FM97.5 / LIVE

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კორონავირუსზე დაკვირვებისთვის 15 ადამიანი შეიყვანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 27.02.2020
დღეს, 27 თებერვალს, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ის 15 ადამიანი შეიყვანეს, რომლებსაც პირველადი დაკვირვების შედეგად ვირუსი არ დაუდგინდათ, თუმცა რისკის ქვეშ იმყოფებიან.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კორონავირუსზე დაკვირვებისთვის 15 ადამიანი შეიყვანეს

დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტები აბასთუმანში ვირუსის საინკუპაციო პერიოდის განმავლობში, 14 დღით დარჩებიან. ისინი ცალკ-ცალკე პალატებში გაანაწილეს. მათ შორის არიან ოჯახის წევრებიც: ცოლ-ქმარი და დედა-შვილი, რომლებიც ერთ პალატაში არიან განთავსებული.

„მათ არანაირი ტიპის ვირუსი არ აქვთ, ისინი გამოკვლეულები არიან და პირველი გამოკვლევების შედეგად, არანაირი ვირუსი არ არის დადასტურებული. უბრალოდ, გასავლელია საინკუპაციო პერიოდი, რომელიც მოიცავს 14 დღეს. ამ დღეების განმავლობაში უნდა მოხდეს მათზე დაკვირვება“, - ამბობს აბასთუმნის ფილტვის ცენტრის კლინიკური მენეჯერი კახა ბერიძე.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირს გამოუვლინდა კორონა ვირუსის მახასიათებელი სიმპტომები, შემდგომი კვლევისთვის პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიგზავნება. ვისაც ორი კვირის განმავლობაში სიმპტომი არ აღმოაჩნდება, სახლში გაწერენ.

ამ დროისათვის, ფილტვის ცენტრში საინკუპაციო პერიოდს ერთი ირანის, ერთი აზერბაიჯანისა და 13 საქართველოს მოქალაქე გადის.

„ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 50 ადამიანი, მაგრამ ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია დაემატება თუ არა“, - ამბობს კახა ბერიძე.

ფილტვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 26 თებერვალს გამოვლინდა, ამავე დღეს აბასთუმნის ფილტვის ცენტრი საკარანტინოდ მოამზადეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘პაციენტები თავს კარგად გრძნობენ’ – აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ექიმი
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კიდევ 3 მოქალაქე შეიყვანეს
აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდან კარანტინში მყოფი პაციენტების გაწერა დაიწყო
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში საქართველოს 5 მოქალაქე შეიყვანეს
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ირანიდან ჩამოსული 5 სტუდენტი შეიყვანეს
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 26 წლის კაცი შეიყვანეს
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში საკარანტინო მზადყოფნაა