FM97.5 / LIVE

რამდენად უსაფრთხო გარემოა სკოლებში - აუდიტის ანგარიში

მთავარისიახლე, განათლება 02.03.2020
სამცხე-ჯავახეთის 151 სკოლაში არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვიდეოკამერები - სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2016-2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

რამდენად უსაფრთხო გარემოა სკოლებში - აუდიტის ანგარიში

არის თუ არა სკოლებში მოსწავლეებისთვის უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემო და რამდენად ეფექტიანია სამინისტროს მიერ ცნობიერების ამაღლების კუთხით გატარებული ღონისძიებები - ამ საკითხებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა. იგი 2016-2018 წლებს მოიცავს.

დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სკოლების 50%-ში არ არის წარმოდგენილი მანდატური ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, ამავე სკოლებში არც ვიდეოკამერებია.

ასეთი სკოლების რაოდენობა სამცხე-ჯავახეთში 151-ია, თუმცა სკოლებმა ვიდეოკამერებით აღჭურვის ვალდებულება 2019 წლიდან აიღეს.

„შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის ყველა დერეფნის, შესასვლელისა და კიბის უჯრედის ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის გარე პერიმეტრის (მათ შორის, სპორტული მოედანი, ბაღი, სკვერი და სხვ.) სრულად ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.

სკოლა ვალდებულია იზრუნოს სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე და მანდატურის ან მანდატურის სამსახურის მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს ყველა იმ ხარვეზის გამოსწორება და პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მანდატურის მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემით სარგებლობისას”, - წერია აუდიტის ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პრობლემას წარმოადგენს რეგიონებში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების არსებობაც. ასეთი ცენტრი ახალციხეში 2019 წლიდან დაემატა. „რეგიონების მიხედვით ფიქსირდება შემთხვევები, სადაც სკოლების მიერ გადამისამართებულია მოსწავლე ფსიქოლოგიური მომსახურების მისაღებად, თუმცა მოცემულ რეგიონში არ ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი, რაც აფერხებს აღნიშნულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას“.

მათივე ინფორმაციით, ბავშვებს მეშვიდე კლასამდე არ მიეწოდებათ ინფორმაცია ბულინგის შესახებ. ხოლო მასწავლებელთა ტრენინგი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე, რომელიც ნებაყოფლობითია და მასწავლებლებს არ აქვთ მისი გავლის ვალდებულება, პედაგოგთა მხოლოდ 13%-მა გაიარა.

აუდიტის სამსახური განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, რათა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, დაინერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც მოხდება დამონტაჟებული ვიდეოკამერების გამართულად ფუნქციონირების პერიოდული მონიტორინგი, შეფასდება მათი საჭირო რაოდენობა და შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლის შესაძლებლობა.

ფსიქოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით: თითოეული რეგიონის მიხედვით სკოლებისათვის განისაზღვროს უახლოესი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი, სადაც მოსწავლე ოპტიმალურად მოკლე მანძილზე შეძლებს მიიღოს საჭირო მომსახურება; ფსიქოლოგთა რესურსის პროდუქტიულად გამოყენების მიზნით, მათი ცენტრებში განაწილებისას გათვალისწინებულ იქნეს მოსწავლეთა მიმართვიანობის მაჩვენებელი. ასევე ფსიქოლოგიური მომსახურებიდან მიღწეული შედეგის შეფასების მიზნით, უზრუნველყოფილ იქნეს ცენტრის მიერ ჩატარებული კონსულტაციების შესახებ ინფორმაციის სრულად ასახვა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარების შესწავლას იწყებს

06.04.2020 სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები მომხმარებლებისთვის ღიაა

06.04.2020 ‘მიწა უნდა დავამუშავო და სახლიდან ვერ გავდივარ, 73 წლის ვარ’ - ახალციხელი ფერმერი

06.04.2020 ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ამოქმედდა
სკოლებში მანდატურის სამსახური გაძლიერდება
განათლების რეფორმის ფარგლებში,'უსაფრთხო სკოლის' პროექტი დაინერგება
სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვებიან
სკოლებში  ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება
განათლების სამინისტროს აუდიტის რეაგირება წითელ ყელსახვევებზე
საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი