FM97.5 / LIVE

რადიოს მსოფლიო დღე - 13 თებერვალი

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.02.2020
13 თებერვალს მსოფლიოში რადიოს დღე აღინიშნება. თარიღი იუნესკომ ცხრა წლის წინ დააწესა. 2020 წლის მსოფლიო გზავნილი კი - მრავალფეროვნებაა. თარიღს უერთდება რადიო „სამხრეთის კარიბჭეც“.

რადიოს მსოფლიო დღე - 13 თებერვალი

ციფრულ ეპოქაშიც კი, რადიო ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად რჩება. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ რადიო აძლევს მათ მეტი წარმოსახვის შესაძლებლობას. აღქმის თავისებურებების გამო, რადიო დღემდე რჩება ინფორმაციის მიღების განსხვავებულ გზად.

სწორედ ამიტომ, 2011 წელს იუნესკომ რადიოს მსოფლიო დღე დააწესა. მის თარიღად 13 თებერვალი იმის გამო შეირჩა, რომ „გაეროს რადიო“ (United Nations Radio ) სწორედ ამ დღეს 1964 წლის 13 თებერვალს დაარსდა.

2020 წელს რადიოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით იუნესკო სამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ რადიოში პლურალიზმის პროპაგანდაზე; ახალი ამბების განყოფილებაში მრავალფეროვანი საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლობის წახალისებაზე; საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების ინტერესების ამსახველი სარედაქციო მასალებისა და პროგრამების ტიპის მრავალფეროვნების ხელშეწყობაზე.

„გლობალურ დონეზე რადიო რჩება ყველაზე ფართოდ გამოყენებად მედიასაშუალებად. უნიკალური შესაძლებლობა, მოიცვას ყველაზე ფართო აუდიტორია, ნიშნავს, რომ რადიოს შეუძლია ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი მრავალფეროვნების გამოცდილება, იყოს პლატფორმა ყველა ხმისთვის“, – ნათქვამია იუნესკოს განცხადებაში.

მრავალფეროვანი შინაარსის მქონე ინფორმაციის უწყვეტი მიწოდებაა რადიო „სამხრეთის კარიბჭეს“ პრიორიტეტიც. იგი ახალციხეში ამ დროისათვის ერთადერთი რადიოა.

პირველი სიგნალი ადგილობრივებმა 2016 წლის 22 ივნისს მოისმინეს, ტალღაზე 97.5. სიხშირე ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ნაწილს ფარავს. მცირე სათემო რადიოების შემდეგ, „სამხრეთის კარიბჭე“ პირველი რადიოა, რომელიც რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მაუწყებლობს.

იქიდან გამომდინარე, რომ ახალციხის მცხოვრებელთა ნაწილი ეთნიკურად სომეხია, მათი ინფორმირებისთვის, დღის ახალი ამბები ორენოვანია. მოსმენა შესაძლებელია, როგორც ქართულ, ასევე სომხურ ენებზეც.

გარდა ამისა, რადიო გადაცემები მოიცავს თითქმის ყველა სფეროს: პოლიტიკურ თოქ-შოუს, საგანამანათლებლო, კულტურულ, სამედიცინო, აგრარულ გადაცემებს. ასევე დილის, შუადღისა და საღამოს გასართობ პროგრამებს.

რადიო „სამხრეთის კარიბჭეს“ პროგრამული პოლიტიკისთვის პრიორიტეტულია ფაქტებისა და მოვლენების ბალანსირებული გაშუქება.

საქართველოში რადიომაუწყებლობა 1925 წლის 23 მაისს თბილისში დაიწყო. ინფორმაცია ნახევრად კუსტარული რადიოსატელეფონო სადგურით გადაიცემოდა, ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამაუწყებლო გადამცემი, რომელიც დღეში 1-2 საათი მუშაობდა.

[sknews.ge]


15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

14.09.2020 15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.09.2020 ‘მამის შემდეგ ჩემზე ძალადობა ქმარმა განაგრძო’– მსხვერპლი

15.09.2020 ‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ - ვარევანის მოსახლეობა

15.09.2020 ‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე

15.09.2020 ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სამხრეთის კარიბჭემ’ საცდელი რადიომაუწყებლობა დაიწყო
‘სამხრეთის კარიბჭე’ რადიომაუწყებლობისთვის ემზადება
ნინოწმინდის რადიო NOR–ი თბილისში მაუწყებლობას იწყებს
რადიო 'სამხრეთის კარიბჭეს' შეთავაზება ახალგაზრდებს
SK განწყობა: ალილო – რადიოს დილის ეთერში [Audio]
'თოვლის ბაბუა' სტუმრად რადიოს ეთერში [Audio]
ომბუდსმენი: 'ეროვნული უმცირესობები გარკვეული დოზით ინფორმაციულ ვაკუუმში არიან'