FM97.5 / LIVE

რა მდგომარეობაა კორონავირუსზე ორი მარტისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.03.2020
ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე შესამოწმებლად დღეს, ორ მარტს, 14 ახალი სინჯი გადაიგზავნა, პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ საქართველოში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ სამია. ჩინეთში კი, თვენახევრის განმავლობაში, ყველაზე ნაკლები შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.

რა მდგომარეობაა კორონავირუსზე ორი მარტისთვის

ორი მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 171 შესაძლო შემთხვევას კლინიკურად და ლაბორატორიულად იკვლევენ, მათგან სამი დადასტურდა.

„სამივე მათგანი მოთავსებულია ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფოლიებაში და იქ მიმდინარეობს მათზე მონიტორინგი და მკურნალობა. „მიმდინარეობს მსუბუქი კლინიკიური სურათით“, - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, 97 ადამიანია კარანტინულ იზოლაციაში, ინფექციური პროფილის მქონე დაწესებულებებში კი 40 ადამიანი წევს.

დღეს დილით, ლუგარში შემოვიდა 14 ნიმუში გამოსაკვლევად. აქედან ორი ქუთაისიდან, ერთი გორიდან და დანარჩენი ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, რომელთა პასუხებიც იქნება დღის მეორე ნახევარში.

გარდა ამისა, დღეს დილით, ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად 14 ნიმუში შევიდა: „აქედან ორი ქუთაისიდან, ერთი გორიდან და დანარჩენი ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, რომელთა პასუხებიც იქნება დღის მეორე ნახევარში“.

გამყრელიძის განცხადებით, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, ჩინეთში დღეს, ორ მარტს ყველაზე ცოტა 202 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ჩინეთში 80 000 შემთხვევა ფიქსირდება. 44 000 გამოჯანმრთელებულია, 2 900 კი გარდაცვლილი.

თუმცა გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ვირუსი გავრცელდა. ინფექციამ მოიცვა ყველა კონტინენტის 65 ქვეყანა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე თავი აარიდონ მოგზაურობას.

„განსაკუთრებით იქ მოგზაურობას, რომელიც მაღალ დასნეულებული ქვეყნებია. სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ირანი და იტალია. ასევე ევროპის რიგ ქვეყნებში, სადაც სერიოზულად მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ. 100-ს გადააჭარბა უკვე საფრანგეთშიც და გერმანიაშიც. ამიტომ ეს არ არის აკრძალვა და არც გვაქვს ამისი უფლება, მაგრამ სასურველია შეიზღუდოს საერთაშორისო მოგზაურობები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში საქართველოს 5 მოქალაქე შეიყვანეს
'ოჯახური შემთხვევებია' - ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პაციენტზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
ამირან გამყრელიძე: საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია
კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს - გამყრელიძე