითოეულ საარჩევნო ოლქში, ამის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში შემავალ საარჩევნო ოლქებს უწევს ორი მანდატი“, - განმარტავს კანდელაკი.

მემორანდუმის მიხედვით, ოლქების საზღვრების დადგენისას, შესაძლებელია სამი გამონაკლისის დაშვება, რომელიც უმცირესობათა და მაღალმთიანი მოსახლეობის წარმომადგენლობის წახალისების ან უნიკალური გეოგრაფიული საჭიროებების გათვალისწინების მიზნით გატარდება.

„სამცხე-ჯავახეთს აქვს ეს სპეციფიკა, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულია და ორი საარჩევნო ოლქიდან, სავარაუდოდ ნინოწმინდასა და ახალქალაქს, როგორც აქამდე იყო, ერთი მანდატი შეუნარჩუნდებათ. ოთხი საარჩევნო ოლქი კი გაერთიანდება და მათაც ერთი მანდატი მიეცემათ, მიუხედავად იმისა, რომ 120 000 ამომრჩეველს ასპინძა, ადიგენი, ახალციხე და ბორჯომი ერთად ვერ დააკმაყოფილებს“, - განმარტავს კანდელაკი.

რას ფიქრობენ ახალ მოდელზე პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები


შეთანხმებას, რომელსაც მმართველმა ძალამ და ოპოზიციამ მოაწერეს ხელი, სამცხე-ჯავახეთში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთათვის მისაღებია. ახლა ისინი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების დადგენასა და მანდატების განაწილებას ელოდებიან.

„ევროპული საქრთველოს“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე მიიჩნევს, რომ ეს სწორად გადადგმული ნაბიჯია არსებული დაძაბული სიტუაციის განმუხტვისთვის: „საშუალება ექნება მოსახლეობას, რომ მათი სურვილის შესაბამისობაში დაკომპლექტდეს მომავალი პარლამენტი. ჯერ უცნობია, როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული ოლქები, ყველა ვარიანტში გამსხვილდება და მერე უფრო სრულფასოვნად შეიძლება ამ მოდელზე მსჯელობა. რა თქმა უნდა, ეს შედარებით მიახლოებულია, იმ მოდელთან, რისი დაპირებაც იყო თავიდან „ქართული ოცნებიდან“.

დემეტრაძე მიიჩნევს, რომ რეგიონების ხმა არ დაიკარგება და პოლიტიკური პარტიები იზრუნებენ, რომ საარჩევნო სიებში რეგიონები სათანადოდ იყვნენ წარმოდგენილი: „ჩვენ პარტიაში ხშირად გვქონია მსგავსი საუბრები პოლიტსაბჭოსა და შეხვედრაზე და ვფიქრობ, რომ არ იქნება რეგიონების ხმა დაკარგული. უკვე პარტიები იზრუნებენ იმაზე, რომ ყველა რეგიონის მოსახლეობას მიეცეს საშუალება, მათი ხმა გაჟღერდეს პარლამენტში და ამაზე პარტიებმა უნდა იზრუნონ“.

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაკურ გელაშვილი უპირატესობას მაინც სრულ პროპორციულ სისტემას ანიჭებს: „იმის ფონზე, რომ მმართველმა გუნდმა საზოგადოებას ჯერ დაპირდა და შემდეგ მოატყუა, რომ პროპორციული სისტემა იქნებოდა, ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი მგონია. კარგია, რომ მაქსიმალურად მიახლოებული იქნება პროპორციულთან და არ იქნება ძველი მოდელით მთლიანად მაჟორიტარული. თუ გადავხედავთ გამოცდილებას, ჩვენი რეგიონის ხმა მე საერთოდ ნაკლებად გამიგია პარლამენტში, მაგალითად ბორჯომი -ასპინძის ოლქიდან არჩეული დეპუტატისგან. მაჟორიტარები მხოლოდ თავიანთი კარიერული მომავლისთვის ფიქრობენ, პრაქტიკა აჩვენებს რეალურად. სულ არ მგონია, როგორც ბორჯომელს, რომ ჩემი ხმა ძალიან მყარად იყო პარლამენტში დაცული ან წარმოდგენილი“.

ოპოზციისგან განსხვავებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მომხრეა, თუმცა ნაწილობრივი მაჟორიტარული სისტემაც მისაღებია „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, გიორგი გვარამაძისთვის.

„მთავარია ის, რომ შეთანხმება მოხდა, პოზიციასა და ოპოზიციას შორის. ვნახოთ, როგორ გადაწყდება და როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული მანდატები. მაჟორიტარული სისტემა უკეთესი იყო და ნაწილობრივი მაჟორიტარული სისტემა რომ დარჩა, კარგი მოხდა“.

120/30 მოდელს, ექსპერტი კოტე კანდელაკი „ოპტიმალურ ვარიანტს“ უწოდებს. იგი ყურადღებას ამახვილებს 5%-იანი ბარიერის შემცირებაზე და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ამომრჩეველთა ხმები აღარ დაიკარგება: „ 5%-იანი ბარიერის პირობებში შესაძლოა იგი მხოლოდ ორმა-სამმა პარტიამ გადალახოს და ძალიან დიდი რაოდენობით ხმები დაიკარგოს, როგორც მაგალითად, 2016 წელს, როცა დაახლოებით 20%-მდე ამომრჩევლების ხმები დაიკარგა და დაახლოებით 30 მანდატი გადაინაწილა ბარიერგადალახულმა „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ საარჩევნო მოდელის შესახებ შეთანხმებას ხელი რვა მარტს მოაწერეს.

ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, 120/30 მოდელის შესაბამისად არჩევნები 2020 წელს ჩატარდება, ყველა მომდევნო არჩევნები კი სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როგორ გადანაწილდება მანდატები – ცესკომ ხმების დათვლა დაასრულა
როგორ დაიყო ახალციხე მაჟორიტარულ ოლქებად
"ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა
მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით სამცხე–ჯავახეთში ხელმოწერები გროვდება
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს
შეცვლილი მაჟორიტარული საზღვრები
ახალციხის საკრებულოში 18–ვე მაჟორიტარი 'ოცნებიდან' იქნება