FM97.5 / LIVE

ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.03.2020
ბაკურიანში პოლიციის განყოფილებისთვის ახალი შენობა აშენდა. იგი განკუთვნილია, როგორც საპატრულო, ასევე, კრიმინალური პოლიციის 50-ზე მეტი თანამშრომლისთვის.

ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

ბაკურიანის პოლიციის განყოფილების შენობის მშენებლობა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. შენობა კეთილმოწყობილია და თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.

შენობა ოფიციალურად შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დაესწრნენ.
შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი, ნივთმტკიცების ოთახები და საკონფერენციო დარბაზი. ნაგებობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.

ბაკურიანის პოლიციის განყოფილებაში ასევე განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის შიდა-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ბაკურიანის დროებითი მოთავსების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იზოლატორი.

შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა და დანაყოფების ხელმძღვანელებისგან რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაური რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნო.

მინისტრმა თანამშრომლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შს მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში საპოლიციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ბაკურიანში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
დროებითი მოთავსების იზოლატორებში დამატებითი სერვისები დაინერგება
შსს–ს განმარტებით, მინისტრმა ახალციხეში გასვლითი თათბირი ჩაატარა
სამცხე–ჯავახეთში პოლიციის პირველ პირად თეიმურაზ კალანდაძე რჩება
ბაკურიანში დაცვის პოლიციის შენობა გაიხსნება