FM97.5 / LIVE

შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

მთავარისიახლე, განათლება 19.02.2020
ისინი მიიჩნევენ, რომ დაუძლეველი არაფერია, თუმცა მიზნისთვის გამუდმებული შრომაა საჭირო. მათ უკვე მასწავლებლის სქემის ყველაზე მაღალი, მენტორის სტატუსი მოიპოვეს. სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ასეთი სტატუსი მხოლოდ ოთხ მასწავლებელს აქვს. მათგან ორი ახალციხიდანაა, ორი კი, პროექტის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეა, თბილისიდან და საჩხერედან.

შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

თამარ ლობჟანიძეს, მზევინარ მჟავანაძეს, თინათინ ბერიძესა და ნანა შუბითიძეს პროფესია და მასში მიღწეული წარმატება აერთიანებთ. ოთხივეს მენტორ მასწავლებლის სტატუსი აქვთ, გზაც ერთნაირად გაიარეს, შრომატევადი იყო, მაგრამ სასურველ მიზანს მიაღწიეს და არც ნანობენ. სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით მსგავს საფეხურზე მხოლოდ ისინი არიან.

თამარ ლობჟანიძე - ახალციხის N6 საჯარო სკოლა


მენტორის სტატუსი ოფიციალურად 2020 წლის 14 იანვარს მიიღო. ამბობს, რომ ამისათვის დაახლოებით წელიწად-ნახევარი დღე და ღამე მუშაობდა: „სკოლის საჭიროებების კვლევა ჩავატარე, რომელიც ეხებოდა მოსწავლეთა ემოციურ მზაობას დაწყებით კლასებში. ასევე სამოდელო გაკვეთილები. მქონდა სამუშაო შეხვედრები კოლეგებთან, ჩემი რამდენიმე სტატია დაიბეჭდა ჟურნალ „მასწავლებელში“, „ახალ განათლებაში“ და ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალ „არავში“. მივიღე მონაწილეობა გრიფირების პროცესში, რომლის დროსაც დაიდო ორი 100 გვერდიანი დოკუმენტი, ვმონაწილეობდი კონფერენციებში, მქონდა სტუდენტებთან კონსულტაცია“, - ამბობს თამარი და ამატებს, რომ ამ ყველაფრის გაკეთებას მასწავლებლის სქემა ითვალისწინებს.

პედაგოგად მუშაობის დაახლოებით 15 წლიანი გამოცდილება აქვს. ამჟამად ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მასწავლებლისა და ბავშვის ურთიერთობას მიიჩნევს. ამბობს, რომ მოსწავლის პირადი სამყაროს გაცნობა, მისთვის ერთგვარი გასაღებია - „არ უნდა იჩქარო და უნდა ეცადო, აქტივობები კარგად დაგეგმო და აათვისებინო. ამიტომ ეს არის ყოველდღიური, საინტერესო, შემოქმედებითი და ხანდახან რუტინული შრომაც, იმისთვის, რომ მოსწავლეს გააგებინო ის, რაც უნდა გააგებინო. ჩვევათა ათვისება და უნარები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. ბავშვის პირად სამყაროს უნდა მოერგო და ამისთვის არ ფიქრობ ერთჯერადად, არ ფიქრობ მხოლოდ მასწავლებლის თვალით. ფიქრობ, ძირითადად, მოსწავლის თვალით“.

თამარ ლობჟანიძისთვის მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად ბრძოლას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ფიქრობს, რომ პედაგოგმა თანამედროვე მოთხოვნებს ფეხი უნდა აუწყოს და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუკი ამ გზაზე ხარვეზები, შეცდომები, იმედგაცრუება და გამოწვევა გხვდება.

„ჯერ ერთი, მასწავლებელი ხარ და იმას აკეთებ, რასაც წესი მოითხოვს. ეს არის მასწავლებლის საქმე, უნდა გააკეთო და მეორეც, ვიბრძოდით იმ თვალსაზრისითაც, რომ განსხვავებული დანამატი გვექნებოდა ხელფასის სახით და ცოტათი მაინც მიუახლოვდებოდა იმას, რასაც მასწავლებლის შრომა და ღვაწლი ჰქვია. იმედია, დავიმსახურეთ“.

მზევინარ მჟავანაძე - ახალციხის N6 საჯარო სკოლა


ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას, სქემით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო და არასავალდებულო აქტივობა შეასრულა და ლობჟანიძის მსგავსად, მენტორი სტატუსი ოფიციალურად 2020 წლის 14 იანვარს მიიღო. მანამდე კი საფეხურები გაიარა პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად: „25 კრედიტქულა იყო საჭირო და აქედან 9 იყო სავალდებულო აქტივობა, სამოდელო გაკვეთილები, სასკოლო საჭიროებების კვლევა და სტატიები ან სასწავლო რესურსების შექმნა. დანარჩენი 16 იყო უკვე დამატებითი და შეგეძლო მრავალფეროვანი გარე აქტივობების განხორციელება, რომლებიც მუშაობის პროცესში გეხმარება შენც და ეხმარებოდა სკოლასაც, იმიტომ, რომ სამოდელო გაკვეთილები სხვა მასწავლებლისათვისაც ხდებოდა მაგალითი და ნიმუში“.

