FM97.5 / LIVE

‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.02.2020
პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ყველა მექნიზმი ამუშავდება. კითხვაზე, იგეგება თუ არა ირანთან ფრენების აკრძალვა, გახარია პასუხობს, რომ ამას საჭიროება აჩვენებს.

‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

„ყველა საჭირო აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურად განხორციელდეს“,- თქვა გახარიამ.

23 თებერვალს ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ვირუსის ირანში გავრცელების ფონზე, იგეგმება თუ არა ამ ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების აკრძალვა.

გახარიამ განაცხადა, რომ „ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის გზებზე მსჯელობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და საჭიროების შესაბამისად, ყველა დამატებითი მექანიზმი ამუშავდება“.

„ეს იქნება ფრენების შეზღუდვა თუ სხვა, რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ… მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი“, —განაცხადა გახარიამ. მის აღნიშნულ კომენტარს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

წინა დღით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან კორონავირუსის გამო.

[sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარების შესწავლას იწყებს

06.04.2020 სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები მომხმარებლებისთვის ღიაა

06.04.2020 ‘მიწა უნდა დავამუშავო და სახლიდან ვერ გავდივარ, 73 წლის ვარ’ - ახალციხელი ფერმერი

06.04.2020 ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამინისტრო: ‘გთხოვთ, თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისან’
გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო უწყებათაშორისი ჯგუფი შექმნა
პრემიერი გუბერნატორებს: 'მზად უნდა იყოთ რამდენიმე კრიტიკული ფუნქციის შესასრულებლად'
სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა ხვალიდან აიკრძალება
მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს
სამთავრობო უწყებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან
მინისტრი: იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ ვაპირებთ