FM97.5 / LIVE

საბადოს ლიცენზიებზე აუქციონები კანონდარღვევით გამოცხადდა - ‘მწვანე ალტერნატივა’

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.02.2020
„მწვანე ალტერნატივას“ განმარტებით, გასაყიდად გამოტანილია ლიცენზიები, რომელთა შესახებ სკრინინგის განცხადებები ჯერ ისევ განხილვის პროცესშია. ორგანიზაცია კანონდარღვევით გამოცხადებული მინიმუმ ექვსი აუქციონის გაუქმებას ითხოვს, აქედან სამი სამცხე–ჯავახეთშია.

საბადოს ლიცენზიებზე აუქციონები კანონდარღვევით გამოცხადდა - ‘მწვანე ალტერნატივა’

"მწვანე ალტერნატივაში" თვლიან რომ ლიცენზიის აუქციონზე გატანამ, შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე სკრინინგის განცხადებების განხილვის პროცესზე და უბიძგოს სამინისტროს, მიიღოს წიაღის ეროვნული სააგენტოსთვის სასურველი გადაწყვეტილება.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, აუქციონის გამოცხადებამდე, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ უნდა მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკრინინგის განცხადებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი, სკრინინგის პროცედურის შედეგად, უნდა დაადგინოს ექვემდებარება, თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გარემოსდაცვით შეფასებას ან საერთოდ მიზანშეწონილია, თუ არა საქმიანობის განხორციელება,”- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს გაუქმდეს კანონდარღვევით გამოცხადებული შემდეგი აუქციონები:

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ღორეშას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ღორეშას“ გამარმარილოებული (მოსაპირკეთებელი) კირქვის გამოვლინება (კატეგორია – P, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა (სამივე უბანზე ერთად) – 890 625 მ3).

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. წყორძას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქოსალარი II“–ის (საყდარი) ბაზალტის საბადო (კატეგორია – A+B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 1 576 000 მ3).

3. ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ანდრიაწმინდას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ოდუნდის“ ტუფობრექჩიის საბადო (კატეგორია – B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის (საღორღე ნედლეული) ჯამური მოცულობა – 3 398 000 მ3).

4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფ. კათნატუს მიმდებარე ტერიტორიაზე, „ხანჩალის“ ტორფის საბადო (კატეგორია – A, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 63 000 ტონა).

5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. წყორძას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქოსალარი II“–ის (საყდარი) ბაზალტის საბადო (კატეგორია – A+B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 1 576 000 მ3).

6. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. მოდეგას მიმდებარე ტერიტორიაზე, „მოდეგის“ ვულკანური წიდის საბადო (კატეგორია -A+B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 20 701 700 მ3).

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, ასე ჰქვია ეკონომიკის სამინისტროსა და წიაღის სააგენტოს ერთობლივ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით შეირჩა და აუქციონზე გავიდა სხვადასხვა რეგიონში მდებარე 100–მდე საბადოს ლიცენზია, მათ შორის 10 სამცხე–ჯავახეთშია.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

07.04.2020 ‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

07.04.2020 ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

07.04.2020 ‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავხეთიდან წიაღისეულის 10 საბადო აუქციონზე გაიტანეს
სახელმწიფომ აუქციონზე სამცხე-ჯავახეთიდან 10 საბადო გაიტანა - ნახეთ სრული სია
ოთარ დანელიამ გურიაში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა [R]
ახალციხეში ენერგეტიკის მინისტრს ელოდებიან
'მტკვარი ჰესის' პროექტზე ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოეწერა ხელი
სახელმწიფომ სამცხე–ჯავახეთიდან აუქციონზე 15 ობიექტი გაიტანა
ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია  [photo]