ამბობს, რომ გზა დაძლევადია, თუმცა არ არის მარტივი, სწორედ ამიტომ ბევრი მასწავლებელი უარს ამბობს სტატუსის ცვლილებაზე, მათი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კრედიტ ქულების დაგროვება დაკარგული დროა, რომელიც მოსწავლეებს აზარალებს. ამბობს, რომ ხშირად მასწავლებლებს პრობლემებს უქმნის გარე დაკვირვების კომპონენტიც, თუმცა ეს მათი არაკომპეტენტურობის მიზეზით კი არ ხდება, არამედ მათთვის დაკვირვების მსგავსი მეთოდი უცხოა.

„კვლევაც საკმაოდ რთული ნაწილი იყო მასწავლებლისთვის. ბოლო წლებში, ამ კვლევის კომპონენტს უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში საგანგებოდ სწავლობენ. ჩვენს პერიოდში ეს არ გვისწავლია, ამიტომ საჭირო იყო ტრენინგების გავლა, სწავლება, რომელიც ასევე უკავშირდებოდა ფინანსურ საშუალებებს, დროს და ა.შ. ამიტომ ბევრ მასწავლებელს უჭირს ამაში ჩართვა. შესაძლოა, რეფლექსიას წერდეს ამა თუ ის საკითხზე , მაგრამ აი ის ჩამოაყალიბოს და კვლევად აქციოს, ეს არ არის მარტივი და სკოლის მასწავლებლებისთვის დიდი მოთხოვნაა“, - ამბობს მჟავანაძე.
იგი მიიჩნევს, რომ პედაგოგი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, შესაბამისად, თვითონაც საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროსაა.

„როცა ბავშვი დგას გაკვეთილის ცენტრში, მისი აზრი, მისი ფიქრი და მისი პასუხი არის უმთავრესი. მასწავლებელი არის დამხმარე. ალბათ მენტორი რომ გავმხდარიყავი ის დამეხმარა, რომ არასდროს ვარ კმაყოფილი ჩემი თავით და მუდმივად ვსწავლობ. მხოლოდ სწავლით შეიძლება ასწავლო სხვას. მასწავლებელი, რომელიც თვლის, რომ უკვე ყველაფერი იცის, მისი მასწავლებლობა დამთავრებულია. შეუძლებელია იყო გაკვეთილით კმაყოფილი, თუ იცი რას ნიშნავს მასწავლებლობა. როგორც უნდა წინასწარ დაგეგმილი, გააზრებული იყოს ის, ყოველთვის რჩება რაღაც, რისი გაკეთებაც უკეთესად შეგეძლო“.

თინათინ ბერიძე - ტაძრისისა და რუსთავის საჯარო სკოლები


პროგრამა „ასწავლე საქართველოს“ მონაწილეა, უკვე სამი წელია თბილისიდან ბორჯომში, ტაძრისის სკოლაში წამოვიდა და ბიოლოგიას ასწავლის, ასპინძის სოფელ რუსთავში კი, ქიმიას.

მენტორის სტატუსი 2019 წლის სექტემბერში მოიპოვა. ამბობს, რომ გზა რთული არ იყო და მისი ყოველდღიური საქმიანობის უბრალოდ თანმიმდევრობაში მოყვანას გულისხმობდა: „რთული არ იყო, თუმცა შრომატევადი - კი. უბრალოდ დავაფიქსირე ის, რასაც ვაკეთებდი, თორემ მაგას და მაგაზე ბევრსაც მეც ვაკეთებ და სხვა ნებისმიერი მასწავლებელიც. სტატუსის მოპოვებისათვის სკოლის საჭიროების კვლევა დამჭირდა, რომლიც ასევე შრომატევადი საქმეა, მაგრამ მასაც ვაწარმოებთ ხოლმე მასწავლებლები. ჩემს სკოლაში, ჩემი მისვლის შემდგომ რვა მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი. ანუ უფრო გავუადვილე. მივახვედრე, რომ არ არის ეს რთული პროცესი, რომ ისინი ამ საქმინობას ისედაც ახორციელებენ და საჭიროა უბრალოდ თანმიმდევრობის დაცვა“.

თინათინისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ორ მეზობელ მუნიციპალიტეტში მუშაობა. ამბობს, რომ დროს სწორად ანაწილებს და გაკვეთილების გარდა არასაგაკვეთილო პროცესსაც მოსწავლეებთან ერთად აქტიურად გეგმავს.

