FM97.5 / LIVE

ახალციხეში საქართველოს გასაბჭოების დღე გაიხსენეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.02.2020
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ქრონოლოგია და მებრძოლი იუნკერები გაიხსენეს. ასევე ისაუბრეს გასაბჭოების შემდგომ მოვლენებზე.

ახალციხეში საქართველოს გასაბჭოების დღე გაიხსენეს

„წინა თაობებს ასწავლიდნენ რომ ყველა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა დამნაშავე იყო და მოღალატედ ითვლებოდა. მთელი 70 წელი ამ მოდელირებულ რეალობაში ცხოვრობდა ქვეყანა. ისტორიაში ხშირად ბუმერანგივით ბრუნდება ყველაფერი. ჩვენს თაობას კი, განსაკუთრებით იმიტომ უნდა ახსოვდეს ეს მოვლენები, რომ აღარასდროს და აღარანაირი ფორმით არ დავბრუნდეთ უკან, ვერავინ შეძლოს ჩვენი მოტყუება“ - ამბობს მოსწავლე ლანა ტაბატაძე.

25 თებერვალი რომ საქართელოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მტკივნეული თარღია, მერის პირველმა მოადგილემ, გურამ მელიქიძემაც აღნიშნა.

„ეს ყველაფერი [საბჭოთა კავშირი] ჩვენდა საბედნიეროდ დასრულდა. ახალგაზრდები, რომლებიც დამოიკიდებელ ქვეყანაში დაიბადნენ, უფრო დიდ დასაბამს მისცემენ ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას“ - აღნიშნა მელიქიძემ.

ღონისძიება მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

რუსეთის წითელი არმია საქართველოში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

მე-11 არმიის იუნკერებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მტრის მოგერიების შემდეგ, წითელი არმიის განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. 23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შევიდა.

ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალაქი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

ახალციხეში საქართველოს გასაბჭოების დღე გაიხსენეს

[რობი ზარიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

25 თებერვალი საქართველოს ოკუპუციის დღეა
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ახალციხეში დროშები დაუშვეს
ახალციხეში სახელმწიფო დროშები დაშვებულია
საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთში დროშები დაეშვა
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სამცხე–ჯავახეთში დროშები დაუშვეს
სამცხე-ჯავახეთში დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე დაეშვა