FM97.5 / LIVE

დიდი ოჯახის დიდი დიასახლისი

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.03.2020
მინდოდა ის თქვენთვის სხვა კუთხით დამენახვებინა – ლია სულუაშვილი თეატრს მიღმა. უკვე გაგეღიმათ ამ სიტყვებზე? მართალიც ხართ. ლია სულუაშვილთან საუბარი თეატრის გარეშე არანაირად არ გამოვიდა, თუმცა ვეცადე.

დიდი ოჯახის დიდი დიასახლისი

ოთახი, სადაც ვზივართ, აფიშებითა და ფოტოებითაა სავსე. მე გულში ვიმეორებ, რომ თეატრზე სიტყვას არ დავძრავ. ვიწყებთ.

„ახალციხეში 19 წლის ასაკში ჩამოვედით თბილისიდან მე და ჩემი ქმარი. მაშინ შეყვარებულები ვიყავით, აქ შევუღლდით და დავსახლდით შიშველ იატაკზე, თამარ მეფის ქუჩაზე. ახლაც იქ ვცხოვრობთ“, - მიყვება ლია სულუაშვილი და ამატებს - „ადამიანები ყოველთვის ვთამაშობთ, ოჯახია ის ადგილი, სადაც არ თამაშობ და ხარ ის, რაც ხარ“.

უნდოდა ყოფილიყო მრავალშვილიანი დედა – ოცნებად დარჩა. ჰყავს ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი.

„ვცდილობ უკეთესი ბებია ვიყო ვიდრე დედა ვიყავი“, - მეუბნება და კითხვას ვუბრუნებ - როგორი დედა იყავით?

„ცუდი დედა ვიყავი. მე თუ მკითხავენ რა არის შენი სინანული, ვიტყვი რომ ჩემი შვილები გავზარდე კულისებში, გასვლით სპექტაკლებზე წანწალში, გასტროლებზე თრევაში, ღამის ქოთნიდან დაწყებული საწოვრით დამთავრებული. ბავშვებს არც რეჟიმი ჰქონდათ ძილის და კვების ნორმალური და დღემდე სანანებლად მაქვს. ქალისთვის სამსახურის გვერდზე დედობის პროფესია მთავარია", - ამბობს ლია სულუაშვილი.

ის იმ დღეებს იხსენებს, როცა გვიან, ღამით უწევდა ოჯახში დაბრუნება.

„როცა გასვლითზე ვიყავით და ღამის ორ საათზე ჩამოვდიოდით, ერთი ფანჯარასთან იყო ჩამოძინებული, მეორეს კი ტახტზე გადაუფარებელს ეძინა, ამას ვნანობ. მეუღლეც მუშაობდა ერთად მივდიოდით, ერთად მოვდიოდით, თითქმის ყველა სპექტაკლში ერთად ვიყავით დაკავებული. კახამ (შვილი) მითხრა ჩემს ბავშვობაში იცი რა მახსოვსო: სულ ჩქარა! ჩქარა! ჩქარა! ახლა შვილიშვილებთან ვცდილობ, რაც შვილებს დავაკელი ყურადღება ამათ ჰქონდეთ, წარსული ვაკუუმი შევავსო“, - მეუბნება ლია სულუაშვილი.

გააღეთ ფანჯრები!

„როცა გვქონდა ოჯახში ჩვენი საფირმო ლობიო და მჟავე, ლოჯში იშლებოდა სუფრა. ეს თავისდაუნებურად ტრადიციად დაგვიმკვიდრდა. მოდიოდნენ სტუმრები და ვილხენდით. ვმღეროდით, მერე მეზობლები გვეუბნებოდნენ - გააღეთ ფანჯრები, ყურები დაგვიგრძელდაო“, - მიყვება ლია სულუაშვილი.

„თითქმის მთელი დღე სამსახურში მიწევს ყოფნა. განსაკუთრებულ და გამორჩეულ დღეებში სახლში ვდიასახლისობ, კარგ დიასახლისად მთვლიან. საცივი გამომდის კარგად, კუპატები. წელს საახალწლოდ მაგალითად, საცივი გავაკეთე ინდაურის და არაფერი არ შეიჭამა ისე როგორც საცივი, ანუ მოეწონათ“, - მეუბნება და იცინის.

ცოტა რამ მესხეთზე, ადამიანებზე...

„მიყვარს ჩემი ქალაქი, ჩემი ახალციხე ყველაფერს მირჩევნია და მიყვარს მესხი დინჯი, ჭკვიანი, გონიერი, რომელიც უსწორმასწორო სიტყვებს არ ისვრის“, - ამბობს ლია სულუაშვილი.

„ადამიანების უმადურობა მკლავს, თუმცა არასოდეს არ ვცდილობ დავარწმუნო ადამიანი შეცდომაში“, -გვითხრა მან.

ამბობს, რომ ადამიანებს უნდა გვჯეროდეს ერთმანეთის - „გათითოკაცებული სამყარო საშინელებაა“.

შეიძლება ამ სტატიაში ყოფილიყო ბევრი ფოტო, ბევრი ვიდეო სიმღერითა და სპექტაკლის ფრაგმენტებით, მაგრამ ეს უკვე თეატრია. მე თეატრს მიღმა ლია სულუაშვილი მაინტერესებდა.

დიდი ოჯახის დიდი დიასახლისი

[გულო კოხოძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარების შესწავლას იწყებს

06.04.2020 სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები მომხმარებლებისთვის ღიაა

06.04.2020 ‘მიწა უნდა დავამუშავო და სახლიდან ვერ გავდივარ, 73 წლის ვარ’ - ახალციხელი ფერმერი

06.04.2020 ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ლია სულუაშვილი ქალის როლის საუკეთესო  შესრულებისთვის მესამედ დააჯილდოვეს
როცა ხუთი შვილის დედა ხარ
მზეთამზიელი გულნაზი
თეატრის საერთაშორისო დღე მესხეთის თეატრმა სპექტაკლით აღნიშნა
ლია სულუაშვილი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს

რატომ ტოვებენ მესხეთის თეატრს მსახიობები
პატარა ხელოვანი