FM97.5 / LIVE

‘ვფიქრობთ შეთანხმებას მივაღწევთ’ – შპს ‘აისის’ წარმომადგენელი კორხის მოსახლეობას შეხვდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.02.2020
კორხში მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც სოფელში ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, შპს „აისის“ წარმომადგენელი თემურ მათითაშვილი ესაუბრა. კომპანიის დირექტორი ირწმუნება, რომ კორხისწყალზე ჰესის აშენებით, მოსახლეობა არ დაზარალდება.

‘ვფიქრობთ შეთანხმებას მივაღწევთ’ – შპს ‘აისის’ წარმომადგენელი კორხის მოსახლეობას შეხვდა

კორხში მოსახლეობასთან შეხვედრა ორშაბათს, 10 თებერვალს გაიმართა.

„კიდევ ერთხელ ჩავედით სოფელში და ვესაუბრეთ მოსახლეობას, ამჯერად ის ახალგაზრდები შეგვხვდნენ, რომლებიც პირველ ჩასვლაზე სოფელში არ იმყოფებოდნენ. ავუხსენით, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში სოფელს საირიგაციო სისტემას გავუკეთებთ. რწყვის სეზონზე ჰესი გაჩერდება და ისინი ისარგებლებენ“, – განმარტა „სამხრეთის კარიბჭესთან“ თემურ მათითაშვილმა.

მისი თქმით, მდინარე ფარავანსა და კორხისწყალზე, ორი ჰესის მშენებლობისთვის დაახლოებით 20 000 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის ვადაში უნდა დასრულდეს.

ახალქალაქში ორი მცირე სიმძლავრის ჰესის მშენებლობას (ჯამური დადგმული სიმძლავრით 8.5 მგვტ) შპს „აისი“ აპირებს. თუმცა მანამდე მშენებლობის ნებართვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გასცეს.

„შემოსულია შენიშვნები, მათი დამუშავების შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს. ზოგი შენიშვნა შეიძლება გავითვალისწინოთ, ზოგი შეიძლება არ იყოს ადეკვატური. საბოლოო დასკვნა რომ დაიდება, ამის შემდეგ გადაწყდება გაიცეს თუ არა მშენებლობის ნებართვა“, – აცხადებენ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სოფელ კორხში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან და ჰესის მშენებლობის ნებას არ მისცემენ.

„ვერ შევთანხმდებით, ამჯერადაც უარი ვუთხარით, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლები კიდევ ფიქრობენ ჩვენს სოფელში ჩამოსვლას, საბოლოოდ რა გადაწყდება არ ვიცით“, – აცხადებენ ადგილობრივები.

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ქვებით დავხვდებით ’– ახალქალაქში კორხისწყალზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ
სამცხე-ჯავახეთში 11 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი
'მტკვარი ჰესის' პროექტზე ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოეწერა ხელი
‘მტკვარი ჰესზე’ დამატებით 300 მეტრიანი გვირაბი შენდება
სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა ახალი ჰესი აშენდეს
‘მტკვარი ჰესი’ ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა
რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა