FM97.5 / LIVE

‘არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას’ - სალომე ზურაბიშვილი

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.03.2020
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოველწლიური მოხსენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში თქვა, რომ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას არ აპირებს, მხარეებს კი მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.

‘არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას’ - სალომე ზურაბიშვილი

„არა იმიტომ რომ საკუთარი მოსაზრება არ გამაჩნია. არა იმიტომ რომ ვინესი მეშინია. არამედ იმიტომ, რომ მიუკერძოებელი დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი პარტიებსა და საზოგადოებას საკუთარ აზრებს თავს არ მოახვევს თუმცა ეს გამორიცხავს პრეზიდენტის პოლიტიკურ როლს ქვეყნის სტაბილურობისა და საზოგადოების დამშვიდების ხელშეწყობაში“.

ზურაბიშვილის თქმით, ამ მიზნით ძალაში რჩება წინადადება, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო პლატფორმა გამოყენებული იყოს პოლიტიკური დიალოგებისთვის: „საპრეზიდენტო პლატფორმა არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, რათა არ შეწყდეს დიალოგი. თუ ამის საჭიროება დადგება, ეს წინადადება ძალაშია. დღეს იმედიანად ვარ, რამეთუ ბოლო დღეებში პოლიტიკური შეთანხმებისკენ ნაბიჯები იდგმება. თუმცა, საბოლოო შედეგი ჯერ არ დამდგარა. ამ დროს ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია“.

ზურაბიშვილის შეფასებით, სამართლიანი არჩევნების ჩატარების პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება.

სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიერ მოხსენებას ბოიკოტი გამოუცხადეს ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა. კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან „ევროპული საქართველოსა“ და ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. სხდომაზე არ ყოფილან არც პატრიოტთა ალიანსის წევრები.

პრეზიდენტის სიტყვას, სხდომათა დარბაზში მხოლოდ მთავრობის წევრები და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ. მოხსენების პარალელურად პარლამენტის მიმდებარედ გაიმართა აქციაც. აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფმა მოხსენების წინ, პარლამენტის შენობასთან ბანერები და პლაკატები მიიტანეს, სადაც ზურაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ფოტოები და კარიკატურები იყო დატანილი.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.05.2020 3 000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერა დამღუპველი იქნება - მდინარაძე

27.05.2020 29 მაისიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

27.05.2020 8 ივნისიდან სასტუმროები მუშაობას განაახლებენ

27.05.2020 პირველი ივნისიდან მაღაზიები და რესტორნები იხსნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი მიმდინარეობს
'ქართული ოცნება' არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება
პრეზიდენტი: საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია, საკუთარ თავს ვერ ვცნობთ
თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს
ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფიცს დადებს
ახალციხეში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება