FM97.5 / LIVE

‘ტურისტები ფეხს იტეხენ’ - სინაგოგის მცველი გარე განათების პრობლემაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.03.2020
ახალციხეში, ქუჩაზე, სადაც უძველესი სინაგოგაა, გარე განათება არ არის. ებრაული საზოგადოების თავმჯდომარე, სიმონ ლევიშვილი ამბობს, რომ საღამოს ტურისტებს გადაადგილება უჭირთ. გარდა ამისა, იგი პერიმეტრის გასაკონტროლებლად ვიდეო თვალის დამონტაჟებას ითხოვს.

‘ტურისტები ფეხს იტეხენ’ - სინაგოგის მცველი გარე განათების პრობლემაზე

ახალციხეში რაბათის დასახლების ქუჩების ნაწილში გარე განათება არ არის. მათ შორისაა დავით გუგრამიშვილის ქუჩა, სადაც საქრთველოში უძველესი, პირველი სინაგოგა მდებარეობს და რომლის სანახავადაც ტურისტები ხშირად დადიან.

გურამიშვილის მცხოვრებლები ამბობენ, რომ განათების მოწყობას ადგილობრივ თვითმმართველობას უკვე დიდი ხანია სთხოვენ.

ყველაზე მეტად კი ეს პრობლემა სინაგოგის ერთადერთ მცველს, სიმონ ლევიშვილს აწუხებს. იგი შენობას წლებია უვლის: „უბანში განათება არ არსებობს. არადა ყველაზე მეტი ტურისტი ახალციხეს ისრაელიდან ჰყავს და ისინი რომ მოდიან და სინაგოგიდან საღამოს გადიან, ფეხს იმტვრევენ. უმეტესობა მოხუცი ხალხია, 70-75 წლის, ამიტომ უჭირთ სიბნელეში გადაადგილება“, - ამბობს ლევიშვილი.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით, ახალციხის მერიას მიმართა და გარე განათებასთან ერთად ვიდეო კამერის დამონტაჟებაც მოითხოვა, რადგან ფიქრობს, რომ ისტორიული შენობის პერიმეტრი უნდა კონტროლდებოდეს: „სინაგოგის გვერდზე მოედანი გააკეთეს, ღობე ამაღლებული არა რის, ბურთი სულ უვარდებათ აქეთ, მერე ბავშვები ადიან სინაგოგის სახურავზე და დაიმტვრა მასალა. ადრე იყო გაქურდვის შემთხვევებიც, ამიტომ დაცულად რომ ვგრძნობდეთ თავს, არის ბოძი, რომლეზეც შეიძლება ვიდეო კამერის დაყენება და პერიმეტრის გაკონტროლება. მივედი პირადად და ვთხოვე ამისი გაკეთება, მაგრამ ვერ გაგიკეთებთო მითხრეს“.

ლევიშვილი ამბობს, რომ საფრთხის არსებობის გამო, სინაგოგის დარაჯი აიყვანა, რომელსაც ანაზღაურებას ტურისტებისგან სინაგოგისთვის შეწირული თანხით უხდის, რადგან დაფინანსების წყარო არსაიდან აქვს.

„მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე, ნოემბრამდე შემოდიან ტურისტები და ამით ვარსებობთ. შემოსავალი საერთოდ არ გვაქვს, ყულაბებში თუ ყრიან რამეს ესაა. მარტო ერთი თხოვნა მაქვს, განათება იყოს და ვიდეოთვალი“.

ახალციხის მუნციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ რაბათის უბანში გარე განათების სამუშაოები დაიწყება. გურამიშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებისთვის ერთი ტენდერია გამოცხადებული.

მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, ინდივიდუალურმა მეწარმემ, ზებურ აბულაძემ მიიღო. თუმცა ამ დროისათვის ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გურამიშვილის ქუჩაზე 99 ცალი ანძა დამონტაჯდება, გოგებაშვილზე კი 75. სამუშაოების ღირებულება 182 356 ლარია.

რაც შეეხება იმას, დამონტაჟდება თუ არა ვიდეო კამერა პერიმეტრის გასაკონტროლებლად, ამის შესახებ ახალციხის მერიაში პასუხი არ აქვთ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სინაგოგის ერთადერთი მლოცველი  [Video]
ახალციხის გარეუბნებში გარე განათება მონტაჟდება
ზარზმელის ქუჩაზე გარე განათება დამონტაჟდა
სინაგოგის ერთადერთი მლოცველი ახალციხეს ტოვებს
ჩაბნელებული და 'უმისამართო' ტურისტული ქუჩა
სინაგოგის იუბილეზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
ვალესა და ახალციხის 6 სოფელში გარეგანათება დამონტაჟდება