FM97.5 / LIVE

ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.02.2020
ესმერალდა და ალან გობოზოვები ბაკურიანში ცხოვრობენ. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და–ძმა ხუთ მარტს მსოფილოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. მომზადება თურქეთში გაიარეს, რადგან საქართველოში ტრამპლინიდან ხტომისთვის ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია.

ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

ესმერალდა 16 წლისაა, ალანი კი 15–ის. მოთხილამურეების ოჯახში დაბადებულებს, ამ სპორტის სიყვარული ოჯახის წევრებმა ბავშობიდან ჩაუნერგეს.

„მოხტუნავეების ოჯახიდან ვართ, ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტრადიცია აქვს ამ სახეობაში. მეც სულ მინდოდა მოხტუნავე ვყოფილიყავი, ამიტომ ავირჩიე ეს სახეობა“, – გვითხრა ესმერალდა გობოზოვმ.

თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში, ორივე სპორტსმენი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.

„40–მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს ჩემპიონი პირველად 13 წლის ასაკში გავხდი. შემდეგ ქალქ სოჭის პირველობაზე მესამე ადგილი მოვიპოვე. კონტინენტალური თასის გათამაშებაზე კი ორჯერ მოვხვდი 30 საუკეთესო მოხტუნავე გოგონათა შორის. მოგებული მაქვს ალმაატის პირველობაც“, – გვიყვება ესმერალდა.

ესმერალდა და ალანი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველად იასპარაზებენ. თხილამურებით ხტომაში შეჯიბრება გერმანიის ქალაქ ობერვიზენტალში 28 თებერვალს დაიწყება და 7 მარტს დასრულდება.

და–ძმა ჩემპიონატში მონაწილეობას ხუთ მარტს მიიღებს. ისინი 100 მეტრიანი ტრამპლინიდან გადმოხტებიან. ჩემპიონატში სხვადასხვა ქვეყნის 100–მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

„ოთხი წელია რაც სერიოზულად ვვარჯიშობ, ასეთი სერიოზული შეჯიბრება პირველია ჩემთვის“, – ამბობს ალან გობოზოევი.

ალანიც, დის მსგავსად საქართველოს ჩემპიონი, 13 წლის ასაკში გახდა.

ჩემპონატამდე ესმერალდა და ალანი სავარჯიშოდ თურქეთში იმყოფებოდნენ, რადგან საქართველოში მოსამზადებლად პირობები არ აქვთ.

„ბაკურიანში მხოლოდ 40 მეტირანი ტრანპლინი ფუნქციონირებს. თურქეთში კი სადაც 100 მეტრიანზე ვარჯიშობენ, რეალურად ბაკურიანში ამის შესაძლებლობა არ აქვთ”,–ამბობს თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომის და ორჭიდის პრეზიდენტი, ნიკოლოზ შატბერაშვილი.

„ბაკურიანში არის ძველი ტრამპლინები, რომლებიც ავარიულია და ვერ გამოიყენებ. ამიტომ აქ ფიზიკურად ვვარჯიშობთ, სახტუნაოდ კი სხვა ქვეყნებში დავდივართ“, – ამბობს ესმერლადა.

ტრამპლინიდან მოხტუნავე და–ძმას გეგმებიც და ოცნებებიც ერთნაირი აქვს. მათი სურვილია ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. ამისთვის კი საჭიროა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე 30 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდნენ.

ტრამპლინიდან ხტომის ისტორია 1934 წლიდან იწყება, როცა ბაკურიანში დამთავრდა პირველი 40-მეტრიანი ტრამპლინის მშენებლობა და რესპუბლიკური შეჯიბრების პროგრამაში ხტომებიც შეიტანეს. მოგვიანებით ბაკურიანს შეემატა 45, 70 და 90-მეტრიანი ტრამპლინები, გახშირდა შეჯიბრებები. ამ დისციპლინაში ყველაზე წარმატებული ქართველი სპორტსმენი ბაკურიანელი კობა წაქაძეა – ყოფილი სსრ კავშირის და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი, ოთხი ოლიმპიური თამაშების მონაწილე. ოლიმპიადებზე მისი საუკეთესო შედეგი 1960 წელს სკვო-ველიში დაკავებული მეცხრე ადგილია. დამოუკიდებელი საქართველოს სახელით სამ ოლიმპიადაში მონაწილეობდა კობა წაქაძის ვაჟი კახა წაქაძე.

2019 წლის აგვისტოში ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ბაკურიანში ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა აღდგება, რომელიც 40 წელია განადგურებულია.

„2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ბაკურიანში ჩატარდება, გეგმაშია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ვგეგმავთ უამრავი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ბაკურიანში, მაგრამ განსაკუთრებით მინდა გამოვყო ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურის პროექტი. ბაკურიანს ადრე გააჩნდა ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც 40 წელია განადგურებულია. ჩვენ გადავწყვიტეთ, აღვადგინოთ და დავუბრუნოთ ბაკურიანს ეს ისტორიული ინფრასტრუქტურა, რაც ნიშნავს, რომ სპორტის ეს სახეობა კვლავ აღდგება აქ, კობა წაქაძის სამშობლოში, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


ესმერალდა გობოზოვა

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარების შესწავლას იწყებს

06.04.2020 ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

06.04.2020 დღეიდან, იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილი დისტანციურად კვლავ ხელმისაწვდომი გახდა

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანელი სპორტსმენი  გერმანიაში 100 მეტრიანი ტრამპლინიდან გადმოხტომის დროს დაშავდა [ვიდეო]
რა შედეგით  ბრუნდება ბაკურიანელი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონატიდან [ვიდეო]
ვინ გახდნენ ბაკურიანის საპატიო მოქალაქეები
ბაკურიანელ სპორტსმენს, კობა წაქაძეს იუბილე ბორჯომის მერმა მიულოცა ®
ბაკურიანში სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართა
‘ბაკურიანობა 2020 ’
‘ბაკურიანობა 2020’   დღე მეორე