FM97.5 / LIVE

რუსეთი კიბერშეტევის ბრალდებაზე საქართველოს პასუხობს

მთავარისიახლე 20.02.2020
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კიბერშეტევასთან დაკავშირებით საქართველოს განცხადებას ეხმაურებიან, მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო აცხადებს, რომ რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს არავითარი სახით საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.

რუსეთი კიბერშეტევის ბრალდებაზე საქართველოს პასუხობს

„ეს კომენტარები საქართველოს იმ წარმომადგენლების სინდისზე იყოს, რომლებმაც ისინი გააკეთეს. რუსეთს განზარახვა არ ჰქონია და არც ახლა აქვს საქართველოს საშინაო საქმეებში რაიმე ფორმით ჩარევის”, – განაცხადა სააგენტო РИА-სთან ნდრეი რუდენკომ.

დღეს, 20 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელა განცხადება, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს ქართულ ვებგვერდებზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

საიტების გახსნისას ჩნდებოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).

დღესვე მომხდარს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურნენ აშშ, გაერთიანებული სამეფო, დანია, ჩეხეთი, ნორვეგია, პოლონეთი, ავსტრალია და ლიეტუვა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგარეო: კიბერშეტევა ქართულ ვებგვერდებზე რუსეთმა განახორციელა
აშშ და გაერთიანებული სამეფო გმობენ რუსეთის 'გრუ'-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას
‘მაესტროსა’ და ‘იმედის’ განცხადებით, მათზე კიბერთავდასხმა განმეორდა
ჰაკერული შეტევა ჯავახეთის საინფორმაციო სააგენტოზე განხორციელდა
სახელმწიფო უწყებების ვებსაიტებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე