FM97.5 / LIVE

რა დავალება მიიღეს მერებმა გუბერნატორისგან - საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.03.2020
რა სახის პრევენციული ზომები გატარდა კორონავირუსის წინააღმდეგ სამცხე-ჯავახეთში, ამის შესახებ დღეს მხარის რწმუნებულმა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მერებს მოუსმინა. იგი მიიჩნევას, რომ რეგიონი რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნება, თუმცა რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. შეხვედრის დიდი ნაწილი მედიისთვის დახურული იყო.

რა დავალება მიიღეს მერებმა გუბერნატორისგან - საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

ბაღებისა და სკოლების დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების წყლით უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დასუფთავება და დეზინფექცია, მასშტაბური ღონისძიებების გაუქმება - ეს ის პრევენციული ღონისძიებებია, რომელთა გატარებაზეც სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა, საკოორდინაციო საბჭოსთან, იქამდე ისაუბრა, სანამ იგი მედიისთვის დაიხურებოდა.

შეხვედრა დღეს, სამ მარტს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა. მას თვითმმართველობების პირველი პირების გარდა, საგანმანათლებლო რესურსცენტრების დირექტორები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ესწრებოდნენ.

„მოსახლეობაში გარკვეულწილად არის შიში და ჩვენი კოორდინირებული მუშაობა არის გარანტი სიმშვიდის. რეგიონში კორონავირუსის გავრცელების ფაქტები არ ფიქსირდება და გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და ჩვენ ვიყოთ ერთ-ერთი გამორჩეული ჩვენი კოორდინაციით, ჩვენი პრევენციული ზომებით“, - განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

მან ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექციაზე და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მუნიციპალიტეტების მერების ვალდებულებაშია. სამინისტროს რეკომენდაციის შესრულებაში კი, საჭიროების შემთხვევაში, პოლიციაც ჩაერთვება:

„მე ვიცი, რომ ძირითადად ტრანსპორტი არის კერძო, თუმცა გევალებათ მუნიციპალიტეტების მერებს, რომ გქონდეთ კომუნიკაცია ტრანსპორტის კომპანიის ხელმძღვენლობათან და მოხდეს დამუშავება, ეს იქნება ავტობუსები თუ მიკროავტობუსები. თუ კერძო კომპანია არ თანამშრომლობს თქვენთან, სწორედ ამიტომ ჩვენ გვესწრება პოლიციის ხელმძღვანელობა და მე ვფქირობ, რომ მათი მხარდაჭერაც გვექნება ამ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ და აღვასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა“.

ბესიკ ამირანაშვილი საგანმანათლებლო დაწესებულებების დეზინფექციის საკითხითაც დაინტერესდა და ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის განმარტებით, საბავშვო ბაღებისა და სკოლების დეზინფექცია კვირაში ერთხელ ისეც ხდებოდა, თუმცა ამ დროისათვის მერია მომწოდებელს ეძებს, რომელიც შენობებს დეზინფექციას კვალიფიცურ დონეზე ჩაუტარებს.

„ჩვენ გამოვაგზავნინეთ ტარიფები მომწოდებლებს და ძალიან დიდი სხვაობაა, როცა ფართი დიდია. თუ 10 000 კვადრატზე მეტი მოგროვდება, 20-25 თეთრი გამოდის კვადრატული მეტრის დამუშავება, სხვა მომწოდებელმა ერთი ლარი გვითხრა და არიან ისინიც, ვინც ორ და სამ ლარს ამბობენ. შერჩევითი პროცედურაა, დღეს უკვე ბოლომდე ჩამოვყალიბდებით ვისთან გავაფორმებთ კონტრაქტს, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მოხდეს სრული დამუშავება“, - აღნიშნა შეხვედრაზე ახალციხის მერმა, რომლესაც გუბერნატორმა უპასუხა: „ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, პრევენციული და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება და აქ სად იაფია და სად ძვირია, ამაზე არ არის საუბარი. სასწრაფო წესით უნდა მოხდეს დაკონტაქტება“.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ რეგიონის ყველა სკოლას წყალი არ მიეწოდება, რაც პრობლემას ქმნის. გუბერნატორმა მერებს დაავალა, იმ სკოლებში, სადაც წყალი არ არის, დროებითი ავზები მოეწყოს.

გარდა ამისა, მოისმინა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რეგიონსა და მუნიციპალიტეტში საჯარო სივრცეებისა და შენობების დეზინფექციის შესახებ.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ პრევენციის მიზნით, რეგიონში ყველა მასშტაბური ღონისძიება გაუქმდება.

გუბერნატორის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭო სამი დღის წინ, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა. საბჭო საჭიროების შემთხვევაში პერიოდულად შეიკრიბება.

[თაკო ფექირიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსთან დაკავშირებით ახალციხეში მიკროავტობუსებს დეზინფექციას ჩაუტარებენ
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრა გამართა
იკრძალება თუ არა მიკროავტობუსების მოძრაობა სამცხე-ჯავახეთში
ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს ®
‘რეგულაციები ჩვენს რეგიონშიც ამოქმედდება’- ბესიკ ამირანაშვილი მიკროავტობუსების მოძრაობის აკრძალვაზე
საკოორდინაციო საბჭომ თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ რეკომენდაცია გასცა
სამცხე-ჯავახეთში შენობების დეზინფექციისთვის ორგანიზაციებს რიგში დგომა უწევთ