FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციამ 2 წელში 106 099 ლარის საწვავი დახარჯა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.03.2020
„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2018–2019 წლებში სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულებმა 21 221 ლიტრი საწვავი დახარჯეს. მხარის ადმინისტრაციამ კი 49 261 ლიტრი. სასწვავის ხარჯმა ორ წელში 106 099 ლარი შეადგინა.

სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციამ 2 წელში 106 099 ლარის საწვავი დახარჯა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ კვლევა დღეს, ოთხ მარტს გამოაქვეყნა, სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციამ 2018 წელს 44 200 ლარის საწვავი გამოიყენა, 2019 წელს კი 61 899 ლარის.

რაც შეეხება სახელმწიფო რწმუნებულის საწვავის ხარჯებს, 2018–2019 წლებში სამცხე–ჯავახეთს სამი ხელმძღვანელი ჰყავდა. მათ მიერ დახარჯული საწვავი ლიტრებში ასე გამოიყურება: ბესიკ ამირანაშვილი – 14 879, აკაკი მაჭუტაძე – 3 402, კახა სამხარაძე – 2 940.

მხარის ადმინისტრაციის სახელზე 10 ავტომობილი ირიცხება. მათი შეკეთებისთვის 2018 წელს 27 904 ლარი დაიხარჯა, 2019 წელს კი 28 607 ლარი.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა ჯამში 505 076 ლიტრი საწვავი (505 ტონა) გახარჯეს (2018 წელს - 240,454 ლიტრი, 2019 წელს კი - 264 622 ლიტრი). გახაჯრული საწვავის ჯამურმა ღირებულებამ 1 109 683 ლარი შეადგინა (2018 წელს - 526 014 ლარი, 2019 წელს კი - 583 669 ლარი)

რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა - 87 060 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 190 089 ლარი შეადგინა.

მოქმედ სახელმწიფო რწმუნებულებს შორის კი ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (20,833 ლიტრი) კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გახარჯა.

[sknews.ge]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.08.2020 ახალციხეში ტაძრის გახსნის ცერემონიას გიორგი გახარია ესწრება

09.08.2020 ‘არის რამდენიმე დაშავებული, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ’ – შს მინისტრის მოადგილე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 'ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ' – ადგილობრივები ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 ახალციხეში შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი გაიხსნა [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

რამდენი დახარჯა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ 2 წელში ხელფასებსა და პრემიებში
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორების გავლილი მანძილი ბოლო ორ წელში დედამიწის სამჯერ შემოვლის ტოლია - IDFI
სამი გუბერნატორის 'სამი წრე დედამიწის გარშემო'
სოზარ სუბარი: გუბერნატორების საწვავის ხარჯები მათი საქმიანობის ადეკვატურია
რამდენს ხარჯავს ახალციხის საკრებულო ავტომობილების შეკეთებასა და საწვავზე
სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებმა ერთ წელში 680 065 ლარის ჯილდო და დანამატი გასცეს
გამოკითხვა: როგორ აფასებთ ახალციხის საკრებულოს მუშაობას? [ვიდეო]