FM97.5 / LIVE

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.02.2020
კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად და თავის დასაცავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს ავრცელებს და საზოგადოებას მათი შესრულებისკენ მოუწოდებს.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები


რა არის კორონავირუსი?

ახალი კორონავირუსი არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის ადამიანთა შორის გავრცელება, პირველად 2019 წელს, ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.

ვირუსი ვრცელდება წვეთოვანი გზით: ხველით, ცემინებით. თვალზე, ცხვირსა და პირზე დაუბანელი ხელის შეხებით. დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით – შეხება, ხელის ჩამორთმევა. იშვიათ შემთხვევაში ფეკალიებთან კონტაქტით.

ახალი კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ რესპირაციული დაავადებების სიმპტომები, როგორიცაა: ცხელება, ხველა, სუნთვის გაძნელება, მძიმე დაავადება.

ინფექციის ძირითადი პროფილაქტიკური ღონისძიებები:

ხშირად დაიბანეთ ხელები

ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.
რატომ?

ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.

სასუნთქი სისტემის ჰიგიენა

ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ და დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.

რატომ?

ხველისა და ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარებით თქვენ ხელს უშლით ვირუსებისა და მიკრობების გავრცელებას.

ხველისა და ცემინებისას ხელის აფარების შემთხვევაში, თქვენი ხელის ზედაპირებზე არსებულ მიკრობებსა და ვირუსებს ავრცელებთ ირგვლივ მყოფ საგნებზე და ადამიანებზე, ამ ქმედებით კი ხელს უწყობთ ინფექციის გავრცელებას.

შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია

შეინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.

რატომ?

რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, თუ თქვენ ამ დროს იმყოფებით ძალიან ახლო მანძილზე, შესაძლებელია ჩაისუნთქოთ ვირუსი.
არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს.

რატომ?

ხელებით თქვენ ეხებით ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული.

თუ დაბინძურებლი ხელებით შეეხებით თვალს, ცხვირსა და პირს, შესაძლებელია ვირუსი საგნების ზედაპირიდან საკუთარ თავზე გადაიტანოთ.
თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება დროულად მიმართეთ ექიმს.

აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას თუ იმოგზაურეთ იმ ქვეყანაში სადაც გავრცელებულია ახალი კორონავირუსი COVID-19, ან კონტაქტში იმყოფებოდით იმ პირთან, რომელმაც უახლოს ხანში იმოგზაურა ჩინეთში და რესპირაციული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა.

რატომ?

როდესაც თქვენ გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შესაძლებელია გამოწვეული იყოს რესპირაციული ინფექციით ან სხვა სერიოზული დაავადებით. ცხელება შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით, თქვენი პირადი მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე შესაძლებელია ცხელების მიზეზი ახალი კორონავირუსი იყოს.
თუ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში.

თუ თქვენ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში, ზედმიწევით დაიცავით ხველის ეტიკეტი და ხელის ჰიგიენა, დარჩით სახლში სრულ გამოჯანმრთელებამდე.

დაიცავით ზოგადი ჰიგიენური წესები თუ თქვენ მოგიწიათ ვიზიტი ცხოველების და/ან ზღვის პროდუქტების ბაზარში

ცხოველებთან და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან შეხების შემდეგ რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.
არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირს ან პირს;

თავიდან აიცილეთ ავადმყოფ ცხოველებთან ან გაფუჭებულ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან კონტაქტი.

მოერიდეთ ბაზარში ცხოველებთან კონტაქტს (მაგ, მაწანწალა კატები და ძაღლები, მღრღნელები, ფრინველები, ღამურები).

მოერიდეთ მაღაზიებსა და ბაზრებში პოტენციურად დაბინძურებული ცხოველების ნარჩენებთან კონტაქტს. არ გამოიყენოთ უმი და თერმულად ცუდად დამუშავებული ცხოველური პროდუქტები საჭმელად.

განსაკუთრებულად ფრთხილად მოიქეცით მაშინ, როდესაც გიწევთ უმ ხორცთან ან რძესთან კონტაქტი, რადგან თავიდან აიცილოთ უმი პროდუქტებიდან ჯვარედინი დაბინძურება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე იმ ქვეყნებს ასახელებს, სადაც მოგზაურობისგან მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს.

"თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი ავარიდოთ მოგზაურობას: ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეაში, ასევე მაღალ დასენიანებულ ადგილებში. სამწუხაროდ, აქ შევიდა ასევე ძალიან ატრაქტიული ქვეყანა იტალია და მისი ჩრდილოეთი ნაწილი განსაკუთრებით. ხაზს ვუსვამ, რომ აკრძალული ეს არ არის, მაგრამ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი შევიკავოთ", — განაცხადა გამყრელიძემ.

[sknews.ge]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შენობებსა და მღვიმეებში გაიკეთეთ პირბადე – დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის რეკომენდაციები
რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს და როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?
როგორ მოვიქცეთ შესაძლო დაინფიცირებულის ჩაწერისას – რეკომენდაციები ჟურნალისტებს
COVID 19 - სიმპტომები და გავრცელება - რა უნდა ვიცოდეთ ახალ კორონავირუსზე
რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს –  რეკომენდაციები
როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან – 5 მარტივი წესი
როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?