FM97.5 / LIVE

გორელოვკაში ახლად გაკეთებული გარეგანათება დაზიანდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.02.2020
ნინოწმინიდს მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში, გარეგანათების დამონტაჟებისთვის 16 075 ლარი დაიხარჯა, ადგილობრივები ამბობენ, რომ სისტემამ გამართულად მხოლოდ 10 დღე იმუშავა, შემდეგ კი მწყობრიდან გამოვიდა.

გორელოვკაში ახლად გაკეთებული გარეგანათება დაზიანდა

„შემოდგომით, ნოემბერში გაგვიკეთეს განათება, ჩართვის შემდეგ ხუთი დღე იმუშავა და გამოირთო, 10 დღე გაფუჭებული იყო, ისევ გააკეთეს კიდევ ხუთი დღე იმუშავა და მას მერე აღარ ჩართულა“,– ამბობს გორელოვკელი მნაცაკან ბაბაჯანიანი.

სოფელ გორელოვკაში გარეგანათება ტენდერში გამარჯვებულმა ინდ. მეწარმე „ზებურ აბულაძემ“ გააკეთა.

ზებურ აბულაძე სისტემის დაზიანებაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივებს აკისრებს. ამბობს, რომ მან სამუშაოები ხარისხიანად შეასრულა.

„ვიყავით სოფელში აღმოჩნდა, რომ კაბელები იყო გადახურებული. ვიღაცამ დააერთა სავარაუდოდ. ჩემს მიერ დაყენებული სანათები 16,5 ამპერს მოიხმარს, ეს კი კაბელებს არ დაადნობდა. სანამ მივედით უკვე ჩახსნილი იყო. ყველაფერი დასურათებული მაქვს, მერიის წარმომადგენელი დავარწმუნე, რომ მე ყველაფერი ნორმაში მაქვს. ვიღაც ელექტროენერგიას იპარავს და მე ამას აქედან ამას ვერ გავაკონტროლებ“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში ზებურ აბულაძემ.

გორელოვკის გარეგანათების სისტემის შესამოწმებლად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები დღეს, 26 თებერვალს იმყოფებოდნენ.

„ჯერ არ მიმიღია ჩემი თანამშრომლებისგან წერილობითი განმარტება, ხვალ განიხილავენ თანამშრომლები და ამის შემდეგ მეცოდინება“, – განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.

ზებურ აბულაძემ გორელოვკის გარდა გარე განათება მუნიციპალიტეტის 10 სოფელში გააკეთა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 83 300 ლარი დაიხარჯა.

[რიმა სარუხანიან, ნინოწმინდა]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

04.04.2020 ახალციხის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენის ოთხ სოფელში გარეგანათება დამონტაჟდება
ვალესა და ახალციხის 6 სოფელში გარეგანათება დამონტაჟდება
‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა
დაბა ადიგენსა და 4 სოფელში გარეგანათება დამონტაჟდება
კეცხოველის ქუჩაზე პანდუსი, რომლის შუაშიც გარეგანათების ბოძი იყო, მოანგრიეს
‘დაგვიბრუნეთ წყალი და  საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში
გორელოვკაში, აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