FM97.5 / LIVE

“მემარჯვენეები” ახალქალაქში მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 19.06.2012
მომავალ საპარლამენტო არჩევნებში “ახალი მემარჯვენეები” ახალქალქში მეორე ადგილისთვის აცხადებენ პრეტენზიას.
როგორ აპირებენ ამომრჩევლის ხმების მოზიდვას და რას სთავაზობენ ადგილობრივებს; “სამხრეთის კარიბჭე” პარტიის თავმჯდომარეს დავით გამყრელიძეს ესაუბრა.

“მემარჯვენეები” ახალქალაქში მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ

- როდის გახსენით ახალქალაქში ოფისი და რატომ არ ფუნქციონირებს ის არჩევნებს შორის შუალედებში?

ჩვენი ოფისი ახალქალაქში რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა. სიმართლე რომ ვთქვა, მთელი ოთხი წლის განმავლობაში ოფისის შენახვაში ფინანსური პრობლემა გვიშლის ხელს, ამიტომ ვცდილობთ არჩევნების წინ გავხსნათ.

ახალქალაქში სხვა პრობლემაც არის – ადამიანები პარტიული ოფისით არც ისე აქტიურად სარგებლობენ. არავინ მოდის, ყველას ეშინია და ოფისის შენახვის სტიმული არ გვაქვს. ჰილარი კლინტონთან შეხვედრისას მან სწორედ ეს რეგიონები ახსენა და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უფრო აქტიურად მუშაობა შემოგვთავაზა, რათა ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო ცხოვრებაში.

- თქვენს შეხვედრას ადგილობროვებთან მხოლოდ 25 ადამიანი დაესწრო. რითი ახსნით ამას? იცოდნენ მათ თქვენი ვიზიტის შესახებ?

ამაზე ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაცია მუშაობდა. ესეც პრობლემაა, როგორ უნდა მივაწვდინოთ ხალხს ხმა, ადგილობრივი ტელევიზიით თუ როგორ? პლაკატების გაკვრით? უფლებას არ იძლევიან, დღეს აქ რაღაც-რაღაცეები სერიოზულად კონტროლდება. ვფირობ, ეს შეხვედრაც კარგი იყო, თუნდაც 30 ადამიანთან შეხვედრა. ეს არ მაწუხებს, მზად ვარ ერთ მოქალაქესაც კი ვესაუბრო. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვასწოროთ პრობლემა, გადავლახოთ ბარიერი, რის გამოც ჯავახეთში მოსახლეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად არ მონაწილეობს. სამწუხაროდ, რამდენჯერაც მიცდია, წარმომადგენლებს ძალიან ხშირად ვკარგავდი და ისინი ამჯობინებდნენ, ოპოზიციასთან საქმე არ დაეჭირათ. იმედი მაქვს, ეს ჯგუფი კარგად მუშაობას შეძლებს. ჯავახეთში მრავალპარტიულ სისტემას ნელ-ნელა, რეალურად შემოვიტანთ.

- ოპოზიციური პარტიები, ძირითადად, ყოველთვის ამტკიცებენ, რომ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მაღალ პროცენტზე პრეტენზია არ აქვთ და ამიტომ სერიოზულ პოლიტიკურ საქმიანობას არ აწარმოებენ. თქვენ რა ვარაუდები გაქვთ?

იმედი მაქვს, რომ დღეს, სულ მცირე, მეორე ადგილზე შეგვიძლია პრეტენზია განვაცხადოთ. მმართველ პარტიას სხვა სისტემა აქვს და ადამიანები ყველგან ცდილობენ საკუთარ თავს პრობლემები არ შეუქმნან. რეგიონებში მმართველი პარტია 90% თუ არა, 70% მაინც აიღებს. რამდენი პროცენტის მიღებას შევძლებთ ჩვენ, არ ვიცი, 10-15%, მაგრამ მთავარია მეორე ადგილი დავიკავოთ, რადგან მეორე პოლიტიკური ძალა ჯავახეთში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი მიზანი.

- როგორ აპირებთ ამ მიზნის მიღწევას?

ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ქალაქში, არამედ სოფლებში მუშაობაც, რადგან, როგორც წესი, არჩევნების ბედი სწორედ იქ წყდება. იმედი მაქვს, ყველა სოფელში მოინახება 30-40 ადამიანი, რომელიც ხმას ჩვენ მოგვცემს.

