FM97.5 / LIVE

შსს–მ 'ქურდული სამყაროს' წევრობის და 'ქურდული სამყაროს' წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავა

მთავარისიახლე, სამართალი 06.03.2020
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრებს, რომლებმაც არსებულ დავაში საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ - თ.ჭ. ჩართეს. „ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის შედგა სატელეფონო ქურდული გარჩევა, რომლის შედეგადაც, დავა გ.მ.-ს სასარგებლოდ გადაწყდა და მოდავე მხარეს 4500 ლარის და 6300 აშშ დოლარის ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.

შსს–მ 'ქურდული სამყაროს' წევრობის და 'ქურდული სამყაროს' წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დააკავეს: 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1991 წელს დაბადებული გ.დ., 1986 წელს დაბადებული ა.დ. და 1977 წელს დაბადებული გ.მ.

გ.მ.-ს ბრალი ედება „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში, ხოლო ლ.გ.-ს, ა.დ.-ს და გ.დ.-ს - „ქურდული სამყაროს“ წევრობაში.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრებს, რომლებმაც არსებულ დავაში საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ - თ.ჭ. ჩართეს. „ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის შედგა სატელეფონო ქურდული გარჩევა, რომლის შედეგადაც, დავა გ.მ.-ს სასარგებლოდ გადაწყდა და მოდავე მხარეს 4500 ლარის და 6300 აშშ დოლარის ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.

„ქურდული სამყაროს“ წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, აღნიშნულ პირს დაკისრებული თანხის ნაწილი - 4500 ლარი და 1800 აშშ დოლარი გამოსძალეს.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით მიმდინარეობს.

[sknews.ge]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ქურდული სამყაროს' წევრობის ბრალდებით  შსს-მ  სამი პირი დააკავა
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
თბილისსა და ახალციხეში 'ქურდული სამყაროს' წევრობის და 'კანონიერი ქურდისთვის' მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს [ვიდეო]
ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებული ახალციხელები გირაოთი გაათავისუფლეს
შსს 'ქურდული სამყაროს' წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს
'ქურდული' სიმბოლო ახალციხის სკოლის კედელზე
სკოლის კედლიდან ‘ქურდული’ სიმბოლიკა წაშალეს