FM97.5 / LIVE

საპატრიარქომ აზარტული თამაშების რეკლამის გამო ვებგვერდზე პირდაპირი ეთერი გათიშა

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.03.2020
საქართველოს საპატრიარქოს განახლებულ ვებგვერდზე პირდაპირი ეთერის ფანჯარა, სადაც აზარტული თამაშების რეკლამა ჩანდა გათიშეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, აუცილებლად გაკეთდება უშუალოდ საპატრიარქოს გვერდისთვის განკუთვნილი და მორგებული "სთრიმი".

საპატრიარქომ აზარტული თამაშების რეკლამის გამო  ვებგვერდზე პირდაპირი ეთერი გათიშა

"მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ სატესტო რეჟიმში გაეშვა საპატრიარქოს განახლებული ვებგვერდი, რომლის ახალი ფუნქციაა ე.წ. "ლაივ-სთრიმი" (პირდაპირი ეთერი). აღნიშნული ლაივი (საპატრიარქოს ტელევიზიის) დროებით აღებულია ვიდეოპორტალ "მაივიდეოდან", რის გამოც პირდაპირი ჩართვის დროს გამოჩნდა აზარტული თამაშების რეკლამა. აღნიშნულმა ფაქტმა გაურკვევლობა გამოიწვია საზოგადოების ნაწილში", - განაცხადეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათი განმარტებით, "ვებგვერდი სატესტო რეჟიმშია და შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში აუცილებლად გაკეთდება უშუალოდ საპატრიარქოს გვერდისთვის განკუთვნილი და მორგებული სთრიმი, ამ დროისათვის სწორედ ამ მიზეზით პირდაპირი ეთერი გათიშულია".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ვებგვერდზე ერთ-ერთი ტოტალიზატორის რეკლამა გუშინ, ოთხ მარტს გამოჩნდა. პირდაპირი ეთერი myvideo.ge-ს მეშვეობით იყო განთავსებული.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საპატრიარქოს ვებგვერდზე ტოტალიზატორის რეკლამა გამოჩნდა
საპატრიარქოს ტელევიზიას ახალი დირექტორი ჰყავს
ქუთაისიდან აბასთუმანის მიმართულებით პირდაპირი გზა აშენდება
საქართველოს 11 ქალაქში პირდაპირი წესით მერს პირველად აირჩევენ
გამოკითხულთა 85% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა
იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა
ორი კვირაა ახალციხის მერიის ვებგვერდი გათიშულია