FM97.5 / LIVE

"ოცნება" სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა

მთავარიპოლიტიკა 25.10.2013
სომხური სამოციქულო ეკლესიის მიწვევით, დღეს, 25 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ახალციხის საარჩევნო შტაბის წევრები სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"ოცნება" სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრა ახალციხის ისტორიულ უბანში, რაბათში მდებარე სომხურ სამოციქულო ეკლესიაში შედგა.

„არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, ამიტომ ჩვენ მოვიწვიეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომ გავიგოთ მათი გეგმები. საერთოდ, ეკლესია პოლიტიკაში არ ერევა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და ყველამ სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. იმისთვის, რომ ხვალ ყველამ დაინახოს ძლიერი, ერთიანი, განვითარებული საქართველო“, - ამბობს სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი მამა აკოფი.

მისივე თქმით, სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები შეხვედრებს სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთანაც მართავენ. რამდენიმე დღის წინ ეკლესიას პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი სტუმრობდა.

„დღეს ყველა ხედავს ქვეყნის წინსვლას და ხალხმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს სახელმწიფოს განვითარებისთვის“, - ამბობს სომხური სამოციქულო ეკლესიის სამრევლო საბჭოს თავმჯდომარე გევორქ აკოფიანი.

„მოგეხსენებათ, რომ მამა აკოფი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდა. დღეს დილით ჩამოვიდა, გზიდანვე დამირეკა, რომ სურდა ჩვეთან შეხვედრა. მოგვიწვია, ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობებზე, ჩვენს დამოკიდებულებაზე სომხური ეროვნების წარმომადგენლებთან. ჩემგან, როგორც „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელისაგან გაჟღერდა ასეთი ფრაზა, რომ ჩვენთვის, არ აქვს განსხვავება რელიგიურ მრწამსს, ჩვენ საზოგადოებას სხვადასხვა რელიგიური წარმომავლობის მიხედვით არ ვყოფთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის უფროსმა მალხაზ ჟუჟუნაძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის წევრები, სამომავლო გეგმების გაცნობის მიზნით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს მეუფე თეოდორესაც შეხვდნენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის „ოცნება“ მეუფე თეოდორეს შეხვდა
სომხური სამოციქულო ეკლესია 'ვარდავარის'დღესასწაულს ზეიმობს
სომეხთა სამოციქულო ეკლესიას საქართველოში ახალი წარმომადგენელი ჰყავს
ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრი გახსნა
 ვაჰაგნ ჩახალიანს ახალქალაქში დახვედრა მოუწყეს

ახალციხეში სომხური ეკლესია ინგრევა [ფოტო]
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს ვარდავარი აღნიშნა