FM97.5 / LIVE

'ვიჯდები სახლში, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან'- ლევან ლიპარტია

მთავარისიახლე, სამართალი 01.03.2020
ბორჯომის მერს, ლევან ლიპარტიას და მისი მეგობარს, გიორგი ულუმბელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი მათ გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსმართლემ არ გაითვალისწინა.

'ვიჯდები სახლში, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან'- ლევან ლიპარტია
ფოტო: ინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, პირველ მარტს გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც სხდომაზე ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, არ არსებობს მტკიცებულება ნიკოლოზ მეტრეველის ჩვენების გარდა, რომ ლევან ლიპარტიამ თანხა აიღო. მისთვის ასევე, გაუგებარია, რატომ მოხდა ბრალის წაყენება ამდენი თვის შემდეგ.

"ლევან ლიპარტიას ვედავებითო, 2019 წლის 9 აგვისტოს რომ ქრთამი აიღო. კი მაგრამ სად იყავით აქამდე?"- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იცნობს ვიდეო მტკიცებულებასაც და როგორც გაგი მოსიაშვილი ამბობს, იქ არ ჩანს რა გადასცეს ლიპარტიას.

ლევან ლიპარტიამ სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"ორსული მეუღლე მყავს. მზად ვარ ყველანაირი შეზღუდვისთვის. ვიჯდები სახლში, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, ბორჯომში არ ჩავალ. ისე ვიცხოვრე 39 წელი არაფერი დამიშავებია,"- განაცხადა ბორჯომის მერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოდულის შენობაში მას ერთ-ერთმა " ხელმძღვანელმა" ადამიანმა უთხრა, "შენი დაკავება ნაღდად არ მინდოდა ის გარეთ არ უნდა იყოს და შენ აქო".

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი გოგიჩაიშვილსაც. ლიპარტიას მსგავსად ისიც მზადაა, რომ გამოძიებასთან ითანამშობლოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილი 28 თებერვალს დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.

ამ დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის - მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილისთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვინ შეასრულებს ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობებს
სუს–ში ადასტურებენ ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას – ბრიფინგი უწყებაში [ვიდეო]
ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
‘თანამდებობა არაა ინდულგენცია’- ცქიტიშვილი ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებაზე
სასამართლომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეუფარდა
ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს
ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს