FM97.5 / LIVE

დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.02.2020
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, ისინი მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე 19 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მიიჩნევენ.

დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ
ფოტო: ბათუმელები

"სამხრეთის კარიბჭე" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა.

მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინეს. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს.

მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არამხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში.

დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო.

მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით“, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელში დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ, რვა თვის განმავლობაში კონკურსი სამჯერ ჩაიშალა, მეოთხე ცდაზე კი მმართველი პარტიისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომლის მიმართაც თანამშრომლებს კითხვები აქვთ.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ჯერ კიდევ კენჭისყრამდე ამბობდა, რომ კოხრეიძის არჩევით სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნებოდა.

კოხრეიძის არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტანტმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა, მარინა ვაშაყმაძემ. ტელევიზიიდან წავიდა დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნათია ზოიძეც. ის აცხადებდა, რომ კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებისკენ მოუწოდებდა ან სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდა.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა 16 და 17 თებერვალს სოლოდარობის აქცია გამართეს.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

03.04.2020 სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა
სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება
საპროტესტო აქცია – 'სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს'
‘სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას’ - ჟურნალისტების აქცია ახალციხეში [ვიდეო]
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გახდა
NGO-ები ‘რუსთავი 2’-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ
არასამთავრობოები: საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს პოლიტიკური დებატების და არა პოლიტიკური თამაშების პლატფორმად