FM97.5 / LIVE

ფაშინიანი: სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენი რეგიონის სტაბილურობის გარანტორია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.03.2020
ნიკოლ ფაშინიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთმა და საქართველომ ეკონომიკური ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე უნდა განავითარონ. მისი თქმით, მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი საკითხია.

ფაშინიანი: სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენი რეგიონის სტაბილურობის გარანტორია

„ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტორია. მინდა ღრმა რწმენა გამოვხატო, რომ რეგიონალური საკითხების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და მას ალტერნატივა არ აქვს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ კონფლიქტს აქვს თავისი თავისებურებები და ამ თვალსაზრისით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მგრძნობიარე საკითხებზე დაბალანსებული პოზიციის შენარჩუნებას. სომხურ-ქართული ტრადიციული ურთიერთობების გამყარების კონტექსტში ხაზს ვუსვამ მნიშვნელოვან ღვაწლს მის განვითარებაში. მადლიერი ვართ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯებისთვის ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრა. მისი თქმით, თქმით დღევანდელი შეხვედრა გასული წლის ოქტომბერში, ერევანში გამართული მოლაპარაკებების გაგრძელებაა.

„ვისაუბრეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვადასხვა სფეროების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობას. საუბარია არა მხოლოდ სახმელეთო მარშრუტებზე, არამედ ელექტროენერგეტიკულ და ტელეკომუნიკაციურ კავშირებზე. მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს, განათლებასა და მეცნიერებას ეხება. ხაზი გაესვა ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გამყარებას, ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების კავშირის გაძლიერებას. შევეხეთ რეგიონალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობას.

სომხეთის პრემიერ–მინისტრი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს, სამ მარტს ეწვია.

[sknews.ge]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ეწვია
ფაშინიანი ფოკაში: ‘სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს’
ფაშინიანის ვიზიტი ჯავახეთში დასრულდა [Photo]
საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებთან შეხვედრა გამართა
სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®