FM97.5 / LIVE

ახალციხეში ფერმერს იასამნისფერი კარტოფილი მოჰყავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.02.2020
ახალციხეში, სოფელ აწყურში იასამნისფერ კარტოფილს თესავენ. უჩვეულო ფერის ბოსტნეული ნატურალურია და შხამ-ქიმიკატებს არ შეიცავს.

ახალციხეში ფერმერს იასამნისფერი კარტოფილი მოჰყავს

იასამნისფერი კარტოფილის სამშობლო ჩილეა, ჩვეულებრივი კარტოფილისგან კი სასარგებლო თვისებებით და ფასით განსხვავდება. შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ხელს უწყობს წნევის დარეგულირებას, აუმჯობესებს მხედველობას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

განსხვავებული ფერი კი მასში არსებული ნივთიერება, ანტოციანის დამსახურებაა.

კარტოფილი ორგანული სოფლის მეურნეობის მწარმოებელ კომპანიაში „ბარბალეში“ მოჰყავთ.

„ერთი კილო იასამნისფერი კარტოფილი ექვსი ლარი ღირს. ახალციხეში არ იყიდება რადგან ძვირია. კარტოფილის ყიდვა მსურველს შეუძლია თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე არსებულ ბაზრობაზე, ან შეუკვეთონ. ევროპაში ეს კარტოფილი მეცხრამეტე საუკუნიდან აქვთ“,- ამბობს „ბარბალეს“ ერთ–ერთი დამფუძნებელი გაგა მუმლაძე.

მისივე თქმით, იასამნისფერი კარტოფილი ჩვეულებრივისგან გემოთი არ განსხვავდება. იგივეა მოვლის ტექნოლოგიაც: „ზოგადად ძალიან სასარგებლოა და მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი პიურე მზადდება“.

„ბარბალემ“ წელს იასამნისფერი კარტოფილის ერთი ტონა მოსავალი აიღო. თესლს არ ჰყიდიან. გაგა მუმლაძის თქმით, თბილისში მათი პროდუქცია მოთხოვნადია, რადგან ეკოლოგიურად სუფთაა.

კომპანიას სულ ხუთი სახეობის ორგანული კარტოფილი აქვს. საკუთარი პროდუქციის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანას ჯერჯერობით არ გეგმავენ.

ახალციხეში ფერმერს იასამნისფერი კარტოფილი მოჰყავს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფერმერს სტიქიამ კარტოფილის ნათესების 40 პროცენტი გაუნადგურა
მეურნე: როგორ შევინახოთ კარტოფილი  [Video]
გლეხი, კარტოფილი და 'კოფე'
მეურნე: კარტოფილი რომ არ დალპეს – რჩევები ფერმერებს [Video]
მეურნე: ახალქალაქის კარტოფილი [Video]
ახალციხეში კარტოფილის მოსავალს უჩივიან  [Video]
‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’  – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]