FM97.5 / LIVE

სასამართლომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეუფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 01.03.2020
ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. პროკურორის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილია აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს თუ რაში ითხოვს ბრალდებული თანხას. გიორგი გოგიჩაიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

სასამართლომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეუფარდა
ფოტო:ინტერპრესნიუსი

ინფრომაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც სხდომაზე საქმის პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა განაცხადა, საქმეში არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ ბრალდებულმა აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა. მისივე თქმით, საქმეში წარმოდგენილია აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს თუ რაში ითხოვს ბრალდებული თანხას. ასევე საქმეში არსებობს პირდაპირი მოწმის ჩვენებაც. პროკურორი აცხადებს, რომ გასათვალისწინებელია, როგორც მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების რისკი.

როგორც დაცვის მხარემ განაცხადა, გიორგი გოგიჩაიშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს, ამიტომ სასამართლომ ის აღკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დატოვოს, თუმცა, თუ სასამართლო მაინც მიიჩნევს, რომ აღკვეთი ღონისძიება უნდა იყოს გამოყენებული, დაცვის მხარე გირაოს სახით 20 000 ლარის გადახდას მიიჩნევს მიზანშეწონილად.

სასამართლოზე სიტყვა წამოსთქვა ბრალდებულმაც, რომელმაც პატიმრობის ალერნატივად ელექტრონული სამაჯურის ტარება ითხოვა.

"არსებობს სამაჯურიც და შეგვიძლია, თბილისიდან გაუსვლელობაც კი გამოვიყენოთ. რაც შეეხება იმას მე მოვახდენ ვინმეზე ზეწოლას მე მარტო ვმოქმედებდი ყველაფერი გამოძიებულია და როგორ შეიძლება მოვახდინო ზეწოლა. ეს ყველაფერი ხდება ბორჯომში მე თბილისში ვცხოვრობ მეუღლესთან და 6 შვილთან ერთად", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ნიკოლოზ მეტრეველისგან თანხას ხშირად სესხულობდა და მისგან დაკავებისას სწორედ ნასესხები თანხა ამოიღეს.

საქმის მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია ქრთამის აღების ფაქტზე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილი დააკავეს.


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ვიჯდები სახლში, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან'- ლევან ლიპარტია
ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ვინ შეასრულებს ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობებს
სუს–ში ადასტურებენ ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას – ბრიფინგი უწყებაში [ვიდეო]
‘თანამდებობა არაა ინდულგენცია’- ცქიტიშვილი ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებაზე
9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს