FM97.5 / LIVE

სად და რა ფასად შეიძენთ საშეშე და სამასალე მერქანს

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.02.2020
ტყის სარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო სოციალურ ჭრებს აუქმებს, მსურველმა საშეშე და სამასალე მერქნის შესაძენად „საქმიან ეზოს“ უნდა მიაკითხოს.

სად და რა ფასად შეიძენთ საშეშე და სამასალე მერქანს

რეგიონში „საქმინი ეზოს“ მშენებლობა მიმდინარეობს ადიგენში, სოფელ ჩორჩანთან, ასპინძაში, ახალციხესა და ბორჯომში. სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ბორჯომში სამი ლოკაცია იქნება – სადგერში, წაღვერსა და სოფელ ანდეზიტში.

„ჩვენს მხარეში ამ ეტაპზე დაგეგმილია ექვსი „საქმიანი ეზოს“ მშენებლობა. სადგერში, პლატოს ტერიტორიაზე თითქმის დასრულებულია. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ახლოს იყოს მოსახელობასთან. საჭიროების შემთხვევაში დაემატება სხვა ტერიტორიებზეც“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევე, კობა სილაგაძე.

სილაგაძის განმარტებით, ახალი რეგულაციები მოსახლეობას გაუადვილებს შეშის და მასალის შეძენას.

„მოსახელობას ხშირ შემთხვევაში უწევს არასასურველ ადგილზე შეშის დამზადება, ან შესაძლოა ტყეკაფი კარგ ადგილზე გამოიყოს და ცუდი ამინდების გამო ვერ მოხდეს დამზადება. ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ „საქმინი ეზო“ ბევრ პრობლემას მოაგვარებს ამ კუთხით“, – აღნიშნა კობა სილაგაძემ.

როგორც, სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურში განმარტავენ, მოსახლეობა შეშას „საქმიან ეზოში“ შეიძენს. ერთი კუბური მეტრის ღირებულებას მერქნის ჯიში განსაზღვრავს.

„წინა წელს საშეშე მერქანი აუქციონზე გვქონდა გატანილი, ერთი კუბის ღირებულება 65 ლარს შეადგენდა. საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის წიწვოვნის ფასი 85 ლარია, ხოლო ფოთლოვანის 90 ლარი. ტყის ახალი კოდექსის დამტკიცების შემდეგ ფასიც შეიცვლება. სამწუხაროდ გასულ წელს რეალიზაცია არ მომხდარა. ამ ყველაფერს დრო სჭირდება, რომ მოსახელობას ინფორმაცია მივაწოდოთ. სავარაუდოდ 2023 წლისთვის სოციალური ჭრა საერთოდ აიკრძალება“, – ამბობს კობა სილაგაძე.

როგორც, სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურში აცხადებენ, ამოქმედდება ადგილზე მიტანის სერვისიც.

„30 კილომეტრის რადიუსში საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის უფასოდ მიგვაქვს, ხოლო გადაცილებულ ერთ კილომეტრზე, 50 თეთრი ემატება კუბამეტრ შეშაზე“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის სატეყეო სამსახურის უფრომა მეტყევემ კობა სილაგაძემ.

ამ ეტაპზე დადგენილია სამასალე მერქნის ფასები, ხარისხის და კატეგორიების მიხედვით:

ბორჯომში წიწოვანი ჯიშის (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) ერთი კუბური მეტრის ღირებულება 160–დან 230 ლარამდე მერყეობს, ხოლო წიფელის 200–დან 290 ლარამდე, ვერხვის ფასი კი 120–დან 180 ლარამდეა.

ადიგენში, ასპინძასა და ახალციხეში წიწვოვანი ჯიშის (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) ღირებულება 160–დან 230 ლარამდეა.

სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროსთვის საკმარისი თანამშრომლები ჰყავთ და როცა უკვე გააქტიურდება სამუშაოები დაემატება ხელშეკრულებით აყვანილი ჯგუფები. წლის ბოლომდე საქართველოში 26 „საქმიანი ეზოს“ მოწყობა იგეგმება.

ტყის ახალ კოდექსს პარლამენტში განიხილავენ. მესამე მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე წლის მარტში გაიმართება.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარების შესწავლას იწყებს

06.04.2020 ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

06.04.2020 დღეიდან, იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილი დისტანციურად კვლავ ხელმისაწვდომი გახდა

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სატყეო სამსახური ხის საწყობებისთვის ადგილებს არჩევს
სამცხე–ჯავახეთში დამზადებული ხის საწყობებისთვის ადგილები შეირჩა
გამოკითხვა: რა სჯობს გლეხისთვის, შეშა თავად დაამზადოს, თუ მზაში 80 ლარი გადაიხადოს?
ადიგენში სამართალდამრღვევს უკანონოდ მოჭრილი სამასალე მერქანი ჩამოართვეს
სოფელ წნისში გამოსაზამთრებლად საკმარისი შეშა არ აქვთ
ტყითსარგებლობის პროცესი იცვლება – რეგიონებში ‘საქმიანი ეზო’ მოეწყობა
სად დარგავენ საჩუქრად მიღებულ წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ნერგებს