FM97.5 / LIVE

სიცოცხლის გადარჩენის გზა გულზე გადის - ზვიად მათოშვილი, კარდიოლოგი მესხეთიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.02.2020
ყველაზე მეტად მესხებს ეიმედებათ. ფიქრობენ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის დროს უმჯობესია კონსულტაცია მისგან მიიღონ. ზვიად მათოშვილი კარდიოლოგი და არითმოლოგია - ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ პირველი სრულად სერთიფიციერებული სპეციალისტი, როგორც საქართველოს, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

სიცოცხლის გადარჩენის გზა გულზე გადის - ზვიად მათოშვილი, კარდიოლოგი მესხეთიდან

იმისთვის, რომ კარდიოლოგ ზვიად მათოშვილთან კონსულტაცია გაიარო, დაახლოებით ორი თვით ადრე უნდა ჩაეწერო. მისი პაციენტების რიცხვი მუდმივად იზრდება. ის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ავტორიტეტული ექიმია.

მედიცინის აკადემიური დოქტორი ადიგენიდან, სოფელ არლიდანაა. სკოლა აქ დაამთავრა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. თვლის, რომ არლის სკოლამ და მასწავლებლებმა განსაკუთრებული როლი ითამაშეს მის განათლებაში. სხვა პროფესიის არჩევაზე არც კი უფიქრია. ამბობს, რომ ინტერესი მედიცინის მიმართ ოჯახმა გაუძლიერა - მამაც კარდიოლოგია.

„ვიზრდებოდი ექიმების ოჯახში, ბუნებრივია ბავშვობიდანვე მქონდა ინტერესი ამ პროფესიისადმი და პრაქტიკულად არც განმიხილია სხვა პროფესია ჩემი მომავლისათვის. სტუდენტობის დროს, ახალციხეში ხშირად ჩავდიოდი მამასთან. ვხვდებოდი პაციენტებს და მომწონდა ეს საქმიანობა, ურთიერთობა მამაჩემისა და პაციენტების. ეს ჩემზე, როგორც მომავალ ახლაგაზრდა ექიმზე გავლენას ახდენდა და რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა ჩემი გადაწყვეტილების მიღებაში“.

სამედიცინო უნივერსიტეტი 2005 წელს დაამთავრა და სწავლა რეზიდენტურაში განაგრძო, კარდიოლოგიის მიმართულებით. სამწლიანი სწავლების შემდეგ, კიდევ სამი წელი დოქტორანტურას დაუთმო, 2015 წელს კი მედიცინის აკადემიური დოქტორის სტატუსი მიიღო. ამ პერიოდისათვის, ევროპის ქვეყანაში არითმოლოგიის მიმართულებით უკვე გავლილი ჰქონდა სხვადახვა ტრენინგები.

2015 წელს, მილანში, ექვს საუკეთესო ევროპელ ექიმს შორის აირჩიეს და მან ევროპის გულის რითმის ასოციაციის გრანტი მიიღო.

2016 წელს კი, შვედეთში გაემგზავრა. სტოკჰოლმში, სკანდინავიის ყველაზე დიდ - კაროლინსკას საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.

„2016 წლიდან დავბრუნდი კვლავ საქართველოში და დავნერგეთ სრულიად ახალი პროცედურა, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო დაავადების წინააღმდეგ, როგორიც არის მოციმციმე არითმია. ამ პროცედურას ჰქვია კრიო აბლაცია, რომელიც ყველაზე თანამედროვე მეთოდია ამ დაავადების წინააღმდეგ და ჩვენ მიერ მისი დანერგვის შემდეგ, დღესაც აქტიურად გამოიყენება ჩვენს ქვეყანაში“, - განმარტავს მათოშვილი.

2016 წელს საკუთარ საქმიანობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ევროპის გულის რიტმის ასოციაციის პირველი სრულად სერთიფიცირებული სპეციალისტი გახდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

„ჩავაბარე „ევროპის გულის რითმის ასოციაციის“ მიერ ორგანიზებული ორი ექვსსაათიანი გამოცდა საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში და მივიღე ყველა, ოთხივე სერთიფიკატი ანუ ევროპის გულის რითმის ასოციაცია ჩემს ცოდნას მიიჩნევს, როგორც ევროპულს“ - იხსენებს არითმოლოგი ზვიად მათოშვილი.

საქართველოში სამედიცინო საქმიანობას ჯერ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეუდგა, ამჟამად კი „ნიუ ჰოსპიტალსში“, არითმიების ცენტრის ხელმძღვანელია. ყოველდღიურად, ოფიციალურ კონსულტაციას უწევს საშულოდ 25 პაციენტს და მინიმუმ ორ, ზოგჯერ კი უფრო მეტ ოპერაციას ატარებს.

„პაციენტების კონსულტაციის რაოდენობა დღის განმავლობაში ძალიან დიდია, ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ბევრ პაციენტს ვემსახურებით. ამის მიუხედავად, ჩვენი რიგი საშულოდ ორ თვეს გრძელდება და პაციენტები ორი თვით ადრე ეწერებიან კონსულტაციაზე. პრაქტიკულად, დილის რვა საათიდან, გვიან ღამემდე მიწევს კლინიკაში მუშაობა. ერთი წლის განმავლობაში, საშუალოდ კონსულტაცის ვუწევთ 4 500 პაციენტს და ოპერაციას ვუკეთებთ 500-ზე მეტ ადამიანს. ეს ძალიან დიდი მონაცემია და უბრალოდ ამაზე მეტი არ შეგვიძლია ადამიანური რესურსიდან გამოდინარე, თორემ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებოდით“.

