FM97.5 / LIVE

აბასთუმნის ობსერვატორიაში სამეცნიერო საბჭოს არჩევნებისთვის ემზადებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.02.2020
აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, სამეცნიერო საბჭოს არჩევნები მარტში გაიმართება. საბჭო უმაღლესი ლეგიტიმაციისა და ავტონომიის მქონდე მმართველი ორგანო იქნება, რომელშიც სავარაუდოდ, 13 მეცნიერ-თანამშრომელი შევა. შემდგომში, კონკურსი გამოცხადდება დირექტორის პოზიციაზეც.

აბასთუმნის ობსერვატორიაში სამეცნიერო საბჭოს არჩევნებისთვის ემზადებიან

სამეცნიერო საბჭოს არჩევნების მზადებისა და მისი როლის შესახებ, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლები განათლების მინისტრის მოადგილეს, ნუნუ მიცკევიჩს შეხვდნენ.

შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ პირველ ეტაპზე, კონკურსი გამოცხადდება მთავარი მეცნიერ-თანამშრომლების შესარჩევად. დაკომპლექტდება საკონკურსო კომისიაც, რომელიც კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს.

ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი თემურ კვერნაძე ერთ-ერთია, რომელიც სამეცნიერო საბჭოს ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას გეგმავს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, საუბარია, რომ საბჭოსთვის 13 წევრი შეირჩეს.

„მიმდინარეობს მსჯელობა რამდენი წევრი უნდა შევიდეს სამეცნიერო საბჭოში. ახლა 13 ადგილზეა საუბარი. თუმცა სხვადასხვა მოსაზრებებია. მე პირადად, ვფიქრობ, რომ მივიღო მონაწილეობა კონკურსში. საკმაოდ მაღალი მოთხოვნებია, ყველა თანამშრომელი ვერ დააკმაყოფილებს, თუმცა 20-30% დააპირებს კონკურსში მონაწილეობას, დარწმუნებული ვარ“, - ამბობს თემურ კვერნაძე.

მარტში არჩეულმა სამეცნიერო საბჭომ, ობსერვატორიას დირექტორთან ერთად უნდა უხელმძღვანელოს. შესაბამისად, კანონის თანახმად, მას შემდეგ, რაც სამეცნიერო საბჭო აირჩევა, გამოცხადდება კონკურსი დირექტორის პოზიციაზეც. დირექტორობის კანდიდატურა გადაეგზავნება სამინისტროს, რომელიც დანიშნავს ან არ დანიშნავს მას.

რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, ობსერვატორია უმაღლეს დაწესებულებებთან კავშირს კვლავ გააგრძელებს, თუმცა ამჯერად მას დამოუკიდებელი ორგანოს სტატუსი ექნება.

„აბასთუმნის ობსერვატორია, როგორც სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე უნივერსიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა, სასწავლო პროცესში გამოიყენოს ობსერვატორიის რესურსები“, - აცხადებენ განათლების სამინიტროში.

მინისტრისა და მეცნიერ-თანამშრომლების შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ობსერვატორიის მეორე, ე.წ თბილისის ოფისსაც. იმის გამო, რომ ნოემბრიდან აბასთუმნის ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში აღარ არის, თანამშრომლებმა უნივერსიტეტის შენობა უნდა დაცალონ.

„ობსერვატორიას ორი ოფისი აქვს. ნაწილი თანამშრომლებისა თბილისშია, ნაწილი აბასთუმანში. აქამდე თბილისში, ილიას უნივერსიტეტში ვიყავით განთავსებული, თუმცა ახლა იქ ვეღარ დავრჩებით იმიტომ, რომ უნივერსიტეტს საკუთარი ფართი სჭირდება. ამიტომ სამინისტრომ გამოგვიყო ახალი ფართი თბილისში, რომელიც უნდა გარემონტდეს, რადგან ცუდ მდგომარეობაშია. თუმცა აბასთუმანში იქნება ძირითადი დაკვირვებითი ბაზა“, - ამბობს კვერნაძე.

მისივე თქმით, დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბების პირობებში, მეცნიერ-თანამშრომლების სურვილია ობსერვატორიაში კომპლექსური რეაბილიტაცია მოხდეს, „მსოფლიო ბანკისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს მეშვეობით, გავარემონტეთ ცენტრში ყველაფერი გადასარევად, მაგრამ 100 მეტრში თუ გახვალ, გვენგრევა შენობა, რომელშიც ტელესკოპი დგას. ვიბრძვით ამაზე და ვერ მივაღწიეთ, ამისთვის არის საჭირო კომპლექსური რებილიტაცია“.

მთავრობის 30 სექტემბრის დადგენილება (N 475) ობსერვატორიის სტატუსის ცვლილების შესახებ, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, ძალაში სრულად 24 ნოემბრიდან შევიდა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის ობსერვატორიას კვლავ მაია თოდუა უხელმძღვანელებს
ილიაუნის აბასთუმნის ობსერვატორია ჩამოერთმევა და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება
‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე
კვირის აქცენტი: ცვლილებები აბასთუმნის ობსერვატორიაში [ვიდეო]
აბასთუმნის ობსერვატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა [ფოტო]
ივანიშვილმა 'ახალციხის ციხე'  და აბასთუმნის ობსერვატორია დაათვალიერა