არჩევნებამდე ახალქალაქის უბნების 70% უნდა მოვიცვათ, ყოველ სოფელში წარმომადგენლები უნდა გვყავდეს და ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა, რადგან მმართველი პარტიის გარდა არასდროს, არცერთ პარტიას ამხელა დაფარვა არ ჰქონია. არ დავმალავ, რომ ჩვენს წარმომადგენლებს, კარგი შედეგის ჩვენების შემთხვევაში, პრემიებს ვპირდებით. 1 მლნ ლარი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გადავწყვიტეთ დაგვეხარჯა პირველ დონეზე, სადაც არჩევნების ბედი წყდება. ვფიქრობ, ეს სათანადო შედეგებს მოიტანს.

- რას სთავაზობთ ამომრჩეველს?

ჩვენი მიზანია სოფლებში ცხოვრების დონის ამაღლება, რაც ნიშნავს გზების კეთილმოწყობას, წყალმომარაგების საკითხის მოგვარებას, სოფლებში ნორმალური კულტურული ცენტრების მოწყობას, რათა ინტერნეტი, გართობა, კინო – ახალგაზრდებისთვის ყველაფერი იყოს. სამუშაო ადგილების გამრავლების, შემოსავლის წყაროების შექმნას – სოფლის მეურნეობის სტიმულირებას სასოფლო-სამეურნეო ბანკის შექმნით, რომელიც სესხებს ძალიან დაბალი პროცენტით გასცემს. 500 ტრაქტორის ნაცვლად უნდა გვქონდეს 5,000 და ამისთვის მოსახლეობას ქუთაისში ტრაქტორების ქარხნის კვლავ ამუშავებას ვთავაზობთ.

ჩვენი წინადადებაა სასოფლო-სამეურნეო მიზნებით გამოყენებულ საწვავზე გადასახადის მოხსნა; სახელმწიფოსთვის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის განვითარებისთვის დახმარების შეთავაზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლეხი შრომის ნაყოფის დაკარგვისგან დაზღვეული იყოს.

მეორე – უნდა შეიქმნას და გაკონტროლდეს ქართული ბაზარი და გაკეთდეს ისე, რომ ბიზნესისთვის აქ მუშაობა საინტერესო გახდეს.

ჯანდაცვას რაც შეეხება, მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი ნაწილი უნდა იყოს დაზღვეული, პირველ რიგში, სოფლების მცხოვრებლები და ნაკლებად უზრუნველყოფილი მოქალაქეები.

განათლების სფეროში ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდებს სწავლა უფასოდ უნდა შეეძლოთ.

- რას სთავაზობთ კონკრეტულად ეროვნულ უმცირესობებს?

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ამ რეგიონებსაც ეხება, მაგრამ არის სპეციფიკური მომენტებიც. ხალხი კითხვებს ენის ცოდნაზე, ინფორმაციის მიღებაზე და მსგავს თემებზე სვამდა. ჩვენ ვაპირებთ აქაც და ქვემო ქართლშიც აქცენტი გავაკეთოთ პროგრამებზე, რომლის ფარგლებშიც ხალხი ქართული ენის სწავლას შეძლებს; ასევე ხელი შევუწყოთ ქართული არხების ქართულ და სომხურ ენებზე მაუწყებლობას და მესამე, განათლების სფეროს კუთხით გვინდა, რომ ადგილობრივმა ახალგაზრდობამ განათლება ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ.

- ახალქალაქში რკინიგზის სადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. ადგილობრივების გადამზადება კი არ ხდება. შეიძლება ისე განვითარდეს მოვლენები, რომ ადგილობრივებიდან ერთეულებმა იმუშაონ. რა გზას ხედავთ თქვენ?

საინტერესო ინფორმაციაა, სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ქართული რკინიგზის ხელმძღვანელობას, რომელიც მშენებლობაში მონაწილეობს, აუცილებლად გავესაუბრები. აუცილებლად დავსვამ საკითხს, რომ საჭიროა მოსამზადებელი კურსების, სასწავლებლის მოწყობა, მაგალითად, როგორც დღეს ტყიბულში მუშაობენ.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუცია ფართო კონსესუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს [R]
“ახალი მემარჯვენეების” შეხვედრები ახალქალაქში
სალომე ზურაბიშვილი: განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს[R]
ახალქალაქში არჩევნებზე ოთხი პარტია იბრძოლებს

როგორ შეიძლება მოგვარდეს განათლების პრობლემები ჯავახეთში
რა რისკებს შეიცავს შრომის კოდექსის კანონპროექტი