FM97.5 / LIVE

ახალციხეში ფერმერებს პესტიციდების შესახებ ესაუბრნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.03.2020
პესტიციდებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და რეგულაციები, რომლებიც ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ – საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში.

ახალციხეში ფერმერებს პესტიციდების შესახებ ესაუბრნენ

დღეს, ცხრა მარტს ახალციხეში კავშირი „აგროსერვისის“ მიერ ჩატარებულ შეხვედრას ფერმერები და რეგიონში შხამ–ქიმიკატების შემომტანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„იმისათვის, რომ ფერმერებმა ხარისხიანი მოსავალი მიიღონ, აუცილებელია იცოდნენ პესტიციდების გამოყენების და მასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ. ეს ფერმერებისთვის დედა ენასავით უნდა იყოს. უნდა იცოდნენ რომელ მცენარეს როგორი პესტიციდი სჭირდება“, - ამბობს „აგროსერვისის“ წარმომადგენელი ნინო ხალხელაური.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფერმერები პესტიციდებთან დაკაშირებით ინფორმაციას თავადვე ეცნობოდნენ და მხოლოდ აგრკონსულტანტებზე არ იყვნენ დამოკიდებულნი, რადგან არის შემთხვევები, როცა კონსულტანტი არასწორ რჩევას იძლევა.

„სამეგრელოში ერთ ქალს მეცხოველეობის ფერმა და საკვებწარმოება აქვს და თესავს სიმინდს. ამოვიდა სარეველა მივიდა ეს ადამიანი და აგრო მაღაზიაში ეუბნება მომეცით რამე ჰერბიციდი რომ დავასხა ამ სარეველას, ბევრჯერ დაასხა, მაგრამ სარეველას არაფერმა უშველა, მას პრეპარატი მისცეს არასწორად. ბევრი ფერმერი არასერიოზულად უდგება საქმეს, განათლება მათაც უნდა მიიღონ“, - ამბობს ხალხელაია.

ის რომ ხშირად ფერემერები მხოლოდ კონსულტანტებზე არიან დამოკიდებული, ამას თავად ფერმერებიც აღნიშნავენ.

„ხშირად გამყიდველებზე არიან დამოკიდებული, როგორც ისინი უხსნიან ისე აკეთებენ. ამ დროს პესტიციდების გამოყენება საკმაოდ რთული თემაა“, - ამბობს ფერმერი ზურა სადათიერაშვილი.

შეხვედრა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

ახალციხეში ფერმერებს პესტიციდების შესახებ ესაუბრნენ

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა იცვლება თაფლის წარმოებაში
ახალციხელ ფერმერებთან საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა
ფერმერები პროდუქტის წარმოების ევროსტანდარტებს გაეცნენ
რძის წარმოების განვითარებისთვის ახალციხეში ფერმერებთან შეხვედრები იმართება
რაში ადანაშაულებენ სახელმწიფოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები
სამცხე–ჯავახეთში წარმატებული ფერმერები და  კოოპერატივები  გამოავლინეს
‘თუ სახელმწიფო არ დაეხმარა, ფერმერი ვერ გაძლიერდება’ – ახალციხეში ფორუმი იმართება