FM97.5 / LIVE

ახალციხელი მუსიკის პედაგოგი სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა – ბაღის დირიჟორი [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.02.2020
ბოთლებში ჩაყრილი მზესუმზირა, სიმინდი, ლობიო, ბრინჯი. მუყაოს ვიოლინო, ჩელო. არაჟნის პლასტმასის კოლოფები დასარტყამ ინსტრუმენტებად. 12 კაციანი კამერული ორკესტრი და პედაგოგი, რომელიც ცდილობს აღსაზრდელებს განსხვავებული მუსიკალური გარემო არაფრისგან შეუქმნას.

ახალციხელი მუსიკის პედაგოგი სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა – ბაღის დირიჟორი [ვიდეო]

ვიდეო, რომელიც დადებისთანავე გავრცელდა სოციალურ ქსელში, სადაც ბავშვები მუსიკის გაკვეთილზე ხელნაკეთი მუსიკალური ინსტრუმენტებით უკრავენ და მათ მასწავლებელი დირიჟორობს ყაზბეგის რაიონის, სოფელ ყანობის საბავშო ბაგა-ბაღშია გადაღებული. პედაგოგი კი ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ გურკელის მკვიდრი ნანა ნოზაძეა.

ნანა ნოზაძემ ახალციხეში დაამთავრა სამუსიკო სასწავლებელი. 2008 წელს ყაზბეგის რაიონის, სოფელ ყანობაში გათხოვდა და ახლა ოთხი შვილის დედაა. მეუღლე მესაზღვრეა, თრუსოს სექტორის უფროსი, ავთანდილ კურკუმული.

ნანა ნოზაძე სოფელ ყანობის საჯარო სკოლაშიც ასწავლის მუსიკას და საბავშვო ბაგა–ბაღშიც.

„ბაგა–ბაღი ერთი წელია გაიხსნა, ყველაფერი რაც საჭიროა ბავშვის განვითარებისთვის არ გვაქვს, ამიტომ მთელი კოლექტივი ვცდილობთ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს ყველაფერი ბავშვებთან ერთად შევქმენით. მათ მოხაზეს ვიოლინოც, ჩელოც. ისინი დაგვეხმარნენ გამოჭრაშიც და ასე გავაცანით ბავშვებს მუსიკალური ინსტრუმენტები“, – გვიყვება ნანა.

ბოთლებში, რომლებსაც საჩხაკუნოს დატვირთვა აქვს სხვადასხვა მარცვლეულია ჩაყრილი.

„ზოგში სიმინდია, ზოგში ლობიო, ბრინჯი, მზესუმზირა, რადგან ყველა ამ მარცვლეულს სხვანაირი ხმა აქვს, რაოდენობასაც აქვს მნიშვნელობა, ამიტომ კომპოზიციას რომელ ხმაც უხდება იმას ვიყენებთ“, – საუბრობს ნანა.

საბავშო ბაგა–ბაღში 12 ბავშვი დადის. ნანას უმცროსი ვაჟი მალე ორი წლის გახდება და მეცამეტე აღსაზრდელიც დაემატება ყანობის ბაგა–ბაღს.

ვიდეო, სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის ლალი ფიცხელაურის მიერაა გადაღებული. მან ვიდეო ბაღის ფეისბუქგვერდზე ატვირთა.



[გულო კოხოძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

03.04.2020 სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბაგა–ბაღის აღსაზრდელები სტუმრად ბიბლიოთეკაში
ახალციხის მეხუთე ბაღის ეზოში საბავშვო ატრაქციონი დადგეს
ახალციხის ბაღებს მერიამ სათამაშოები შეუძინა
რატომ არ ჰყავთ  ლოგოპედი  საბავშვო ბაღებში
მეორე კვირაა ახალციხის პირველ საბავშვო ბაღს გათბობა არ აქვს
ახალციხეში N1 ბაგა–ბაღის რეაბილიტაცია იგეგემება
ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ თამაშს ®