FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

მთავარისიახლე, განათლება 21.02.2020
დღეს, 20 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზებულის სტატუსი მიანიჭა.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

უმაღლესი სასწავლებლები ავტორიაციას ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ გადიან. მათ გარკვეული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ. ავტორიზაციის გავლა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს 2019 წელს მოუწია.

„ძალიან გახარებული ვარ. მნიშველოვანია რომ საბჭომ გაითვალისწინა უნივერსიტეტის 30 წლიანი გზა და პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ეს ერთი ადამიანის დამსახურება არ არის“,-ამბობს უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

უნივერსიტეტმა ავტორიზაციის მინიჭებამდე რამდენიმე საფეხური გაიარა.

„პირველ რიგში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნივერსიტეტმა საკუთარი თვითშეფასება წარადგინა, სადაც ეწერა თუ როგორ განვითარდებოდა შვიდი სტანდარტის მიხედვით. ამის შემდეგ ცენტრმა შექმნა ექსპერტთა კომისია, მისი წევრები უნივერსიტეტში დეკემბერში ორ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. შეამოწმეს მატერიალურ–ტექნიკური ბაზა. დასკვნის დაწერის შემდეგ მათი რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, საბოლოოდ ავტორიზაციის საკითხს მხარი დაუჭირეს“, – განაცხადა უნივერისტეტის რექტორმა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა პროფესიულ პროგრამებზე ავტორიზაცია მოიპოვა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროგრამები აკრედიტაციას გადის
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
საფეხური: ცვლილებები უნივერსიტეტის ავტორიზაცია – აკრედიტაციის წესში [Audio]
‘გამოცდების გადადების საჭიროება არ არსებობს’ – სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი
სამცხე–ჯავახეთის  უნივერსიტეტში შშმ პირებისთვის სველი წერტილი კეთდება
უნივერსიტეტს სტატუსი ეცვლება