რაც შეეხება პაციენტებთან ურთიერთობას, კარდიოლოგი ამბობს, რომ ევროპასა და საქართველოში ეს პროცესი განსხვავებულია. იგი შვედეთში მიღებულ გამოცდილებას იხსენებს: „იქ როცა მე პაციენტს ვუკეთებდი ოპერაციას, თითქმის არასდროს ვხვდებოდი პაციენტის პატრონს. მას არ ჰქონდა დამატებითი შეკითხვები. თვლიდნენ, რომ ექიმმა გააკეთა ეს პროცედურა და საკმარისია, გააკეთა ის, რაც საჭიროა. საქართველოში ჩვენ გვიწევს, პროცედურამდე ბევრჯერ შეხვედრა პაციენტის ბევრ ახლობელთან, მათთან ყველაფრის ახსნა. შვედეთში რამდენიმე ასეული ოპერაცია მაქვს გაკეთებული და ერთადერთმა პაციენტმა მთხოვა ჩემს მეუღლეს აუხსენით რა გააკეთეთო. ეს პაციენტიც ქართველი იყო. საქართველოში პაციენტთან ურთიერთობა განსხვავებულია. ჩვენ უფრო ემოციური ხალხი ვართ და სხვანაირი მიდგომა სჭირდება ქართველ პაციენტს“.

მიუხედავად იმისა რომ ქართველ პაციენტთან ურთიერთობა მეტ დროს მოითხოვს. ამბობს, რომ თავადაც ამ საზოგადოების ნაწილია და სწორად მიაჩნია, როცა პაციენტსაც და ახლობლებსაც ყველაფერს უხსნის და პასუხგაუცემელ კითხვას არ ტოვებს.

ზვიადი ექიმის ავტორიტეტი განსაკუთრებით ეიმედებათ მესხ პაციენტებს. ამას თავად ექიმიც გრძნობს. ამბობს, რომ ხშირად ისეთი პაციენტებიც მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ, რომლებსაც კარდიოლოგიური პრობლემა არ აქვთ.

„ბევრ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, რაღაცნაირი ხალხი ვართო, თბილისში არავინ გვყავსო. მოდიან ჩემთან და თავისიანის, თავისი კუთხის შვილის განსაკუთრებით ეიმედებათ. შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს კარდიოლოგიური პრობლემა, თუმცა მოვიდეს და მაინც მე მკითხოს. ან შეიძლება სხვა საავადმყოფოში ყავდეთ მწოლიარე პაციენტი არაკარდიოლოგიური პრობლემით, უნდათ რომ მე დავრეკო და ვუთხრა რომ ჩემი ახლობელია და თვლიან რომ მე თუ ამას გავაკეთებ ის აუცილებლად მორჩება, იმიტომ, რომ მე მივაქციე ყურადღება. ეს სტერეოტიპი არსებობს და რა თქმა უნდა, მართლა ვცდილობ, რომ დავრეკო, მოვიკითხო, თუ შევძლებ მივიდე და ვნახო კიდეც. ვთვლი, რომ ამ რეგიონიდან ჩამოსული ადამიანი, განსაკუთრებით ჩემი ახლობელია. თუმცა ვცდილობ, რომ ყველა პაციენტს, თუნდაც სრულიად უცხოს, ისე მივხედო, როგორც ახლობელს“.

თვლის რომ ძალიან მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა და მის გუნდს დიდი როლი აქვს საერთო წარმატებაში: „თუ გინდა წახვიდე სწრაფად იარე მარტომ, თუ გინდა წახვიდე - შორს იარეთ ერთად“ ამბობს მათოშვილი.

დაკავებული სამუშაო განრიგის გამო, ოჯახისთვის დრო თითქმის არ რჩება, რისთვისაც წუხს. მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან გოგონასთან ერთად დროს ძირითადად კვირა დღეს ატარებს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი ოპერაცია არ აქვს.

სამომავლოდ, ზვიად მათოშვილი საქმიანობის გაგრძელებას კვლავ საქართველოში აპირებს.

„აქ ყოფნის გადაწყვეტილება მივიღე მაშინ, როცა არ დავრჩი შვედეთში და დავბრუნდი საქართველოში. მაქვს ჩემი წილი სოციალური პასუხისმგებლობა ჩემი ხალხის წინაშე, რომ ის კვალიფიკაცია და ცოდნა, რომელიც მაქვს (მათ შორის ჩემი ხალხის წყალობით), უნდა მოვახმარო ჩემს ხალხს“, - ამბობს კარდიოლოგი ზვიად მათოშვილი.

სიცოცხლის გადარჩენის გზა გულზე გადის - ზვიად მათოშვილი, კარდიოლოგი მესხეთიდან

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ პაციენტს შეეძლება
‘პაციენტს კარდიოლოგი გამოვუწერე, ერთხელ დღეში’ – ექიმების კურიოზები
ანივარდ მოსოიანი: იმედი მაქვს საპასუხისმგებლო პოზიციებზე მეტი ქალი იქნება
ახალქალაქში საყოველთაო დაზღვევას უნდობლად ეკიდებიან
საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო
ახალქალაქში შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი იზრდება
სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში გულის დაავადებების მაღალი მაჩვენებელია