FM97.5 / LIVE

დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის 4 სოფელში გზა ჩაიკეტა

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.02.2020
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია. გადაადგილება შეზღუდულია ეშტიას, უჩმანას, თორიასა და ჟდანოვაკანის მიმართულებით.

დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის 4 სოფელში გზა ჩაიკეტა

კომპანია „დოროჟნიკის“ დირექტორის, არმან ნორსოიანის თქმით, გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, პარალელურად მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა.

გარდა ამისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მესამე დღეა ნინოწმინდა–წალკის დამაკავშირებელ გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდასა და ახალქალაქში მომდევნო ორი დღის განმავლობაში ქარბუქი და თოვლი იქნება.

დღეს, 13 თებერვალს დღის განმავლობაში –4 დაფიქსირდება. არამდგრადი ამინდი რეგიონში 14 თებერვლამდე შენარჩუნდება.

14–15 თებერვალს ღამით ყინვა ისევ გაძლიერდება და მიაღწევს –16, –18 გრადუსს, დღის განმავლობაში კი –5,–7 ყინვაა მოსალოდნელი.

[რიმა სარუხანიან, ნინოწმინდა]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მეორე დღეა ფარავნის უღელტეხილი ჩაკეტილია – როდემდე გაგრძელდება უამინდობა ჯავახეთში
დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია
16 თებერვლამდე სამცხე–ჯავახეთში ცივი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი
ნინოწმინდის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმინდეს
20 მარტამდე თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი
ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ტემპერატურა –12 გრადუსამდე დაეცემა – კვირის ამინდის პროგნოზი