სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

N1ადიგენის საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთს "ოცნების" და "ნაციონალების" წევრები გაყვებიან

მთავარიპოლიტიკა 27.10.2013
##38 ადიგენის საარჩევნო ოლქის N1ადიგენის საარჩევნო უბანი ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა და 6 წუთის შემდეგ პირველი ამომრჩეველიც გამოჩნდა.

N1ადიგენის საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთს "ოცნების" და "ნაციონალების" წევრები გაყვებიან
კენჭისყრის დაწყებამდე უბანზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა ჩატარდა. უბნის გახსნისთანავე თავმჯდომარემ გოდერძი კუბლაშვილმა კომისიის წევრებს მიმართა და სთხოვა, რომ კენჭისყრის პროცედურები ნორმალურად ჩაატარონ და ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.

„გაიხსნა უბანი, ყველა წესის დაცვით. პირველმა ამომრჩეველმა 08:06 სთ-ზე გაიარა რეგისტრაცია, შეივსო საკონტროლო ფურცელი, მოთავსდა ყუთებში და დაიწყო კენჭისყრის პროცედურა“, - განაცხადა გოდერძი კუბლაშვილმა.

წილისყრით გამოვლინდა გადასატან ყუთის წამღები კომისიის 2 წევრიც, ერთ-ერთი მათგანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მეორე კი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.

„რაც შეეხება საჩივრების დამკვირვებელს, ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო საარჩევნო სუბიექტების ორი წარმომადგენელი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან აღმოჩნდა მხოლოდ ერთი სუბიექტის "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელი, შესაბამისად საჩივრების მხოლოდ ერთი დამკვირვებელი გვყავს“, - განმარტავს გოდერძი კუბლაშვილი.

ადიგენის N1 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი გულნარა მირიანაშვილი იყო, რომელიც დაბა ადიგენის მკვიდრია.

„ვფიქრობ, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის, არ იქნება დარღვევები და ხალხის რჩეული გაიმარჯვებს“, - ამბობს გულნარა მირიანაშვილი.

ადიგენის N1 საარჩევნო უბანზე ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 826, სპეც სიაში - 7, გადასატან საარჩევნო ყუთის სიაში კი 13. რაც შეეხება მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რადონობას, 750-ია.

დამკვირვებლები მხოლოდ ორი საარჩევნო სუბიექტიდან არიან წარმოდგენილი. კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“.

უბანზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებიც.

09:00 საათზე უბნიდან უკვე გავიდა გადასატანი ყუთი.

[sknews.ge]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

17.07.2018 ახალციხეში დაზიანებული ატრაქციონების შეკეთება დაიწყეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

N35 აწყურის უბანზე 2 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
"ოცნების" 4 წევრი N1ადიგენის საარჩევნო უბანზე
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
მე–12 აგარის უბანზე 1 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
# 37 ახალციხის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]
#32 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი ნახევარი საათით ადრე მივიდა
ახალციხეში საარჩევნო უბნები გაიხსნა