FM97.5 / LIVE
„სამართლიან არჩევნებს“ სამცხე-ჯავახეთში დარღვევა არ დაუფიქსირებია

„სამართლიან არჩევნებს“ სამცხე-ჯავახეთში დარღვევა არ დაუფიქსირებია

მთავარიპოლიტიკა 27.10.2013
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED)მონიტორინგის მიხედვით, რომელიც 11:00 საათისთვის გამოქვეყნდა, სამცხე-ჯავახეთში ორგანიზაციას დარღვევები არ დაუფიქსირებია.

„სამართლიან არჩევნებს“ სამცხე-ჯავახეთში დარღვევა არ დაუფიქსირებია
"სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით საარჩევნო უბნების გახსნის პროცესი გაუმჯობესებულია. ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელს (100%) მიეცა უბანზე შესვლისა და დაკვირვების განხორციელების საშუალება.

"ეს პროგრესია წინა არჩევნებთან მიმართებაში, როცა უბანზე დაუშვეს "სამართლიანი არჩევნების’’ დამკვირვებლების 98%. პირველი ამომრჩევლის მისაღებად 8 საათისთვის მზად იყო საარჩევნო უბნების 96%, ხოლო 2012 წელს - უბნების 91%. ამასთან, რადგან წარსულში არსებობდა კითხვები გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებით, "სამართლიანი არჩევნები’’ მიესალმება იმ ფაქტს, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 16 ადამიანს. 2012 წელს აღნიშნული მონაცემი იყო 21 ამომრჩეველი. ჩვენი დაკვირვებით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში დარეგისტრირებული ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობა არის დაახლოებით 200 ადამიანი, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია (300 ადამიანი)", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამ დროისთვის „სამართლიანმა არჩევენებმა“ დააფიქსირა:

არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 3 ფაქტი #23 (დედოფლისწყარო), #11 და #36 ( კასპი);
მასალების არასათანადოდ წარმოების 2 შემთხვევა #6 (ბათუმი) , #76 (საბურთალო) საარჩევნო უბნებზე;
საარჩევნო უბნის გახნის პროცედურული დარღვევების 2 შემთხვევა #72 (რუსთავი), #24 (გორი) საარჩევნო უბნებზე;
საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსების 2 ფაქტი #65 (ქუთაისი) და #5 (ისანი) საარჩევნო უბნებზე.

ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 6 საჩივარი შეიტანეს.

ორგანიზაციის 1200 დამკვირვებელი საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აკვირდება.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'სამართლიანი არჩევნები': ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია
'სამართლიანი არჩევნების' 17:00 საათის მონაცემები
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
'სამართლიანი არჩევნების' შეფასებით, კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა
საერთაშორისო გამჭვირვალობა: 2012 წელთან შედარებით, მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება
'სამართლიანი არჩევნების' პარალელური დათვლის შედეგებით მარგველაშვილი ლიდერობს
#32 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი ნახევარი საათით ადრე მივიდა