„ტაძრისის საჯარო სკოლა 100 სკოლას შორის მოხვდა „ჩხირკედელას“ კონკურსში, თუმცა ფინალში ვერ გავედით, მაგრამ ჩვენთვის წარმატება იყო და გამოცდილება შეიძინეს ჩემმა მოსწავლეებმა. ამჟამადაც ვწერთ პროექტებს, აქტიურად ვმუშაობთ ნიკო კეცხოველის პროექტშიც, ასევე ილიაუნმა გამოაცხადა პროექტი, გავაცანი ჩემს მოსწავლეებს და უკვე იდეები გვაქვს. მოკლედ, ძალიან ხალისიანად და აქტიურად ვმუშაობთ“.

ამბობს, რომ მასწავლებლისთვის ბავშვი უნდა იყოს ორიენტირი, რადგან სირთულეების დაძლევაში დაეხმაროს: „ყოველთვის უნდა იფიქრო, რომ მასალა, რომელიც მეორე დღისთვის გაქვს ბავშვებისთვის მისაწოდებელი, უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული და არა შენზე. სირთულეები უნდა დააძლევინო და შენ, მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის მოვალეობა უნდა გქონდეს. ამასთანავე ბავშვების ინდივიდუალური თავისებურებები უნდა გავითვალისწინოთ ყოველთვის“.

ნანა შუბითიძე - ნინოწმინდის N4 და გორელოვკის N3 საჯარო სკოლები


ჯავახეთში პროექტის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში წავიდა. ნინოწმინდაში უკვე ექვსი წელია მუშაობს. ნინოწმინდაში ქიმიასა და ბიოლოგიას, გორელოვკაში კი ბიოლოგიას ასწავლის.

მენტორის სტატუსისთვის დაახლოებით ერთი წელი შრომობდა, საბოლოოდ კი, 2019 წლის სექტემბერში მიიღო.

ამბობს, რომ პრობლემას დროის გადანაწილება წარმოადგენდა, სხვა მხრივ შრომატევადი საქმე განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა.

„გავიარე ყველა სავალდებულო და დამატებითი აქტივობა, რაც საჭიერო იყო: სასკოლო საჭიროებების კვლევა, პროექტები სკოლისათვის, ასევე სოციალურ ძალადობასთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი რესურსი შევქმენი მე-5 მე-11 კლასებისთვის. რთული ნამდვილად არ ყოფილა, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს პარალელურად ვაკეთებდი და ახლა უბრალოდ დოკუმენტებში ავსახე“.

ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც მასწავლებელთა ნაწილისთვის სირთულეს წარმოადგენს, ადვილი არც მისთვის აღმოჩნდა. ყველაზე მეტად გარე დაკვირვების კომპონენტზე ინერვიულა: „ჩემთვის პირველი იყო და სირთულე მეგონა, კრიტერიუმებიდან გამომდინარე. არ გაქვს უკუკავშირი და ვერ ხვდები რამდენად კარგად გაიარე დაკვირვება. ძალიან ბევრი ვინერვიულე, სანამ შედეგს გავიგებდი. მაგრამ დამკვირვებელი საკმაოდ ობიექტური და გამოცდილი იყო და შეფასება ნამდვილად არ გაჭირვებია“, - ამბობს ნანა შუბითიძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ამ პროცესში დროის გადანაწილიება იყო, იმისთვის, რომ არც მოსწავლეები დააზარალო და შენს განვითარებაზეც იზრუნო. ამ ყველაფერში მას მასწავლებლებისთვის არსებული ტრენინგები დაეხმარა: „ტრენინგებიც საკმაოდ აქტიური იყო და ყველა მათგანს ვესწრებოდი, რაც მეხმარებოდა. თვითონ ჩვენს პროგრამასაც „ასწავლე საქართველოსთვის“ აქავს ტრენინგები და აქაც ყოველთვის გავდიოდი. საჭიროა მასწავლებელი გაბედული და მიზანდასახული იყოს. მუდმივად განვითარებისა და წინსვლისადმი რაღაც ინტერესი უნდა ქონდეს“.

ნანა შუბითიძე იმერეთიდან, საჩხერედან არის. ამბობს, რომ თავიდან ნინოწმინდის კლიმატიც და აქაური გარემოც მისთვის უცხო იყო, მაგრამ ნელ-ნელა შეეჩვია. ახლა უკვე მეექვსე წელია აქ ასწავლის. მანამდე კი ორი წელი პროექტ „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილეც იყო.

მოსწავლეებთან დამოკიდებულებაში მისთვის მნიშვნელოვანია შედეგი და უკუკავშირი: „ყველაზე მნიშვნელოვანია მოსაწვლეებისგან მიღებული უკუკავშირი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ვაკვირდები, შედეგი რამდენად არის მოსწავლეებში. და რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია დადებითი ურთიერთობები მათთან“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნანა მასწავლებელი
'უნიჭო ბავშვი არ არსებობს' – მზევინარ მჟავანაძე წარმატებული მასწავლებელი ახალციხიდან
წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასები ეზრდებათ
ახალიციხეში 100-მა მასწავლებელმა წამყვანი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო
ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან
’ბავშვებს სკოლის პერიოდში მორალური პრობლემები უჩნდებათ’
საჯარო სკოლების 30 000-მდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი მიიღო