FM97.5 / LIVE

ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ‘ტერენდეზის’ დღესასწაული იზეიმა [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.02.2020
ახალციხეში მცხოვრებმა სომეხმა მოსახლეობამ „ტერენდეზი“ – უფალთან მიგებების დღესასწაული აღნიშნა. წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ეზოში დანთებულ კოცონთან შეიკრიბა.

ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ‘ტერენდეზის’ დღესასწაული იზეიმა [ფოტო]

„ტერენდეზი“ ქრისტეს შობიდან მეორმოცე დღეს, 13 თებერვალს აღინიშნება.

სომხურ სამოციქულო ეკლესიაში საზეიმო წირვა 19:00 საათზე დაიწყო, შემდეგ კი ახალდაქორწინებულთა კურთხევის ცერემონია გაიმართა.

დღესასწაულის მთავარი რიტუალი ცეცხლის ანთებაა, გადმოცემის თანახმად, თუ კოცონს ახლად დაქორწინებული წყვილი და შეყვარებულები გადაახტებიან სურვილები აუსრულდებათ. მორწმუნეებს სჯერათ, რომ ცეცხლი ათბობს მინდვრებს და ნაყოფიერს ხდის.

კოცონს ეკლესიის გარდა მორწმუნეები საკუთარ ეზოებშიც ანთებენ. პირველად ცეცხლს ოჯახის უხუცესი უნდა გადაახტეს, ამით სახლი ბოროტებისგან გაიწმინდება, შემდეგ ახალგაზრდები და ბავშვები. თუ გადახტომის დროს გოგონას ქვედაკაბა დაეწვება, ის იმ წელს დაქორწინდება.

ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ‘ტერენდეზის’ დღესასწაული იზეიმა [ფოტო]

ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ‘ტერენდეზის’ დღესასწაული იზეიმა [ფოტო]

ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ‘ტერენდეზის’ დღესასწაული იზეიმა [ფოტო]

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

13.03.2020 ამერიკელი დიპლომატები ქართველ ბავშვებს წიგნებს ონლაინ წაუკითხავენ

11.03.2020 სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.03.2020 ‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

27.03.2020 ‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე

27.03.2020 ბავშვთა ვაქცინაცია უწყვეტად უნდა გაგრძელდეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

27.03.2020 დღეს არსად არ არის შეკრების დრო, არც სამეგობროში და არც ეკლესიებში - პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ტერენდეზის დღესასწაული იზეიმეს
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს ვარდავარი აღნიშნა
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ 'ვარდავარი' იზეიმა [Photo]
სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]
სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ აღდგომა იზეიმა [Photo]


ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრი გახსნა