FM97.5 / LIVE

ზიკილიაში სტალინის მონუმენტი დადგეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.02.2020
ახალციხეში, სოფელ ზიკილიაში სტალინის გამოსახულებიანი რკინის კონსტრუქცია აღმართეს, ადგილობრივები ამბობენ, რომ მონუმენტი სამი წლის წინ დაზიანდა და ახლა შეაკეთეს. იურისტების განმარტებით, მომხდარით სუს–ი უნდა დაინტერესდეს.

ზიკილიაში სტალინის მონუმენტი დადგეს

ზიკილიაში სტალინის მონუმენტი სოფლის ცენტრში, შემაღლებულ ადგილზე დგას და ცენტრალური გზიდანაც ჩანს.

რკინის კონსტრუქცია სოფელში პირველად სტალინის 100 წლისთავთან დაკავშირებით გააკეთეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის დაახლოებით სამი წლის წინ ქარმა ჩამოაგდო, აღდგენა კი აქამდე ვერ შეძლეს.

„დაახლოებით ერთი თვის წინ გავაკეთეთ, ფული შევაგროვეთ სოფელმა. ვისაც არ მოსწონს ნუ შეხედავს. არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩამოხსნან. ეგ ერთი კაცი გვყავდა მსოფლიოში, ახლა რომელია ასეთი კარგი მითხარით“,-ამბობენ ადგილობრივები.

სოფელში მერის წარმომადგენლი გრიგოლ ღამბაშიძე ამბობს, რომ მონუმენტის აღდგენა მოსახლეობის სურვილი იყო და მათ წინააღმდეგ ვერ წავიდოდა.

„შემოდგომით აღადგინეს, კომუნისტების დროიდან დგას. ნებართვაც აქვთ აღებული მაშინდელი აღმასკომის თავმჯდომარისგან. ტერიტორია მემორიალადაა დაკანონებული“,-გვითხრა ღამბაშიძემ.

2011 წელს მიღებული კანონი „თავისუფლების ქარტია“ საჯარო სივრცეში კრძალავს საბჭოთა ტოტალიტარულ და ფაშისტურ სიმბოლიკას, საკულტო ნაგებობებს, ძეგლებს, მონუმენტებს, ბარელიეფებს, წარწერებს, ასევე, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა შეისწავლოს.

„კანონი გულისხმობს რომ საბჭოთა სიმბოლიკის მატარებელი ნებისმიერ რამ უნდა იქნეს აღებული. სუს–მა უნდა მოახდინოს რეაგირება. საქართველოში ხშირად მსჯელობენ სტალინის ძეგლთან დაკავშირებით, ამიტომ საბჭომ უნდა განსაზღვროს ეს გამოსახულება არის თუ არა საბჭოთა სიმბოლიკის მატარებელი. აღნიშნულ საკითხზე რეაგირება მუნიციპალიტეტის მხრიდანაც უნდა მოჰყვეს“,- ამბობს ბებიაშვილი.

„სამხრეთის კარიბჭე“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებისგან კომენტარს ჯერ კიდევ ველოდებით.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘კომენტარს არ ვაკეთებთ’-ახალციხის მერია ზიკილიაში სტალინის მონუმენტის აღმართვაზე
სუს–მა სამცხე–ჯავახეთში საბჭოთა სიმბოლიკების შესწავლა დაიწყო
სტალინის ძეგლები და მონუმენტები  - აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკა სამცხე–ჯავახეთში
მუნიციპალიტეტების ნაწილმა, სუს–ის დავალებით, საბჭოთა სიმბოლიკების მოკვლევა დაასრულა
ბაკურიანში საბაგიროზე ჟეტონის ნაცვლად საბჭოთა პერიოდის რუბლს იყენებენ
'სჯობდა ტატუნაშვილის სახელი რქმეოდა' – ვალეში ცენტრალური ქუჩა სტალინის სახელობისაა [Video]
სუს–ის კომისიამ საბჭოთა სიმბოლიკის აღმოფხვრის მოთხოვნით მეწარმეს მიმართა