FM97.5 / LIVE

ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.02.2020
ვარძიის ისტორიული კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კომპანია „ნიალას“ სასტუმროს მშენებლობა შეუჩერა, ლანდშაფტი კვლავ მოსასწორებელია. კომპანია ვალდებულებას არ იღებს, სააგენტოში კი ამბობენ, რომ საქმე შესაძლოა სასამართლოს ძალით მოგვარდეს.

ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

დაახლოებით ათი თვეა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო „ნიალასგან“ ითხოვს დაუბრუნოს პირვანდელი სახე იმ ლანდშაფტს, სადაც კომპანია 120 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა. სამუშაოები სააგენტომ კომპანიას 2019 წლის აპრილში შეუჩერა. მიზეზი - უკანონოდ დაწყებული მშენებლობაა.

„ჩვენი და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით მოხერხდა ამ უნებართვო სამუშაოების აღკვეთა-შეჩერება. იმიტომ, რომ ნებართვა აბსოლუტურად სხვა სამუშაოებზე იყო გაცემული და გამოვიდა ფაქტობრივად ის, რომ ლანდშაფტზე იყო უკვე დაწყებული ქმედებები. სამუშაოები გაცდენილი იყო სანებართვო მოწმობას“, - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

იმ ადგილზე, სადაც სასტუმროს მშენებლობა იყო დაგეგმილი, ამ დროისათვის სამუშაოები შეჩერებულია. ვალდებულებას, ლანდშაფტის მოსწორების შესახებ, კომპანია არ იღებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ საქმეში ადგილობრივი თვითმმართველობა ჩართეს: „არსებული ლანდშაფტის იერსახის მკვეთრი ცვლილებების გამო, ჩვენ მივმართეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, რომ მათი არსებული საშუალებებით „ნიალასთვის“ დაევალდებულებინა ის, რომ ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში, ლანდშაფტის მკვეთრი სახეცვლილების გამო, განესაზღვრათ მათთვის ვალდებულება ამ მიწის ნაკვეთის პირველადი იერსახის დაბრუნებისთვის“, - ამბობს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ბექა ბარამიძე.

მიუვიდათ თუ არა რაიმე სახის მიმართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, ლანდშაფტის მოსწორების მოთხოვნის თაობაზე, ასპინძის მერს ინფორმაცია არ აქვს: „არ ვიცი, მსგავსი რამ არ მახსოვს. ჩვენ ნებართვას არ ვიძლევით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ამაზე მახსოვს, რომ იყო მიწერ-მოწერა და შესაბამისი დოკუმენტაციის გატარება. გაქვთ რამე დოკუმენტი? [სააგენტოსგან, სადაც მიმართვის შესახებ წერია] ამის გარეშე ვინ რა კომენტარი გითხრათ არ ვიცი“, - აცხადებს ასპინძის მერი, როსტომ მაგრაქველიძე.

ლანდშაფტის მოსწორების შესახებ მუნიციპალიტეტიდან მიმართვა არ მიუღიათ „ნიალაში“. ამ კომპანიის მფლობელები რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი სოსო ორჯონიკიძე და ბორჯომის ყოფილი გამგებელი ემზარ ასპანიძე არიან. ვარძიაში, კომპლექსის მოპირდაპირედ არსებული ტერიტორიაც, სადაც სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, მათ ეკუთვნით. ასპანიძე ამბობს, რომ სამუშაოების შეჩერების შემდეგ ლანდშაფტის მოსწორების სამუშაობის დაწყებას არ გეგმავს: „აბსოლუტურად არაფერი გაგვიკეთებია, გაჩერებულია ყველაფერი. არც ჩამიტარებია და არც ვაპირებ სამუშაოების ჩატარებას. მიმართონ სასამართლოს თუ უნდათ. ჩემი ტერიტორიაა, მე რასაც ჩავთვლი საჭიროდ გავაკეთებ ჩემს ტერიტორიაზე“, - აცხადებს მალხაზ ასპანიძე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ სასტუმრო უკანონოდ შენდებოდა, მსგავსი თვითნებური მშენებლობები ხელს უშლის იმასაც, რომ ვარძიის კომპლექსი „იუნესკოს“ ძეგლთა ნუსხაში წარადგინონ. ამ კუთხით კი სააგენტო უცხოელ პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს.

„მომდევნო კვირას ვგეგმავთ განმეორებით ღონისძიებებს, იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ლანდშაფტის აღდგენისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება“, - აცხადებენ სააგენტოში. კითხვაზე, გადავა თუ არა საქმე სასამართლო დავამდე, სააგნეტოში ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, სასამართლოს მიმართავენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

03.04.2020 სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ნიალა’ ვარძიაში სასტუმროს მშენებლობას აღარ აპირებს
მშენებლობა ვარძიაში არღვევს ისტორიულ ლანდშაფტს – ძეგლთა დაცვა გარემოს დაცვას მიმართავს
სააგენტო ვარძიასთან უკანონო მშენებლობაზე: კომპანიამ ტერიტორიას პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნოს
რა უშლის ხელს  ‘იუნესკოს’ ძეგლთა ნუსხაში ვარძიის შესვლას
ვარძიის პირდაპირ  კომპანია 'ნიალა'  მესხური სოფლის მსგავს სასტუმროს უკანონოდ აშენებდა
‘თუ უარს გვეტყვიან, თუთის ხეებს დავრგავ’–ემზარ ასპანიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე
სამუშაოები სააგენტოს უარის მიუხედავად მიმდინარეობდა-ანთიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე